აივნის მეტალოკრამიტით გადახურვა გამოირჩევა გამძლეობით და თქვენთვის საიმედო გადაწყვეტილებაა. მეტალოკრამიტი ეფექტურად იცავს ნებისმიერი ზომის აივანს წვიმისგან, თოვლისგან, ქარისგან და მზისგან. მასალა გამორჩეულია სიმტკიცით, ხანგრძლივი ექსპლუატაციით და თანამედროვე დიზაინით, რის გამოც ის ფართოდ გამოიყენება როგორც საცხოვრებელ კორპუსებში, ისე კერძო სახლებში. აივნის მეტალოკრამიტით გადახურვა უზრუნველყოფს სახურავის ოპტიმალურ ჰიდროიზოლაციას. მეტალოკრამიტი, განსხვავებით
პოლიკარბონატისგან მდგრადია ყველა ამინდის პირობების, მათ შორის წვიმის, სეტყვის, ყინვის, ტემპერატურის ცვალებადობისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ტრადიციული სახურავის კრამიტებთან შედარებით, მისი მოვლა მარტივია და
ევროშიფერით გადახურვისგან განსხვავებით, ნაკლებად იკიდებს ხავსს.