ნავესი ერთ-ერთი მოთხოვნადი და პრაქტიკული გადაწყვეტაა სასურველი სივრცის გადასახურად. ეს კონსტრუქცია გამოიყენება, როგორც კერძო სახლებში, ისე კომერციულ ობიექტებზე. ნავესი იცავს სივრცეს წვიმისგან, თოვლისგან და მზისგან, ამავე დროს ქმნის კომფორტულ გარემოს, რომელიც ნებისმიერ ამინდის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნავესის დამზადებისთვის, მნიშვნელოვანია ზომების სწორად აღება, დიზაინის შექმნა და მასალების სწორად შერჩევა. ნავესის დამზადების დროს, ყველაზე ხშირად გამოიყენება ლითონის კონსტრუქცია და პოლიკარბონატი, რომელიც გამოირჩევა სიმტკიცით, და გამძლეობით. ნავესის სწორად დამონტაჟება უზრუნველყოფს, კონსტრუქციის სტაბილურობას და ხანგრძლივად გამოყენებას.
ნავესის ბევრი უპირატესობის გათვალისწინებით მათი გამოყენება პრაქტიკულად უსაზღვროა. ისინი მონტაჟდება, ისეთ ადგილებში, როგორიცაა:
- სასოფლო-სამეურნეო კომპლექსები - ნავესის აქ დამონტაჟება საშუალებას გაძლევთ შეინახოთ სხვადასხვა მარცვლეული ან თივა, ნებისმიერ ამინდში.
- სამშენებლო ადგილებში - ნავესის ქვეშ, ცემენტის ტომრები და აგურის შეფუთვები მარტივად ინახება და არ სველდება.
- მდინარეების, ზღვების, ტბების ნაპირებზე მდებარე რესტორნებში - აქ ნავესის გამოყენება საშუალებას გაძლევთ აგრე სივრცეშიც მოაწყოთ სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემო.
- სტადიონებზე, სპორტულ და სათამაშო მოედნებზე - ნავესი იცავს წვიმის ან თოვლის ნალექისგან ადამიანებს.
ამის გარდა, ნავესის დამონტაჟება აქტიურად ხდება ეზოებში, გაჩერებებზე, ვერანდებსა და ტერასებზე.
ნავესის პოლიკარბონატის ჩარჩოზე დამონტაჟების მახასიათებლები კონსტრუქციის დაპროექტებისას შემდეგი სახისაა: პირველ რიგში, გათვალისწინებულია ჩარჩოს გრძივი და განივი დაშორებები. გრძივი დატვირთვის მქონე საყრდენებისთვის ოპტიმალური დაშორებაა 700 მმ. განივი საყრდენებისთვის დაშორება გამოითვლება მასალის სისქის მიხედვით (არაუმეტეს 1 მ 8-16 მმ პანელებისთვის). 8 მმ-ზე ნაკლები სისქის მასალისთვის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 700 მმ-ს.
თუ ნავესს ავტოფარეხისთვის აკეთებთ, რომელიც ერთი მანქანისთვისაა განკუთვნილი, მისი ზომები არ უნდა იყოს 4 x 6 მეტრზე ნაკლები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სახურავი უნდა ფარავდეს არა მხოლოდ თავად მანქანას, არამედ ღია კარებსაც. იდეალურ შემთხვევაში, ავტოფარეხის სიგრძესა და სიგანეს უნდა დაემატოს მინიმუმ ერთი მეტრი. შესაბამისად, თუ ორი მანქანაა, ავტოფარეხის ფართობი უნდა გაიზარდოს მოსახერხებელი პარკირებისთვის. საცხოვრებელი ან ავტოსადგომის სახურავის მინიმალური სიმაღლე 2.5 მეტრია. სამრეწველო დონის სახურავის სიმაღლემ შეიძლება 10 მეტრს მიაღწიოს.
თუ ეძებთ გამოცდილ სპეციალისტებს, რომელიც ნავესის დამზადებას შესაბამისი პირობების გათვალისწინებით ახდენს გაეცანით
servisebi.ge- ზე განთავსებულ განცხადებებს.