​გერმანული ენის კურსები

 გერმანული ენის კურსები საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ უცხო ენის სწავლა სტრუქტურირებულად და მიზანმიმართულად წარიმართოს. ინდივიდუალური გაკვეთილები, ჯგუფური სწავლა ან ონლაინ ფორმატი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული მეთოდი და ტემპი. სწავლის პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს გამოცდილი პედაგოგი, რომელიც პროგრამას აწყობს თქვენი საჭიროებების მიხედვით და შედეგზეა ორიენტირებული.
 გერმანული ენის კურსები განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვისაც სურს სწავლა გერმანიაში, მუშაობა საერთაშორისო კომპანიებში ან უბრალოდ პირადი განვითარება. სწორი მიდგომით ეს ენა მალე იქცევა კომუნიკაციის ბუნებრივ საშუალებად, რომელიც ახალ კარიერას, განათლებას და კულტურულ გამოცდილებას შემოგთავაზებთ. სწავლის დაწყება შეგიძლიათ ნებისმიერ ეტაპზე — მთავარია, აირჩიოთ თქვენთვის კომფორტული ფორმატი და სანდო სპეციალისტი.
პრო
გერმანული ენის შესწავლა
გერმანული ენის შესწავლა

გამარჯობა! მე ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ბავშვებთან მუშაობას უდიდესი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით უდგება გერმანული ენა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია — მაქვს C1 დონის სერტიფიკატი (Goethe-Zertifikat C1), ასევე TOEFL-ის სერთიფიკატიც, რაც მეხმარება უცხოენოვანი სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში. გარდა ამისა, მონაწილეობა მაქვს მიღებული საერთაშორისო სამედიცინო და ენათმეცნიერების კონფერენციებში გერმანიაში, სადაც გამიწიეს მაღალი შეფასება კომუნიკაციისა და აკადემიური გერმანულის ცოდნისთვის. უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ ბავშვებთან — ვასწავლი, როგორც საწყისიდან, ასევე სხვადასხვა დონეზე მყოფ ბავშვებსაც. ჩემს გაკვეთილებზე ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ ენის წესებს, არამედ ინტერესდებიან გერმანული კულტურითაც — სიმღერებით, თამაშებითა და ინტეგრაციული სავარჯიშოებით. ჩემთვის მთავარი შედეგია — თითოეული ბავშვის პროგრესი, მოტივაცია და თავდაჯერებულობა. მაქვს დაწყებითი, საშუალო და მოსამზადებელი კურსები (სკოლისთვის, გამოცდებისთვის ან უცხოეთში სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტებისთვისაც). ძალიან მიყვარს ბავშვებთან მუშაობა — მათთან ურთიერთობა მაძლევს უდიდეს ენერგიას და ინსპირაციას. ხშირად მიწევს გერმანიაში ყოფნა (კონფერენციები და სემინარები), ამიტომ თუ ზარს ვერ ვუპასუხებ — აუცილებლად მომწერეთ WhatsApp-ზე. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა აითვისოს გერმანული მარტივად, საინტერესოდ და საფუძვლიანად— მაშინ თქვენ ნამდვილად სწორ ადგილას ხართ!

გერმანული ენა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
ტელეფონი
პრო
გერმანული ენის ონლაინ კურსები
გერმანული ენის ონლაინ კურსები

გსურს გერმანულის სწავლა ნებისმიერი მიზნისთვის? ჩვენთან შეისწავლი გერმანულს A1–C2 დონეზე, სურვილისამებრ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ გაკვეთილებზე. ?‍? ვისთვისაა კურსები განკუთვნილი? - სკოლის მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის - სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა ან მუშაობა გერმანიაში - ექიმებისთვის და სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, ვისაც გერმანიაში დასაქმება სურს ? ჩვენი უპირატესობები: - ინტერაქტიული გაკვეთილები - მსმენელზე მორგებული მეთოდები და სახელმძღვანელოები - ოფიციალური გამოცდებისთვის მომზადება: Goethe, Telc, ÖSD

გერმანული ენა გერმანული ენის კურსები
ტელეფონი
მომზადება გერმანულ ენაში
მომზადება გერმანულ ენაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა, ვარ გერმანისტი პედაგოგი და მთარგმნელი. მოსწავლეებს ვამზადებ 18 წელზე მეტია, დამთავრებული მაქვს გერმანისტიკა, გოეთე C2 და შტუტგარტში ფსიქოლოგიის კურსები, თუ რამით დაგეხმარებით, გამიხარდება. ვამზადებ, როგორც სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე აბიტურიენტებს, სტუდენტებს, გოეთეს, Ösd გამოცდებისთვის. ვცხოვრობ ქერჩის ქუჩის დასაწყისში, სარაჯიშვილის და ახმეტელის მეტროსთან ახლოს. თუმცა, ვამზადებ ონლაინ რეჟიმშიც. რაც შეეხება ფასს, ინდივიდუალურად მომზადება ღირს 200 ლარი 8 გაკვეთილი. მყავს ასევე ჯგუფებიც.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანულში მომზადება ხარისხიანად
გერმანულში მომზადება ხარისხიანად

შეგასწავლით გერმანულ ენას ხარისხიანად. ვამზადებ, როგორც სკოლის მოსწავლეებს მაღალი კლასებიდან (14 წლიდან ზევით), ასევე აბიტურიენტებსა და გერმანიაში სწავლისა და მუშაობის მსურველებს. მოგამზადებთ გოეთეს ინსტიტუტის გამოცდებისთვის. ვარ გერმანული ენის მაგისტრი და კვალიფიციური პედაგოგი. სწავლა მიმდინარეობს ძირითადად ონლაინით, ინდივიდუალურად, ასევე ვიღებ მოსწავლეებს ბინაზეც, მე თვითონ არ დავდივარ მოწაფეებთან. დაინტერესებული და ნამდვილად მონდომებული მსურველები დამიკავშირდით ნომერზე.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
მოვამზადებ გერმანულ ენაში
მოვამზადებ გერმანულ ენაში

ვარ გერმანული ენის ლექტორი დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ვამზადებ გერმანულ ენაში აბიტურიენტებს, გოეთეს ინსტიტუტში სერტიფიკატზე გამსვლელებს ყველა დონისათვის Grundstufe-A1-A2, Mittelstufe B1-B2, Oberstufe C1- C2 ჩაბარების გარანტიით. გერმანიაში Au-Pair პროგრამით წასვლის მსურველებს, ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს, ექიმებს, სამედიცინო განათლების მქონე პირებს, Test-DaF-ის გამოცდებისათვის. მაგისტრანტებს, სკოლის მოსწავლეებს, DSD გამოცდებისთვის, თანამედროვე სასწავლო ლიტერატურით და აუდიო დისკების საშუალებით. შესაძლებელია დისტანციურადაც, ფასი შეთანხმებით.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანულის შესწავლა
გერმანულის შესწავლა

ისწავლეთ გერმანული. ინდივიდუალური გაკვეთილები ონლაინ. - გავდივართ საუკეთესო ინტენსიური კურსით! - სწავლის საფასურია: კვირაში 2 გაკვეთილი 100 ლარი თვეში. კვირაში 3 გაკვეთილი 130ლარი თვეში. კვირაში 4 გაკვეთილი 150 ლარი თვეში. კვირაში 5 გაკვეთილი 160 ლარი თვეში. კვირაში 6 გაკვეთილი 170 ლარი თვეში. კვირაში 7 გაკვეთილი 190 ლარი თვეში. - ყველა გაკვეთილი იწერება, დავალებები სწორდება და გეგზავნებათ. - ყველა მასალას გიგზავნით მე, ქართულად დამუშავებულს თითოეული გაკვეთილის წინ ასევე წიგნის PDF-ს. - ყოველი თვის ბოლოს კი ტარდება ტესტირებები. - სწავლის გადასახადი ირიცხება წინასწარ. - გაკვეთილები ჩატარდება თქვენთვის სასურველ დროს და დღეს. - ნებისმიერი ასაკთათვის. - ხარისხიანი განათლება, წარმატებული მომავლისთვის.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
მოვამზადება გერმანულ ენაში
მოვამზადება გერმანულ ენაში

მოგესალმებით, ვარ გერმანული ენის პედაგოგი, უმაღლესი განათლებითა და ხანგრძლივი გამოცდილებით. შევასწავლი ენას ყველა საფეხურზე (A1.1- C1.2) ონლაინ რეჟიმში, პროგრამა და გრაფიკი შერჩეული. გაკვეთილები მიმდინარეობს ყველა უნარ-ჩვევების გავარჯიშებითა და ინოვაციური მეთოდებით. მსურველები დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ

გერმანულის შემსწავლელი კურსი

 გერმანულის შემსწავლელი კურსი ბევრისთვის ხდება პირველი ნაბიჯი უცხო ენის სამყაროში. ასეთ კურსებში სტუდენტები სწავლობენ გრამატიკას, ლექსიკას და საუბრის პრაქტიკას ისე, რომ შედეგი მოკლე დროშიც კი თვალსაჩინო ხდება. არჩევანი მრავალფეროვანია — შეგიძლიათ დაესწროთ ჯგუფურ გაკვეთილებს, აირჩიოთ ინდივიდუალური პროგრამა ან ისარგებლოთ ონლაინ სწავლების მოქნილობით.
 მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გერმანული ენის უფასო კურსები სხვადასხვა აპლიკაციებსა და ინტერნეტ რესურსებზე, ისინი მხოლოდ დამხმარე საშუალებად შეიძლება იქცეს. რეალური პროგრესისთვის უმჯობესია პროფესიონალთან მუშაობა, სადაც მასწავლებელი პროგრამას თქვენს მიზნებსა და ტემპზე მოარგებს.
 სწორედ ამიტომ გერმანულის შემსწავლელი კურსი, რომელსაც ატარებს გამოცდილი სპეციალისტი, ყველაზე საიმედო გზა ხდება სასურველი შედეგის მისაღწევად — იქნება ეს სწავლა გერმანიაში, კარიერული თუ პირადი განვითარება.
გერმანული ენის შესწავლა
გერმანული ენის შესწავლა

მოვამზადებ გერმანულ ენაში დისტანციურად ნებისმიერ მსურველს (სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, გერმანიაში წასვლის მსურველებს, გოეთეში ჩაბარების მსურველებს). სწავლა მიმდინარეობს ინდივიდუალურად სახელმძღანოებით. მაქვს უამრავი ტესტი და სავარჯიშო, რომლებსაც ეტაპობრივად მოგაწვდით, ასევე მაქვს სწრაფი კურსიც. დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

video icon სერტიფიკატი
გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანული ენის შესწავლა
გერმანული ენის შესწავლა

Hallo! შევასწავლი გერმანულ ენას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს A1-დან C1 დონის ჩათვლით. ცოტა რამ ჩემს შესახებ: გერმანულთან შეხება მაქვს 17 წელია. ვარ გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამის სტიპენდიატი, რომლის საფუძველზეც ვმუშაობდი გერმანიის პარლამენტში, ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში და პარალელურად ვსწავლობდი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. აღებული მაქვს DSDII-ის C1 დონის სერთიფიკატი. ბერლინში გავლილი მაქვს ენის კურსი, სადაც ასევე ავიღე C1 დონის სერთიფიკატი. DAAD დაფინანსებით ვსწავლობდი მიუნსტერის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც გავიარე იურიდიული გერმანულის კურსი და უმაღლესი შეფასებით მივიღე დიპლომი. როგორია ჩემი გაკვეთილები? გაკვეთილები მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. გაკვეთილზე დრო ეთმობა ოთხივე კომპონენტის განვითარებას. გარდა ძირითადი სახელმძღვანელოებისა, რომელიც დონის მიღწევაში გვეხმარება, აქტიურად გამოიყენება დამატებითი მასალები: სტატიები, წიგნები, ვიდეოები, ფილმები, რომლებიც თქვენი ინტერესების შესაბამისად, ინდივიდუალურად შეირჩევა. გაკვეთილები ტარდება ონლაინ. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დამიკავშირდით ნომერზე, ვოთსაპის მეშვეობით ან შემდეგ მეილზე: learngerman.nino@gmail.com

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანულში მომზადება-ონლაინ
გერმანულში მომზადება-ონლაინ

ვამზადებ გერმანულში, ონლაინ, ინდივიდუალურად, B2 დონის ჩათვლით. დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტი გერმანულენოვანი კონცენტრაციით. საზღვარგარეთ გავლილი მაქვს თანამედროვე სწავლების მეთოდების არაერთი ტრენინგი და მაქვს გამოცდილება როგორც სკოლაში, ისე ონლაინ მუშაობის. ვარ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გერმანიის 1-1 წამყვან უნივერსიტეტში და ასევე ვმუშაობ არაფორმალური განათლების მხრივ. საჭირო მასალას თავად მოგაწვდით ელექტრონულად. მოლაპარაკების შემთხვევაში შემიძლია გერმანულის ინგლისურად სწავლებაც.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანული ენის შესწავლა
გერმანული ენის შესწავლა

მე მქვია ნინა, ვარ 28 წლის და უკვე 9 წელია ვსწავლობ და ვმოღვაწეობ გერმანიაში. თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ავიღე გერმანული ენის DSDII (C1) დიპლომი და ვარ რეგენსბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებების ბაკალავრი. ამჟამად ვსწავლობ ნიურნბერგის ხელოვნების აკადემიაში. ჩემ მიერ შემოთავაზებული კურსი უმეტესად გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ესაჭიროებათ გერმანული ენის შესწავლა. „DaF kompakt Neu“ მოიცავს A1-დან B1-ის ჩათვლით მასალას. წიგნის სტანდარტული მასალის გარდა ვეცნობით გერმანული ენის საგამოცდო ფორმატს, ასევე ყურადღებას ვუთმობთ გერმანიაში აქტუალურ თემებს, ყოველდღიურ საუბარს, ლექსიკისა და გამოთქმის გაუმჯობესებას. გაკვეთილები ტარდება დისტანციურად, Google Meet-ში. მაქვს მოქნილი გრაფიკი და ტერმინების დანიშვნა შესაძლებელია დღის განმავლობაში, საღამოობით ან/და შაბათ-კვირასაც. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, 8 გაკვეთილი - 300 ლარი, 2-3 კაციან ჯგუფებში.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანული ენის მასწავლებელი (ასევე ონლაინ)
გერმანული ენის მასწავლებელი (ასევე ონლაინ)

მოვამზადებ მსურველებს ( როგორც ქართულენოვან ასევე რუსულენოვან მსურველებს) გერმანულ ენაში A1 - დან B2 დონის ჩათვლით, ვარ პროფესიით გერმანული ენის ფილოლოგი ( თსუ - ს ბაკალავრი), რის შემდეგაც გავაგრძელე სწავლა მოსკოვში ( მაგისტრატურა). უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი გერმანიაში). გთავაზობთ გაკვეთილებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (2/3/4 მოსწავლე) ონლაინ. ინდივიდუალურის ფასი 170 ლარი.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
მომზადება გერმანულ ენაში
მომზადება გერმანულ ენაში

✓ მოვამზადებ გერმანულ ენაში A1-A2-B1-B2-C1 დონეზე მომზადების ქართულენოვან და ინგლისურენოვან ნებისმიერ მსურველს; ✓ სასერტიფიკატო გამოცდებისთვის: გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი (Goethe Zertifikat), ÖSD (Das Österreichische Sprachdiplom), TLC (Telc). ✓ მოკლედ ჩემს შესახებ: • განათლებით ვარ გერმანული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, (გერმანისტი); • ვფლობ გოეთეს ინსტიტუტის ენის სერთიფიკატს; •აღნიშნულ სფეროში მაქვს, როგორც მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. • ვცხოვრობდი გერმანიაში. • მაქვს გერმანელებთან მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად ენის პრაქტიკა. ~ ვივარჯიშებთ ენის შესწავლის ოთხ ძირითად ასპექტში: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. ~ ყოველთვის ვგეგმავ გაკვეთილებს კონკრეტული სტუდენტის მიხედვით. ჩვენი ფოკუსირება დიდწილად იქნება დამოკიდებული სტუდენტის საჭიროებებსა და მიზნებზე, რომელსაც დასაწყისში დავსახავთ მასთან ერთად. • ორიენტირებული ვარ პროფესიულ თვითგანვითარებაზე, პროდუქტიულ მუშაობაზე, ხარისხსა და შედეგზე. ✓ ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილები ზუმის საშუალებით (ერთ სტუდენტი)- ხანგრძლივობა: 60 წთ. რაოდენობა: 8 გაკვეთილი ღირებულება: 200 ლარი ✓ პირველი, (საცდელი) 30 წუთიანი გაკვეთილის ღირებულება სიმბოლურად 10 ლარი. ✓ შესაძლებელია შეხვედრითი სახის გაკვეთილებიც

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ

მომხმარებლის შეფასებები

მომზადება გერმანულ ენაში სურათი
მომზადება გერმანულ ენაში
იმედა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-24 19:31:40

ვფიქრობ განათლება საკმარისია ქალბატონ ნანას დახასიათებაში

რეპეტიტორი თუ სასწავლო ცენტრი — როგორ ვისწავლოთ გერმანული სწორად?

 გერმანული ენის შესწავლა საქართველოში დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება. უცხოეთში სწავლის, საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების ან პირადი განვითარების სურვილი ბევრს უბიძგებს, რომ დაიწყოს სწავლა ორგანიზებულად და პროფესიონალის დახმარებით. სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ პოპულარული გახდა გერმანული ენის კურსები, რომლებიც სხვადასხვა ფორმატში გვთავაზობენ ცოდნის მიღებას.

 გერმანული ენის კურსები მრავალფეროვანია. სასწავლო ცენტრები გვთავაზობენ, როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ გაკვეთილებს. ჯგუფური სწავლა მოსწავლეებს აძლევს მოტივაციასა და შესაძლებლობას, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, ხოლო ინდივიდუალური მიდგომა უფრო მეტად მორგებულია კონკრეტული ადამიანის საჭიროებებსა და მიზნებზე. ამავდროულად, ბევრი აბიტურიენტი ან პროფესიონალი არჩევს გერმანულის რეპეტიტორს, რადგან კერძო გაკვეთილებზე უფრო ინტენსიური ყურადღება ექცევა კონკრეტულ პრობლემებსა და სუსტი მხარეების გაძლიერებას. რეპეტიტორი ხშირად სწორედ ის ადამიანია, რომელსაც სწავლა ყველაზე სწრაფ პროგრესამდე მიჰყავს.

 გერმანული ენის შესწავლა ტრადიციულად იყოფა დონეებად, რომლებიც ეფუძნება საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR). A1 დონე წარმოადგენს საწყის საფეხურს, სადაც სტუდენტი სწავლობს ელემენტარულ ფრაზებსა და ყოველდღიურ კომუნიკაციას. A2 დონე უკვე იძლევა მარტივი საუბრის წარმართვის შესაძლებლობას. B1 დონე ნიშნავს, რომ ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია თავი გაიტანოს სხვადასხვა სიტუაციაში, ხოლო B2 დონე უკვე საჭირო ხდება უმეტეს ევროპულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას ან დასასაქმებლად. C1 და C2 დონეები მიუთითებს თავისუფალ და სრულფასოვან ფლობაზე, რაც უმაღლეს აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 სწავლების საშუალო ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიზნებზე და ინტენსივობაზე. მაგალითად, A1 დონეს ხშირად 3–4 თვე სჭირდება, ინტენსიური კურსებით კი უფრო ნაკლებ დროშიც შეიძლება შედეგის მიღწევა. B2 დონემდე მისასვლელად დაახლოებით ერთი წელი აქტიური სწავლაა საჭირო, ხოლო C1–C2 დონეების სრულად ათვისება ხშირად რამდენიმე წლიან პრაქტიკას მოითხოვს. რა თქმა უნდა, შედეგი დიდწილად დამოკიდებულია სტუდენტის მოტივაციაზე, გაკვეთილების სიხშირესა და ყოველდღიურ პრაქტიკაზე.

 თანამედროვე მოთხოვნებმა გერმანული ენის შესწავლას ახალი ფორმატიც შესძინა — ონლაინ სწავლა. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც მოქნილი გრაფიკი სჭირდება ან მისთვის სასურველი მასწავლებელი სხვა ქალაქშია. ონლაინ გაკვეთილები დღეს ისეთივე შედეგიანია, როგორც საკლასო სწავლა, რადგან გამოიყენება ინტერაქტიული პლატფორმები, ვიდეოკონფერენციები და ციფრული სავარჯიშოები. სტუდენტი თავისუფალია აირჩიოს დრო და ადგილი, ხოლო მასწავლებელი ზრუნავს სწავლის ხარისხზე.

გერმანული ენის შესწავლა ასევე შესაძლებელია სასწავლო ცენტრებში, სადაც პროგრამა ხშირად მოიცავს როგორც ზოგად, ისე სპეციალიზებულ კურსებს — ბიზნეს გერმანული, აკადემიური გერმანული ან სასაუბრო ინტენსიური კურსები. ამ ცენტრებში სტუდენტები იღებენ დამატებით რესურსებს, როგორიცაა ბიბლიოთეკები, ჯგუფური აქტივობები და პრაქტიკული სავარჯიშოები.

 მიუხედავად იმისა, სწავლა შეიძლება დაიწყოთ აპლიკაციებითა და წიგნებით, საუკეთესო შედეგს მაინც პროფესიონალი მასწავლებელი იძლევა. გამოცდილ რეპეტიტორს შეუძლია სწავლის გზის სწორად დაგეგმვა, რთული თემების გასაგებად ახსნა და მუდმივი პრაქტიკის მიწოდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია პედაგოგი სწორად შეირჩეს.

 იმისთვის, რომ არჩევანი უფრო მარტივი გახდეს, ჩვენი ვებგვერდი servisebi.ge  დაგეხმარებათ— აქ შეგიძლიათ იპოვოთ როგორც გერმანული ენის რეპეტიტორები, ისე სასწავლო ცენტრები და კურსები ერთ სივრცეში. შეგიძლიათ შეადაროთ პირობები, ფასები, სწავლების ფორმატები და შეარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი თქვენი მიზნებისთვის. იქნება ეს გერმანული ენის კურსები, გერმანული ენის შესწავლა ონლაინ თუ ინდივიდუალური გაკვეთილები, სანდო სპეციალისტის დახმარებით გზა წარმატებისკენ ბევრად უფრო მარტივი ხდება.

 გერმანული ენა არ არის მხოლოდ გრამატიკის და სიტყვების დამახსოვრება — ეს არის კარიერის, განათლებისა და კულტურული გამოცდილების ახალი გასაღები. სწორი კურსის შერჩევით, რეგულარული პრაქტიკით და პროფესიონალის დახმარებით გერმანული ენის შესწავლა გახდება ინვესტიცია, რომელიც ყოველთვის მოგცემთ შედეგს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რატომ არის მნიშვნელოვანი გერმანული ენის შესწავლა?

გერმანული ენა ერთ-ერთი მთავარი სამუშაო და აკადემიური ენაა ევროპაში. მისი ცოდნა ხსნის კარიერულ, საგანმანათლებლო და კულტურულ შესაძლებლობებს გერმანიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში.

​რას გვთავაზობს გერმანული ენის კურსები?

გერმანული ენის კურსები მოიცავს როგორც საწყის დონეებს, ასევე სიღრმისეულ პროგრამებს. სტუდენტებს აქვთ არჩევანი ინდივიდუალურ გაკვეთილებსა და ჯგუფურ სწავლებას შორის, ასევე შესაძლებლობა ისწავლონ ინტენსიურად ან უფრო ხანგრძლივი გრაფიკით.

​რა სჯობს, გერმანულის რეპეტიტორი თუ სასწავლო ცენტრი?

რეპეტიტორი ინდივიდუალურად მუშაობს თქვენზე და კონკრეტულ სირთულეებზე ყურადღებას ამახვილებს. სასწავლო ცენტრი კი ჯგუფურ გარემოს, მეტ რესურსსა და სხვადასხვა ტიპის კურსს გვთავაზობს. არჩევანი თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული.

​შესაძლებელია თუ არა გერმანული ენის შესწავლა ონლაინ?

დიახ, ონლაინ სწავლა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმატია. გაკვეთილები ტარდება ვიდეოკონფერენციებით, გამოიყენება ინტერაქტიული სავარჯიშოები და სტუდენტი სწავლობს იქიდან, საიდანაც მისთვის ყველაზე კომფორტულია. შედეგი კი ისეთივე ეფექტურია, როგორც საკლასო გარემოში სწავლებისას.

​სად ვიპოვო სანდო მასწავლებელი ან კურსი?

ყველაზე მარტივი გზა ჩვენი პლატფორმა - სერვისებია. ჩვენთან ერთ სივრცეში ნახავთ გერმანული ენის კურსებს, რეპეტიტორებსა და სასწავლო ცენტრებს. შეგიძლიათ შეადაროთ შეთავაზებები და აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი — იქნება ეს ინდივიდუალური გაკვეთილი, ჯგუფური სწავლა თუ ონლაინ ფორმატი.