Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სარემონტო კომპანია

სარემონტო კომპანია ბინის, კერძო სახლის ან კომერციული ფართის სარემონტო სამუშაოებს ორგანიზებას უკეთებს და შეთანხმებული პირობების მიხედვით ასრულებს. სარემონტო კომპანიის მომსახურება შეიძლება აერთიანებდეს ობიექტის აზომვას, სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას, დემონტაჟს, ელექტროგაყვანილობისა და სანტექნიკის მოწყობას, კედლებისა და იატაკის მომზადებას, მოპირკეთებასა და სხვა საჭირო სამუშაოებს. კონკრეტული მომსახურების ჩამონათვალი სარემონტო კომპანიასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული. დამკვეთისთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდეს, ფასში შედის მხოლოდ ხელობა თუ მასალები, ტრანსპორტირება და სამუშაოების კოორდინაციაც. თუ საჭიროა მხოლოდ კონკრეტული ეტაპის შესრულება, შესაძლებელია ცალკეული სარემონტო სამუშაოების ან შესაბამისი სპეციალისტის მოძიებაც. სარემონტო კომპანიის შეთავაზებების შედარებისას უნდა შეფასდეს სამუშაოების მოცულობა, გამოყენებული მასალები, ვადები და შესრულების ხარისხის კონტროლის პირობები.

სარემონტო კომპანიების მომსახურება

სარემონტო კომპანიების მომსახურება განსხვავდება იმის მიხედვით, ობიექტს კოსმეტიკური განახლება სჭირდება, კაპიტალური რემონტი თუ სრული მოპირკეთება. კოსმეტიკური რემონტისას სამუშაოები ძირითადად ზედაპირების განახლებას მოიცავს, ხოლო კაპიტალური რემონტის დროს შესაძლოა, საჭირო გახდეს ძველი მოპირკეთების დემონტაჟი, საინჟინრო კომუნიკაციების შეცვლა, იატაკის მომზადება და სველი წერტილების ჰიდროიზოლაცია. სრული მომსახურების შემთხვევაში კომპანია სამუშაოების ეტაპებს ათანხმებს და სხვადასხვა სპეციალისტის მუშაობას კოორდინაციას უწევს. სარემონტო კომპანია ფასების მიხედვით განსხვავდება. შეთავაზების მიღებამდე საჭიროა დაზუსტდეს, ვინ შეიძენს მასალებს, ვინ გაიტანს სამშენებლო ნარჩენებს და როგორ შემოწმდება შესრულებული სამუშაოები. ბინების რემონტების კომპანია ბათუმში მომსახურებას გაგიწევთ თქვენთვის სასურველი ფართის მქონე ბინის გარემონტების პროცესში. ბათუმის გარდა, შესაძლებელია ბინების რემონტი თბილისში უკვე გამოცდილ კომპანიას მიანდოთ. 

სარემონტო კომპანიის მომსახურება, ფასები და სამუშაოების ხარისხის კონტროლი

სარემონტო კომპანიის არჩევამდე პირველ ეტაპზე, უნდა განისაზღვროს სამუშაოების ზუსტი მოცულობა. მნიშნელობა არ აქვს, სახლის გარემონტება თბილისში გსურთ თუ ბათუმში, ერთი და იგივე ფართობის ბინაში ხარჯი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, საჭიროა მხოლოდ კედლების შეღებვა თუ ძველი იატაკის მოპირკეთების შეცვლა, ტიხრების მოწყობა, ელექტროგაყვანილობის შეცვლა და სველი წერტილების სრული განახლება. 
ამიტომ, სარემონტო კომპანიების მიერ შეთავაზებული კვადრატული მეტრის ფასი ცალკე აღებული საკმარისი მაჩვენებელი არ არის: შეთავაზებაში უნდა ჩანდეს, რა სამუშაოები და რა მასალებია გათვალისწინებული ამ ხარჯებში. სარემონტო კომპანიების მიერ შეთავაზებული სერვისი, კოსმეტიკური რემონტი, როგორც წესი, მოიცავს ზედაპირების შეკეთებასა და განახლებას. კაპიტალური რემონტისას კი, ხშირად საჭიროა დემონტაჟი, კედლების ან ტიხრების გასწორება, მილებისა და ელექტროსადენების შემოწმება ან შეცვლა, ჰიდროიზოლაცია და ახალი შიდა ან გარე მოპირკეთება. ახალაშენებულ ბინაში სამუშაოების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობით ბარდება ობიექტი: შავი კარკასით, თეთრი კარკასით თუ  მწვანე კარკასით. ამ განსხვავების გათვალისწინების გარეშე შედგენილი ხარჯთაღრიცხვა რეალურ ბიუჯეტს ვერ ასახავს. 
რემონტის ფასის დასადგენად სარემონტო კომპანიის წარმომადგენელმა უნდა დაათვალიეროს ობიექტი, შეამოწმოს ზედაპირების მდგომარეობა და დააზუსტოს დამკვეთის მოთხოვნები. ხარჯთაღრიცხვაში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი დემონტაჟი, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ელექტროობა, სანტექნიკა, მასალები, მიტანა და ნარჩენების გატანა. ასევე უნდა გაირკვეს, მითითებული თანხა მხოლოდ ხელობის ღირებულებაა თუ მასალებსაც მოიცავს. ბინის რემონტის ფასების შედარებისას ყველა სარემონტო კომპანიისთვის ერთნაირი სამუშაოების ჩამონათვალი გამოიყენეთ.
სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრობა ხარისხზეც მოქმედებს. მაგალითად, ელექტროგაყვანილობა და წყლის მილები უნდა შემოწმდეს მანამდე, სანამ კედლები სრულად შეიღებება ან იატაკზე ფილები  ან პარკეტი დაიგება. სველ წერტილებში ჰიდროიზოლაცია მოპირკეთებამდე სრულდება, ხოლო ზედაპირების გასწორების შემდეგ უნდა იყოს დაცული მასალების გაშრობისთვის საჭირო დრო. 
სარემონტო ეტაპების არასწორმა დაგეგმვამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ხარჯი და მომხმარებელს რემონტის თავიდან ჩატარება მოუწიოს.  ძველი შენობის შემთხვევაში სარემონტო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ შეამოწმეთ კედლების, იატაკის საფუძვლისა და საინჟინრო ქსელების მდგომარეობა. თუ ნესტი, დაზიანებული მილი ან გაუმართავი გაყვანილობა აღმოჩნდა, მიზეზი უნდა აღმოიფხვრას მოპირკეთების მოწყობამდე. ლაქის, საღებავის ან ფილების შეცვლა პრობლემას ვერ აგვარებს, თუ დაზიანების წყარო უცვლელი დარჩება. servisebi.ge - ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სარემონტო კომპანიები. 
სარემონტო კომპანიის მიერ თქვენთვის მოწოდებული თანხის გადახდის გრაფიკიც სამუშაოების მიმდინარეობას უნდა შეესაბამებოდეს. მთელი თანხის გადახდა სამუშაოების დაწყებამდე დამკვეთს ნაკლებ კონტროლის შესაძლებლობას უტოვებს. უმჯობესია, რომ თანხის ეტაპებად გაყოფა და თითოეული ნაწილის გადახდა შეთანხმებული შედეგის შემოწმების შემდეგ მოითხოვოთ. მასალების შესყიდვისას შეინახეთ ყველა ანგარიშ-ფაქტურა და დააზუსტეთ, ვის საკუთრებაში რჩება გამოუყენებელი მასალა. ეს ყველაფერი თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს და თქვენთვის სასურველი სახლის რემონტის პროცესში. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სარემონტო კომპანიის მომსახურება კვადრატულ მეტრზე ?

სარემონტო კომპანიების მიერ კვადრატული მეტრის ღირებულება დამოკიდებულია რემონტის ტიპზე, ობიექტის მდგომარეობაზე, სამუშაოების მოცულობასა და მასალებზე. ასევე გასარკვევია, ფასი მხოლოდ ხელობას მოიცავს თუ მასალებსა და სამუშაოების ორგანიზებასაც. შეთავაზებების შესადარებლად გაეცანით დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.

რა განსხვავებაა კოსმეტიკურ და კაპიტალურ რემონტს შორის ?

კოსმეტიკური რემონტი ძირითადად არსებული ზედაპირების განახლებას მოიცავს, მაგალითად, კედლების შეღებვასა და იატაკის საფარის შეცვლას. კაპიტალური რემონტი შეიძლება მოიცავდეს შენობის დემონტაჟს, ელექტროგაყვანილობისა და მილების შეცვლას, ზედაპირების გასწორებასა და ჰიდროიზოლაციას.

რას მოიცავს სარემონტო კომპანიის სრული მომსახურება ?

სარემონტო კომპანიის სრული მომსახურება შეიძლება მოიცავდეს ობიექტის შეფასებას, ხარჯთაღრიცხვას, მასალების შერჩევას, ხელოსნების კოორდინაციას, სამუშაოების ხარისხის კონტროლსა და სხვა საჭირო სამუშაოებს.

რა ფაქტორები მოქმედებს რემონტის ხარისხზე ?

რემონტის ხარისხის შესაფასებლად მნიშვნელოვანია, არსებული კონსტრუქციების მდგომარეობა, სამუშაოების სწორი თანმიმდევრობა, მასალების შესაბამისობა, საინჟინრო სისტემების გამართული მოწყობა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა. მაგალითად, ჰიდროიზოლაციის ხარვეზმა შეიძლება ფილების დაგების შემდეგ წყლის გაჟონვა გამოიწვიოს.