დღესდღეობით, როცა დრო ერთ-ერთი ფასეული რესურსია და ადამიანები ცდილობენ ყველა მომსახურების ან მათთვის სასურველი პროდუქტის სწრაფად მიღებას მიტანის სერვისი მოთხოვნადია.
კოვიდ პანდემიის პერიოდში, როცა ადამიანებს შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მიტანის სერვისი გახდა აუცილებელი და საჭირო. მომხმარებლებთან ყველა ტიპის პროდუქტის, საკვების, მედიკამენტების და სხვა საჭირო ნივთების მიწოდება, სწორედ
კურიერის მიერ მიტანის სერვისით ხორციელდებოდა.
ამის შემდეგ, რადგან მომსახურება ადამიანებისთვის კომფორტულ და ხარისხიან სერვისად იქცა დაიწყო მზარდი მოთხოვნა და დღეს მომხმარებელი უპირატესობასა ანიჭებს სწრაფი მიტანის სერვისს.
რას მოიცავს მიტანის სერვისი ?
მიტანის სერვისი არის პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისთვის სასურველი პროდუქტი მიიღოს უმოკლეს დროში. მიტანის სერვისი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ამანათის, საკვების ან მომსახურების მიწოდებას სასურველ დროსა და ადგილზე.
- მიტანის სერვისით სარგებლობს არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც საჭიროებენ პროდუქტის სწრაფად მიწოდებას;
- მიტანის სერვისი მომხმარებელს და კომპანიებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ ადგილზე მიიღოს ამანათი და სხვადასხვა ტიპის ტვირთი. სწრაფი მიტანის სერვისი საშუალებას აძლევს ადამიანებს, როგორც თბილისში, ბათუმში ისე რეგიონებში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოხდეს სასურველი პროდუქტის უმოკლეს დროში მიწოდება.
- მიტანის სერვისი ამარტივებს ადამიანების ცხოვრებას, ზოგავს მათ დროს, ხარჯებს და ენერგიას. ბიზნეს სუბიექტებისთვის სწრაფად მიტანა ზრდის მათი ბრენდის სანდოობას და კმაყოფილებას.
- მიტანის სერვისი უზრუნველყოფს უსაფრთხოდ და მცირე დროში სასურველი ნივთების მიწოდებას ონლაინ შოპინგის შემდეგ თუ სასურველი კერძის გამოძახების დროს.
- მომხმარებლის მიერ მიღებულ შეკვეთას ამუშავებს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მიტანის სერვისის მიწოდებას და საკურიერო მომსახურებას 24/7-ზე. ამის შემდეგ, კურიერი აწვდის პროდუქტს მომხმარებელს მითითებულ მისამართზე.
სწრაფი მიტანის სერვისის მთავარი მიზანი კომფორტისა და ოპერატიულობის შეთავაზებაა. კომპანიები იყენებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, რათა ოპტიმიზაცია გაუწიონ მიწოდების პროცესს და უზრუნველყონ მაქსიმალურად ეფექტური სერვისი. ეს სერვისები ხელმისაწვდომია სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით, იქნება ეს მობილური აპლიკაციები, ვებსაიტები თუ სატელეფონო შეკვეთები. სწრაფი მიწოდება შესაძლებელია როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი გამოყენების არეალს.
სახლში მიტანის სერვისის უპირატესობები
- დროის დაზოგვა - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთოს სასურსათო თუ სხვა ტიპის პროდუქტი და მალევე მიიღოს მისამართზე.
- ამცირებს არასასურველ ხარჯებს - როდესაც მომხმარებელი ფიზიკურად აღწევს პროდუქტს ან ტანსაცმელს, ის ხშირად არამიზნობრივად იძენს სხვადასხვა ფასდაკლებულ ნივთებს. მიტანის სერვისის დახმარებით კი საშუალება აქვს შეარჩიოს ონლაინ პროდუქტი მხოლოდ ის რაც მას სჭირდება და თავიდან აირიდოს ზედმეტი დანახარჯები.
- უამინდობის პირობებში მომსახურების მიღება - ისეთ ექსტრემალურ პირობებში, როდესაც მომხმარებელი ვერ გადის გარეთ სასურველი პროდუქტის საყიდლად, მიტანის სერვისი ამ დროს განსაკუთრებით კომფორტული და სასიამოვნოა.