ტენტები

ტენტები არის სპეციალური გადასაფარებელი კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება გარემო პირობებისგან დასაცავად. ტენტები უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას: მზისგან, წვიმისგან, ქარისგან და ზოგჯერ სიცივისგანაც. ტენტები შეიძლება დამზადდეს ქსოვილის, PVC-ს ან სხვა გამძლე მასალისგან. როგორც წესი, ტენტები მიმაგრებულია სახლის ან შენობის გარე კედელზე და ხშირად გვხვდება ფანჯრებზე, კარებზე ან ტერასებზე. არსებობს, როგორც ფიქსირებული, ასევე დასაკეცი ტენტები, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას ნებისმიერ სეზონზე. ტენტების კონსტრუქცია დამზადებულია  მაღალი ხარისხის, სპეციალურად დამუშავებული მილკვადრატისაგან და კონსტრუქციის ღიობში დამაგრებულია მაღალი ხარისხის გამძლე ქსოვილი. მოთხოვნის მიხედვით შესაძლოა, დამზადდეს დიდი ზომის ტენტებიც, რომელიც საკმაოდ დიდ ფართობს დაფარავს და აივნის შემინვა აღარ მოგიწევთ.

ტენტით გადახურვა

ტენტით გადახურვა პრაქტიკული არჩევანია, რომელიც აქტიურად გამოიყენება საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებში. ტენტები აივნისთვის უზრუნველყოფს კომფორტს, კონფიდენციალურობასა და ამინდის პირობებისგან დაცვას. ტენტის შეკერვა და ტენტის დამზადება შესაძლებელია, ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით. თუ გსურთ აირჩიოთ ტენტი თქვენი აივნისთვის, შესაძლებლობა გაქვთ, ქსოვილის ფერი მოარგოთ დიზაინს. ტენტი ფასის მიხედვით, არსებობს დაბალბიუჯეტური და ძვირადღირებული, ფასი დამოკიდებულია მასალასა და ზომაზე. თუ გსურთ აივნის გადახურვა ტენტით და გაინტერესებთ აივნის ტენტი ფასის მიხედვით რა ღირს, servisebi.ge- ზე გაეცანით განცხადებებს. ტენტები აივნისთვის განსაკუთრებით კომფორტულია ზაფხულის სეზონზე. აივნის ტენტის გარდა, შეგიძლიათ შეარჩიოთ ეზოს ტენტი. აივნის ტენტები საუკეთესო საშუალებაა ვერანდით სარგებლობისთვის. გახსოვდეთ, აივნის ტენტის დამზადება შესაძლებელია სასურველი ფერის და ზომის მიხედვით.

​ყველა დეტალი, რაც ტენტით გადახურვაზე უნდა იცოდეთ

ტენტები არის გარე კონსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე და ეფექტურ გადაწყვეტას მზის, წვიმისა და ქარისგან დასაცავად. ტენტით გადახურვა ფართოდ გამოიყენება, როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებში. გარემო პირობებისგან დაცვის გარდა, ტენტები აივნისთვის უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას და გამოირჩევა ესთეტიკურობით. ტენტის შეკერვა შესაძლებელია მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და ფუნქციურს გახდის თქვენთვის სასურველ სივრცეს. თუ აქამდე, ვერ იყენებდით აივანს, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი გადახურვა, ან ტერასით სარგებლობა, მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში შეგეძლოთ, შეგიძლიათ გადახუროთ თქვენი აივანი ტენტით. აივნის გადახურვა ტენტით ქმნის დამატებით გარე სივრცეს და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ის ნებისმიერი ამინდის პირობებში.

აივნების, ტერასების, ვერანდების, კაფე-ბარების ან ოფისებისთვის, სტაციონარული გასაჭიმი ტენტი და ვერტიკალური ტენტი, განსაკუთრებით პოპულარულია. სტაციონარული ტენტი გამოირჩევა მყარი კონსტრუქციით, რომელიც დამზადებულია სპეციალურად დამუშავებული მილკვადრატისგან და დაფარულია მაღალი ხარისხის ქსოვილით. რაც შეეხება, ვერტიკალურ ტენტს, პრაქტიკულია პატარა აივნებისა და ვიტრაჟებისთვის. მისი მართვა შესაძლებელია, როგორც მექანიკურად, ისე ელექტროპულტით.

გარდა ამისა,  გავრცელებულია კასეტური ტენტებიც. ამ ტიპის ტენტს აქვს დამატებითი შუასადებები, რაც უზრუნველყოფს აკეცილ მდგომარეობაში ნაჭრის სრულად დაცვას. კონსტრუქცია დამზადებულია ალუმინისგან, რაც უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ გამძლეობას. ტენტები გამოირჩევა ესთეტიკურობით, მრავალფეროვანი დიზაინითა და ამინდის პირობების მიმართ გამძლეობით. თუ თქვენი აივანი ხშირად ქარიან ადგილზეა, გამოიყენეთ ბერძნული წარმოების ტენტი. ამ ტიპის ტენტები მდგრადია ქარის მიმართ, ისე როგორც, მზის და წვიმის მიმართ. აქვს მექანიკური მართვის სისტემა და შესაძლოა, რომ დამაგდეს მოაჯირებზე ან ნებისმიერ მყარ ზედაპირზე.

თუ გეგმავდით აივნის მეტალოკრამიტით გადახურვას, ნუ დაგავიწყდებათ, ტენტები გიქმნით კომფორტს, მაქსიმალურ დაცვას და მყუდრო გარემოს. ტენტების ფასი დამოკიდებულია მის ზომაზე, მექანიზმის ტიპსა და ფართობზე. ნუ დაზოგავთ დროს და ფინანსებს, შექმენით კომფორტული სივრცე, სადაც ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რისგან მზადდება ტენტი ?

ტენტი მზადდება მაღალი ხარისხის წყალგამძლე მასალისგან, როგორიცაა: ქსოვილი და PVC. ტენტის კონსტრუქცია შეიძლება დამზადდეს ალუმინის ან მილკვადრატისგან.

როგორ ხდება ტენტის მართვა ?

ტენტები შეგიძლიათ მართოთ, როგორც მექანიკურად, ისე პულტის ან ღილაკის საშუალებით.

შესაძლებელია თუ არა ტენტის ინდივიდუალურად დამზადება ?

დიახ, ტენტის დამზადება შესაძლებელია ინდივიდუალური ზომის, ფორმისა და დიზაინის მიხედვით.

რამდენად რთულია ტენტის მონტაჟი ?

ტენტის მონტაჟი დამოკიდებულია ტენტების ტიპზე. თუმცა, აივნისთვის ან ტერასებისთვის ტენტების დამონტაჟება არ მოითხოვს დიდ დროს, უმეტეს შემთხვევაში იგი სწრაფად და მარტივად მონტაჟდება პროფესიონალების მიერ.