თვალის კლინიკები თბილისში პაციენტებს სთავაზობენ თვალისა და მხედველობის სრულ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. თანამედროვე
ოფთალმოლოგიური ცენტრები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, სადიაგნოსტიკო აპარატურით, რაც სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და ეფექტურ მკურნალობას უზრუნველყოფს. კლინიკებში შესაძლებელია მხედველობის შემოწმება, სათვალისა და კონტაქტური ლინზების შერჩევა, თვალის წნევის გაზომვა, ბადურის კვლევა და სხვა დიაგნოსტიკური პროცედურები.
ოფთალმოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია არა მხოლოდ მხედველობის გაუარესების შემთხვევაში, არამედ პროფილაქტიკური მიზნითაც. რეგულარული გამოკვლევები ხელს უწყობს ისეთი დაავადებების დროულ აღმოჩენას, როგორიცაა; გლაუკომა, კატარაქტა, მაკულარული დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია და სხვა ოფთალმოლოგიური პათოლოგიები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობის მონიტორინგი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, იყენებენ კონტაქტურ ლინზებს ან აქვთ ქრონიკული დაავადებები.
თბილისის სხვადასხვა უბანში მოქმედი ოფთალმოლოგიური კლინიკები პაციენტებს სთავაზობენ როგორც ამბულატორიულ მომსახურებას, ისე ლაზერულ და ქირურგიულ ჩარევებს. თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებისა და კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით შესაძლებელია მხედველობის პრობლემების დროული აღმოჩენა და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის დაგეგმვა. თბილისის გარდა, ოფთალმოლოგი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ბათუმშიც.
ბავშვებში დროული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს ისეთი პრობლემების გამოვლენას, როგორიცაა: ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი, ამბლიოპია (ზარმაცი თვალი) და სიელმე. აღნიშნული მდგომარეობების ადრეული მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული შედეგის მიღწევის შანსს და ხელს უშლის გართულებების განვითარებას. ასაკის მიუხედავად, ოფთალმოლოგთან დროული ვიზიტი მნიშვნელოვანია მხედველობის შესანარჩუნებლად. რაც უფრო ადრე გამოვლინდება პრობლემა, მით უფრო ეფექტური და მარტივი შეიძლება იყოს მისი მართვა და მკურნალობა. ნუ გადადებთ თვალის ექიმთან ვიზიტს,
servisebi.ge - ზე დაგხვდებათ განცხადებები თვალის კლინიკების შესახებ.