რეპეტიტორი

პრო
ექსპრეს სასაუბრო კურსი ინგლისურში
eyeნანახი
ექსპრეს სასაუბრო კურსი ინგლისურში
5.0
| 1 შეფასება

გაკვეთილის ტიპი: ინდივიდუალური მომზადება შეხვედრის ფორმატი: ონლაინ გთავაზობთ ინგლისური ენის თანამედროვე ტიპის კურსს, რომელიც ექსპრეს ხასიათისაა და ორიენტირებულია ენის სწრაფად ათვისებაზე. ვიყენებ ამერიკულ სიტუაციურ კომედიებს, Netlix-ის პლათფორმაზე განთავსებულ კონტენტს, ვასწავლი გრამატიკას სახალისო მეთოდიკით, მოსაწყენი ლექსიკური უაზრობების გვერდის ავლით. თუკი აქამდე ინგლისური ენის ათვისება კოშმარად გეჩვენებოდა, გპირდები, რომ შენ აზრს შეიცვლი. რაც შემეხება მე, მაქვს 9+ წლიანი გამოცდილება ტუტორინგში, დამატებით ვმუშაობ ინტერნაციონალური ორგანიზაცისთვის: Campus Crusade for Christ International-ში. ვარ სინქრონული თარჯიმანი, პრეზენტატორი და ვხელმძღვანელობ ენის კურსებს. გაკვეთილების სიხშირე: კვირაში 2-ჯერ შეხვედრა გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1სთ - 1.30 სთ თვიური ღირებულება: 240 ლარი

ტელეფონი
ონლაინ მომზადება ისტორიაში
eyeნანახი
ონლაინ მომზადება ისტორიაში

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!! ????ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2 სექტემბრიდან დაწყებულია მზადება, თუმცა იანვარიდან ხდება ახალი ჯგუფის დამატება (მოწადინებული ხალხის ) . ვისაც ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ მომზადება და არ იცით ვისთან ერთად მოემზადოთ (გარანტირებული შედეგით) მაშინ შეგიძლიათ ჩემთან ერთად განაგრძოთ ონლაინ მუშაობა. ❤ იმ აბიტურიენტებს რომლებსაც გსურთ ისტორიაში მომზადება ონლაინ ჩაეწერეთ ჩემთან ⬇️ ????მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება და ვარ ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელი. ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. კვირაში სამი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა1,5-2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზულაური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს: ტესტებს, ქრონოლოგიურ ჩარჩოს,ვნახავთ საქართველოს ვიდეო ენციკლოპედიიდან მოკლე მეტრაჟიან ფილმებს, განვიხილავთ რუკებსა და ილუსტრაციებს და შევისწავლით შაბლონური წერის ტექნიკას. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ვარიანტებს. ☑️შეგიძლიათ ასევე ნახოთ ჩემი ,,ფეისბუქ გვერდი სადაც უამრავი გაკვეთილი მაქვს ატვირთული, ასევე YouTube არხი და ასევე გვერდი - ,,ისტორიის პლატფორმა აბიტურიენტებისთვის , სადაც ყოველკვირეულად იმართება პირდაპირი გაკვეთილები სხვადასხვა საპროგრამო თემებზე. ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით შედეგზე და ეს შედეგი დააკმაყოფილებს სამ კომპონენტს: ✅I მაღალ ქულას ☑️II საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის ღრმა ცოდნას ✔️III პრაქტიკულ მუშაობაში გავარჯიშებას. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში მეილზე:Shalva.mindadze@tesau.edu.ge

მათემატიკის მასწავლებელი
eyeნანახი
მათემატიკის მასწავლებელი

თუ გსურთ ბავშვი საფუძვლიანად მოამზადოთ მათემატიკაში მე შემიძლია დაგეხმაროთ. ვამზადებ მე-4 დან მე-11 კლასის ჩათვლის სკოლის მოსწავლეებს. ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, კომაროვდამთავრებული, სამწლიანი გამოცდილებით. მომზადება ხდება ინდივიდუალურად მაქსიმალური შედეგისთვის. მომზადება შემიძლია როგორც ონლაინ (ზუმის ფლატფორმაზე) ასევე სახლში მიღებით ან მისვლით გლდანის ტერიტორიაზე. მე თვითონ ვცხოვრობ გლდანის მე-2 მიკროში, მეტროდან 10წთის გზაზე. გაკვეთილი გრძელდება 1,5სთ. ბოლო ნახევარი საათი დაეთმობა ტესტებს, დამოუკიდებლად აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.

მოსწავლეების/აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში
eyeნანახი
მოსწავლეების/აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. რამოდენიმე სიტყვით გაგაცნობთ ჩემს განათლებასა და გამოცდილებას: 2015-2019 წლებში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 2019 წელს ამავე უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე - ძველი ენები და ცივილიზაციები, რომელიც დავასრულე 2021 წელს. ამჟამად ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო არა მხოლოდ ჩემ მოსწალეებს სკოლაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თუ გსურთ, ერთად გავხადოთ ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესი მეტად მრავალფეროვანი, საინტერესო და, რაც მთავარია, ნაყოფიერი, შეგიძლიათ, დამიკავშირდეთ ჩემს საკონტაქტო ნომერზე. გაკვეთილები ტარდება როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. კვირის განმავლობაში ორი დღე. თითოეულ შეხვედრას ეთმობა 2 საათი. დამატებითი ინფორმაციისთვის: ჩემი მომავალი მოსწავლეებისთვის ყოველთვის უსასყიდლოდ ვატარებ პირველ საცდელ გაკვეთილს, სადაც მოსწავლეს ვაცნობ ჩემი მუშაობის სპეციფიკას, რის შემდეგაც ის თავად წყვეტს, რამდენად შეესაბამება მისი ინტერესები და სურვილები ჩემი პედაგოგიური მუშაობის მეთოდებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, სურს თუ არა ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება. გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

სერტიფიკატი
ინდივიდუალური მომზადება ინგლისურში
eyeნანახი
ინდივიდუალური მომზადება ინგლისურში

I - VI კლასის მოსწავლეებს ინდივიდუალურად მოვამზადებ ინგლისურ ენაში, გაკვეთილების ხანგრძლიობა იქნება 1 საათით( საჭიროების შემთხვევაში მეტიც) , კვირაში 2 დღე. გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლე მასალას გაივლის შესაბამისი დამატებითი სახელმძღვანელოებიდან, რომლითაც გაიუმჯობესებს გრამატიკულ, ლექსიკურ და სასაუბრო უნარებს, ამასთანავე გავივლით სასკოლო სახელმძღვანელოსაც და დავეხმარები დავალებების შესრულებასა და გააანალიზებაში. ჩემს შესახებ: 2022 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ინგლისურს ვფლობ მაღალ დონეზე და ბავშვობიდან ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებსა და ტრენინგებში. მის: ზესტაფონის ქუჩა, ნაძალადევის რაიონი (მშობელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ჩემთან ონლაინ გასაუბრება)

მოვამზადებ გერმანულ ენაში საფუძვლიანად.
eyeნანახი
მოვამზადებ გერმანულ ენაში საფუძვლიანად.

გერმანული ენის შესწავლა გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლას საფუძვლიანად როგორც სასაუბრო, ასევე A1-A2-B1 დონეებს, ონლაინ-დისტანციურად. მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მსურველს, ასევე უცხოელებსაც (ინგლისურენოვნებს). ინდივიდუალური გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,5სთ ან მეტი საჭიროებისამებრ. დამატებით შემიძლია დახმარება პროფესიულ გერმანულ ენაშიც - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის. 8 გაკვეთილის ფასი 60 € (თვეში) გაკვეთილებს ვატარებ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოსწავლის გრაფიკიდან და სურვილიდან გამომდინარე დროის მაქსიმალური ხელშეწყობით. (საღამოს გვინ საათებშიც). მოკლედ ჩემს შესახებ: ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი - C1 დონის გოეთეს ენის სერთიფიკატით. ვცხოვრობდი გერმანიაში და მაქვს ენის საკმაო გამოცდილება- როგორც პედაგოგი 4 წელია რაც ვასწავლი მოსწავლეებს და ასევე სტუდენტებს უნივერსიტეტში. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირადში ან დარეკეთ 555265699 https://germanuli.de/profile/?um_user=anatschanischwili...

ისტორიის რეპეტიტორი მწვანე სკოლიდან
eyeნანახი
ისტორიის რეპეტიტორი მწვანე სკოლიდან

ვარ თბილისის მწვანე სკოლის ისტორიის მასწავლებელი. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. აგრეთვე ვარ ათამდე სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორი. უახლოეს მომავალში გამოიცემა ჩემი მონოგრაფია. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი მეტწილად კეთდება არა ფაქტოლოგიაზე, არამედ კონკრეტული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ როგორც თანადროულ წყაროებს, აგრეთვე რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს. ეს ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, აგრეთვე საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილულ იქნება გაკვეთილზე. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მაქვს წარსული გამოცდილება და მომზადებულმა აბიტურიენტებმა, მიიღეს მაღალი შეფასება, შესაბამისად, აბიტურიენტის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია

მოვამზადებ პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ყველა საგანში.
eyeნანახი
მოვამზადებ პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ყველა საგანში.

მოგესალმებით, მოვამზადებ მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ყველა საგანში. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტი, უმაღლესი აკადემიური მოსწრებით, როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში. მაქვს რეპეტიტორობის გამოცდილება. იოლად ვამყარებ ბავშებთან კონტაქტს და ყოველთვის ვცდილობ გაკვეთილის ახსნის პროცესში არ ვიყო შაბლონური, ვასწავლი მრავალფეროვანი გზებით, ისე, რომ არ იყოს მათთვის მოსაბეზრებელი. ვარ შედეგზე ორიენტირებული. დროს და თანხას განვსაზღვრავთ ჩემი და თქვენი შესაძლებლობების მიხედვით. დეტალებთან დაკავშირებით დამიკავშირდით.