მხედველობა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე პირდაპირ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, თვალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ოფთალმოლოგი არის ექიმი, რომელიც თვალისა და მხედველობის სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას უზრუნველყოფს. თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების წყალობით, თვალის მრავალი დაავადების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი, რაც მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის და გინარჩუნებთ მხედველობას ხანგრძლივად.
ოფთალმოლოგთან ვიზიტი მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც მხედველობის გაუარესებას ვამჩნევთ. ხშირად თვალის დაავადებები საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ვითარდება და მხოლოდ რეგულარული შემოწმების შედეგად ხდება მათი გამოვლენა. ოფთალმოლოგიური კონსულტაციის დროს სპეციალისტი აფასებს მხედველობის სიმახვილეს, ამოწმებს თვალის წნევას, თვალის ფსკერის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით კვლევებსაც ატარებს. ასეთი გამოკვლევები საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს გლაუკომა, კატარაქტა, ბადურის დაავადებები და სხვა პათოლოგიები.
თუ ეძებთ თვალის ექიმს თბილისში, არჩევანი საკმაოდ ფართოა. დედაქალაქში ფუნქციონირებს, როგორც სპეციალიზებული
ოფთალმოლოგიური კლინიკები, ასევე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები, სადაც პაციენტებს თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურა და გამოცდილი სპეციალისტები ემსახურებიან. თვალის ექიმი თბილისში დაგეხმარებათ, როგორც მხედველობის შემოწმებაში და სათვალის შერჩევაში, ასევე სხვადასხვა ოფთალმოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
ოფთალმოლოგიური მომსახურება აქტიურად ვითარდება ბათუმშიც. ოფთალმოლოგი ბათუმში პაციენტებს სთავაზობს სრულ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისებს, მათ შორის მხედველობის შემოწმებას, კონტაქტური ლინზების შერჩევას, თვალის დაავადებების მართვასა და ქირურგიულ ჩარევებს. თანამედროვე ტექნოლოგიები და კვალიფიციური ექიმები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან ან მობილურ მოწყობილობებთან. ეკრანთან ხანგრძლივმა მუშაობამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გადაღლა, სიმშრალე, მხედველობის დროებითი დაბინდვა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში ოფთალმოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ პრობლემის მიზეზის დადგენასა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღებაში.
თვალის ჯანმრთელობა მხოლოდ მხედველობის სიმახვილეს არ უკავშირდება. ზოგიერთ შემთხვევაში ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ორგანიზმში არსებული სხვა დაავადებების აღმოჩენაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად: დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა ქრონიკული დაავადებები, ხშირად პირველ ცვლილებებს სწორედ თვალის სისხლძარღვებზე ავლენს. პროფილაქტიკური ვიზიტი ოფთალმოლოგთან რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო რისკჯგუფებში მყოფი პაციენტებისთვის უფრო ხშირად. დროული დიაგნოსტიკა და პროფესიონალური სამედიცინო დახმარება საუკეთესო გზაა მხედველობის შესანარჩუნებლად და თვალის ჯანმრთელობის დასაცავად. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, შეგიძლიათ, რომ ისარგებლოთ
თვალის ექიმის ბინაზე გამოძახების სერვისით. ასევე, 24 საათიანი კლინიკის მომსახურებით.