სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა მხოლოდ მასალების შეძენითა და ხელოსნების მოძებნით არ იწყება. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რა მდგომარეობაშია სამშენებლო თუ სარემონტო ობიექტი, რა შედეგის მიღებაა საჭირო და რომელი სამუშაოების ჩატარებაა ერთმანეთზე დამოკიდებული. ახალი შენობის, სახლის ან კონსტრუქციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროექტის შესაბამისობა ნაკვეთის ან სამშენებლო ნებართვის პირობებთან, ხოლო არსებული სივრცის შეცვლისას, აუცილებელია იმის დადგენა, შესაძლებელია თუ არა მზიდ კონსტრუქციებში ცვლილელებების შეტანა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მცირე დეტალების, კედლის ან ღიობის ცვლილება სპეციალისტის შეფასებას მოითხოვს.
სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრობა გავლენას ახდენს, როგორც ხარისხზე, ისე საბოლოო ხარჯზე. უხეში სამუშაოები, როგორიცაა: კონსტრუქციების მოწყობა და საინჟინრო კომუნიკაციების გაყვანა, როგორც წესი, სრულდება შენობის მოპირკეთებამდე. თუ მილები ან ელექტროგაყვანილობა უკვე დასრულებულ კედელში დაზიანდა, შეკეთების პროცესში შეიძლება უკვე მოწყობილი ზედაპირის დაშლა გახდეს საჭირო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, წინასწარ განისაზღვროს როზეტების, განათების, წყლის წერტილებისა და სხვა ელემენტების მდებარეობა.
სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე მასალების არჩევისას მხოლოდ საწყისი ფასი არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. სხვადასხვა მასალას განსხვავებული გამძლეობა და გამოყენების პირობები აქვს. მაგალითად, სველ სივრცეში საჭიროა ტენიანობისთვის გამძლე მასალის შერჩევა, გარე კედლებზე კი გასათვალისწინებელია ნალექის, ტემპერატურის ცვლილების და თბოიზოლაცისადმი მდგრადი მასალაების გამოყენება. იაფი მასალა ყოველთვის ეკონომიური არ არის, თუ მისი შეცვლა ან შეკეთება მალე გახდება საჭირო. ამიტომ, უმჯობესია, რემონტოს დაწყებამდე, მაქსიმალურად ბიუჯეტური და გამძლე მასალა შეარჩიოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების ხარჯების კონტროლისთვის მოითხოვეთ სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი და გაარკვიეთ, შეთავაზებული ფასი მოიცავს მხოლოდ ხელობას თუ მასალებსაც. ცალკე შეიძლება დაითვალოს
დემონტაჟი, ნარჩენების გატანა, ტრანსპორტირება და დამატებითი სამუშაოები. სასარგებლოა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც თანხის დატოვება, განსაკუთრებით ძველ შენობებში, სადაც დამალული დაზიანებები წინასწარ ყოველთვის არ ჩანს.
თუ პროექტი სარემონტო ეტაპსაც მოიცავს, შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა შესაძლებელია ცალკეული სამუშაოების მიხედვით. მაგალითად, ტიხრებისა და ჭერისთვის შეიძლება საჭირო გახდეს თაბაშირ-მუყაოს ხელოსანი, ხოლო გათბობის სისტემის განახლებისას, გათბობის ხელოსანი. სანტექნიკური პრობლემების შემთხვევაში დაგეხმარებათ
სანტექნიკი გამოძახებით. სამუშაოების დაწყებამდე შეთანხმებული ვადები, პასუხისმგებლობები და შესრულების ხარისხის შემოწმების წესი პროცესს უფრო ამარტივებს. servisebi.ge - ზე შეგიძლიათ თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით, მარტივად მოძებნოთ სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტები.