შავი პარასკევი 26–27 ნოემბერი „პრემიუმ“ განცხადება –30% პრო / სტანდარტ +10 დღე საჩუქრად პაკეტის არჩევა შავი პარასკევი 26–27 ნოემბერი პრემიუმი –30% პრო/სტანდარტი +10 დღე პაკეტის არჩევა
განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

საოფისე ფართები თბილისში

საოფისე ფართი თბილისში შეგიძლიათ იქირაოთ, როგორც მაღაზიისთვის, ისე სხვა მიზნობრიობით. არაერთი გამქირავებელი გთავაზობთ საოფისე ფართების გაქირავების თქვენზე მორგებულ პირობებს. საიტზე servisebi.ge შეგიძლიათ იპოვოთ განცხადებები დასახელებით, საოფისე ფართი თბილისში და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზება. გაითვალისწინეთ, რომ საიტზე განთავსებული განცხადებები არის გადამოწმებული და გამქირავებლის სანდოობა დადასტურებულია. აქ მითითებულია ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები და გაქირავების პირობები. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გამქირავებელს და გაიაროთ გაქირავებისთვის საჭირო ყველა პირობა.

განცხადებები

საოფისე ფართი ვერაზე

თბილისის ცენტრში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, ქიაჩელის 2ში ქირავდება საოფისე ფართი სარდაფით.4 ოთახი, 2 სველი წერტილით და სამზარეულო, სარდაფიც 4 ოთახი, სარდაფში პატარა ფანჯრებია ვინტილაციისთვის.

საოფისე ფართი დღიურად

ქირავდება დღიურად მაღალი კლასის ოთახი მინი კონფერენციებისთვის და შეხვედრებისთვის 22 პერსონაზე. აღჭურვილი ყველა საჭირო აქსესუარით. ფართს აქვს საკუთარი სველი წერტილი და სამზარეულო. ფასი შეთანხმებით.

საოფისე ფართი ჩუღურეთში

ქალაქის ცენტრში, სანაპიროზე ქირავდება ცალკე მდგომი საოფისე შენობა 1350 კვ.მ შენობის ფასადი არის ვიტრაჟული საიდანაც იშლება ქალაქის ხედები ცენტრალური გათბობის სისტემით კონდენციონერი ყველა კაბინეტში 10-15 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის ადგილი არის როგორც ღია სივრცეები ასევე კაბინეტური განლაგება ჯამში 5 სართული მარჯანიშვილის მეტროდან 7-8 წუთის სავალზე.

საოფისე ფართი ჩუღურეთში

ქირავდება ოფისი, 25 კვ.მ, მარჯანიშვილის მეტროსთან ავეჯით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნომერზე.

საოფისე ფართი საბურთალოზე

საოფისე ფართი არის კეთილმოწყობილი. ყველა ოთახში აყენია ცენტრალური გათბობის რადიატორები. ოფის აქვს აივანი. ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სამედიცინო მეტროსთან 10 წუთის სავალზე ფეხით. ფართი განთავსებული ახალაშენებული კორპუსის 1-ელ სართულზე. არის ოთხი სრულიად იზოლირებული ოთათი და ერთ დიდი მისაღები ფოიე სადაც შესაძლებელია მიმღებისა და სამზარეულოსთვის სველი წერტილის მოწყობა. დაქირავების შემთხვევაში იხდით ქირის ღირებულებას +საშემოსავლო+დღგ. ჯამში დღგ საშემოსავლოს ჩათვლით. დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართი ჩუღურეთში

ქირავდება ფართი საოფისე საქმიანობისთვის. შესასვლელი ტოვსტონოგოვის მხრიდან. დაგვიკავშირდით 11 საათიდან 17 საათამდე.

საოფისე ფართი დიდუბეში

ქირავდება 35 კვ.მ საოფისე ფართი დიდუბეში, ბაქრაძის სქუჩაზე. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითთებულ ნომერზე.

საოფისე ფართი მთაწმინდაზე

სოლოლაკში ქირავდება საოფისე 150 კვ.მ ფართი,ყველა საჭირო ინვენტარით, ფართს აქვს თავისი პარკინგი 3 მანქანაზე, დაცვის ოთახი.

​საოფისე ფართის გაქირავება თბილისში

საოფისე ფართის გაქირავება თბილისში ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნეს სუბიექტებისა და მცირე მეწარმეებისთვის. ადამიანები, რომელთაც სურთ გააფართოონ თავიანთი მეწარმეობა და ბიზნეს საქმიანობა კიდევ უფრო მომგებიანი გახადონ, ეძებენ საოფისე და კომერციულ ფართებს.  თუ გსურთ საოფისე ფართის გაქირავება თბილისში გაითვალისწინეთ, რომ მოამზადოთ დეტალური ხელშეკრულება, მოიჯარესთან გაიაროთ ყველა დეტალი, განცხადების განთავსებისას მიუთითოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც დამქირავებელს გაუმარტივებს თქვენი საოფისე ფართის მოძიებას. თბილისში საოფისე ფართების დაქირავება, განსაკუთრებით საბურთალოსა და სხვა ცენტრალურ უბნებში, საკმაოდ მოთხოვნადია.

საოფისე ფართი გლდანში

ქირავდება მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, საოფისე შენობის მესამე სართულზე, ქალაქში ყველაზე ხალხმრავალ ადგილას. ფართი ეხლახანს დაიცალა და მიმდინარეობს კოსმეტიკური რემონტი.

საოფისე ფართი საბურთალოზე

ქირავდება ორ ოთახიანი გარემონტებული 50მ² ბინა ცალკე სამზარეულოთი, ნაწილობრივი ავეჯით და ტექნიკით, მე-2 სართულზე, ზუსტად დანკინ დონატსის თავზე, გამზირის მხარეს აივნით. მ/დელისიდან 3 წთის გზაზე ფეხით. გამოიყენება, როგორც საცხოვრებლად, ასევე საოფისედ.

საოფისე ფართი ვერაზე

სასწრაფოდ ქირავდება 120 კვ.მ საოფისე ფართი თბილისი ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე საპარკინგე ადგილით. ოფისი მოიცავს 5 ოთახს, 2 სველი წერტილსა და სამზარეულოს. შენობას აქვს 70 კვ.მ ეზო/სკვერი. იდიალურია კლინიკის, ლაბორატორიისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრისათვის. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართი დიდუბეში

ქირავდბა კომერციული, საოფისე ფართი წერეთელზე, ბიზნესცენტრში 800 კვ/მ შენობა აღჭურვილია ცენტრალური გათბობა,გაგრილება, ვენტილაციის სისტემით მაღალი ჭერით სამზარეულოთი და 8 სველი წერტილით. დეტალებზე დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართი სამგორში

ქირავდება 1500 კვ.მ სასაწყობე ფართი სამგორში. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართი ვაჟაზე

ვარ საოფისე ფართის მესაკუთრე. სასწრაფოდ ქირავდება ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს 2 ოთახიანი ნათელი, მყუდრო და კომფორტული საოფისე ფართი თავისი სველი წერტილებით. საოფისე ფართში არის ფარდა/ჟალუზები, კონდიციონერი, გაზის გამათბობელი, ჩაშენებული კარადები, ინტერნეტი, ცხელი წყალი, ჩაშენებული სამზარეულო კარადებით და ტექნიკით. საოფისე ფართი არის I სართულზე, აქვს თავისი ინდივიდუალური შესასვლელი და ეზოში პარკინგის რამდენიმე ადგილი.

საოფისე ფართი ვაკეში

ქირავდება კუთხის ნათელი ბინა საოფისედ, 3/5 სათ. გათბობით, კონდიცირებით, საუკეთესო მდებარეობით, აქვს საპარკინგე ადგილი. აივანი გადმოყურებს ტარას შევჩენკოს სკვერს. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართი დიღმის მასივში

ბელიაშვილზე, ქირავდება კომერციული და საოფისე ფართები 6 სართულიან ახალ აშენებულ შენობაში. კომერციული ფართი 90 კვ/მ და 120 კვ/მ საოფისე ფართი - 3200 კვ/მ სასაწყობე სივრცე 500 კვ/მ შიდა ეზო 1200 კვ/მ 40-50 საპარკინგე ადგილით. შესაძლებელია 1200-1500 კვ/მ საოფისე ფართების დამატებაც. ობიექტი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით და 280 კვტ ელ ენერგიით. დამონტაჟებული ევროპული წარმოები ლიფტი. მშნებლობაზე გამოყენებულია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და დაბალემისიური მინები. მინიმალური გასაქირავებელი საოფისე ფართი შეადგენს 700 კვ/მ. მეტი დეტალისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნომერზე.

საოფისე ფართი სოლოლაკში

ქირავდება, საოფისედ 20 კვ.მ ოთახი, ინდივიდუალური ტუალეტით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართი ვაკეში

ქირავდება საოფისე მზა ფართი ვაკეში მეპატრონისგან. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართი საბურთალოზე

სასწრაფოდ და იაფად! ქირავდება 100კვ.მ. საოფისე ფართი პეკინზე, 4 ოთახი ცენტრალური გათბობით, კონდიცირებით. გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის, საოფისე ავეჯი არის გაკეთებული საოფისე რემონტი, მანქანის გაჩერება არის შესაძლებელი. ფასი არის დაბალი.

საოფისე ფართი მესამე მასივში

ავეჯის გარეშე, მეტროსთან ახლოს, თათრების ბაზრობის მიმდებარედ, კალოუბნის 7 ნომერში. კორპუსი შესახლებულია და მიღებულია ექსპლუატაციაში. ფართი გარემონტებულია მაღალი ხარისხის მასალებით, მათ შორის კაფელი, მეტლახი და გრანიტი ესპანურია. მდებარეობს ახლად გახსნილი კარფურის თავზე. გამოდგება როგორც საოფისედ ასევე საცხოვრებლად. ვარ მეპატრონე.

საოფისე ფართი საბურთალოზე

ქირავდება ოთახი-კაბინეტი საცურაო აუზის შენობაში.პანდემიამდე იყო სალონი. გამოდგება ბევრი რამისთვის. არ განიხილება მასაჟის კაბინეტად რადგან გვყავს.

საოფისე ფართი საბურთალოზე

სასწრაფოდ! ქირავდება 2-სართულიანი საოფისე ფართი ახალი რემონტით, ახლადაშენებულ შენობაში. ფართი იდეალურია საოფისე საქმიანობისთვის, სასწავლო ცენტრისთვის, სილამაზის ან კოსმეტიკური სალონისთვის, სტომატოლოგიური კლინიკისთვის. საოფისე ფართი მდებარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უკან, დელისის მეტროდან 5 წუთში. თითო სართულის ფართი შეადგენს 60 კვ/მ და მთლიანი საოფისე ფართი 120 კვ/მ. საოფისე ფართს აქვს ცენტრალური გათბობა და 2 კონდიციონერი. ელექტროგაყვანილობა მორგებულია საოფისე ფართის მოთხოვნებზე. საოფისე ფართს აქვს 1 საკონფერენციო ოთახი და 6 საშუალო ზომის ოთახი, 2 სველი წერტილი და 1 მისაღები, 1 სამზარეულო, 1 მოსაწევი ოთახი და 2 სათავსო ოთახი. საოფისე ფართში არის ასევე შემდეგი ავეჯი: მისაღებში მაგიდა, 2 სკამი, დივანი საკონფერენციო ოთახში დიდ მაგიდა თავისი სკამებით და ასევე დამატებითი საშუალო ზომის მაგიდა თავისი სკამით, 1 საშუალო ზომის ოთახში მაგიდა თავისი სკამებით, პრინტერი ორივე სართულზე

საოფისე ფართი ორთაჭალაში

ქირავდება კომერციული ფართი კრწანისში, ორთაჭალის ქუჩაზე ახალა აშენებულ კორპუსში. ნათელი მყუდრო სივრცე, იდეალური გარემო საოფისედ, საერთო ფათი 88 კვ მ, ახალი გარემონტებული, სველი წერტილით და ორი აივნით. შენობაში მოქმედებს 24/7 დაცვა.

საოფისე კონტეინერი

გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ავსტრიული წარმოების კონტეინერების იჯარას და მათ ტრანსპორტირებას თქვენთვის სასურველ ადგილას. 1 დღე: 90 ₾ 1 კვირა: 420 ₾ 1 თვე: 900-930 ₾ მონაცემები: სიგრძე – 6055 მმ სიგანე- 2435 მმ გარე სიმაღლე – 2591 მმ შიდა სიმაღლე – 2340 მმ კედლის სისქე (ინსულაცია) – 100 მმ

საოფისე ფართი საბურთალოზე

ქირავდება 150 კვ.მ. 2 სართულიანი საკუთარი სახლი. პირველ სართულზე არის ერთი დიდი ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი, ხოლო მეორე სართულზე არის 3 იზოლირებული ოთახი და სველი წერტილი. დოლიძის ქუჩის პარალელურად, ბალანჩივაძის ქუჩაზე. (პეკინის გამზირთან ახლოს) დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართები საბურთალოზე

ქირავდება საოფისე და სასაწყობო ფართები საბურთალოზე. ოფისის საერთო ფართობია 400 კვ.მ. შესაძლებელია როგორც სრული გაქირავება ასევე გადატიხვრა და სასურველი ნაწილის შერჩევა. (ფოტოებში ნაჩვენები ფართები სრულად თავისუფალია) ოფისის ეზოში მდებარეობს ავტო ტექ. დათვალიერების ცენტრი, გაზ გასამართი სადგური, იანდექსის ტაქსის სათაო ოფისი, მარკეტი-საცხობი, საპარკინგე ადგილები და საწყობები. ტერიტორია დაცულია და მიმდინარეობს 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. ოფისთან გზა მიდის სააკაძის მოედნიდან და ასევე მარჯვენა სანაპიროდან. დაგვიკავშირდით განცხადებაშ მითითებულ ტელეფონზე .

საოფისე ფართი ვეძისში

ქირავდება A CLASS ის ბიზნესცენტრშ ქალაქის ცენტრალურ უბანში ი საოფისე ფართები: შენობა აკმაყოფილებს თანამედროვეობის ყველა მოთხოვნებს: 1. ორ დონიანი ავტოფარეხი გათვლილი 14 მანქანაზე 2. პირველ სართულზე განთავსებულია ლობი და რეცეფშენი 3. სწრაფი და ტევადი ლიფტი 4. ცენტრალური გათბობაგაგრილების სისტემა (ჩილერები) 5. ვიტრაჟული. 6. უწყვეტი ელექტრო ენერგია 7. სახანძრო უსაფრთხოების სისტემა სახელმწიფო მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილებით დეტალებზე დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართი ისანში

ქირავდება ბინა, რომელიც გადაკეთდება საოფისე ფართად მომხმარებლის სურვილისამებრ. ბინა დაიცლება საყოფაცხოვრებო ნივთებისგან, მაგ: აიშლება ლოგინები და გადაკეთდება კაბინეტებად, ასევე შესაძლოა მისაღები ოთახი გადაკეთდეს საერთო სივრცედ და დაიდგას საოფისე მაგიდები.

საოფისე ფართ მთაწმინდაზე

ქირავდება საოფისე ფართი ზუბალაშვილების ქუჩაზე, 3 წუთის სავალზე რუსთაველიდან. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნომერზე.

​ქირავდება საოფისე ფართი თბილისში საუკეთესო ფასად

თბილისი საქართველოს ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ქალაქია. აქაური გარემო, ინფრასტრუქტურა და ტურისტული სივრცეები, მუდმივად იზიდავს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს. სწორედ ამიტომ, თბილისი იქცა ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს საქმიანობის ადგილად. ეს კი ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც მცირე თუ მსხვილ მეწარმეობას ეწევა, უმარტივებს მომხმარებლებთან კომუნიკაციას და ახალი მომხმარებლების შეძენას.

მაგრამ, რა დება მაშინ, როდესაც ბიზნეს საქმიანობის გაფართოება გსურთ ? მთავარი დეტალი, ხშირად ხელსაყრელ ადგილზე საოფისე ფართის ქირაობაა. სთავაზობს სხვადასხვა უბანში არსებული საოფისე ფართები განსხვავდება როგორც ფასით, ისე მდებარეობით, ინფრასტრუქტურითა და დამატებითი სერვისებით, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესებს შეარჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული ვარიანტი.

რა ღირს საოფისე ფართის გაქირავება თბილისში ?

მომხმარებლები დღესდღეობით განსაკუთრებით აქტიურად ეძებენ საოფისე ფართის გაქირავების შესახებ თბილისში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, როგორიცაა: ვაკე-საბურთალო. რაც შეეხება, წერეთელს, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას და დიდუბეს, მომხმარებლები, რომელიც საცალო და სხვა სავაჭრო ტიპის ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, აქტიურად ეძებენ გასაქირავებელ საოფისე ფართებს. ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადია საოფისე ფართები, სადაც უზრუნველყოფილია ლიფტი, პარკინგი, უსაფრთხოების სისტემები და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. ამასთანავე, შესაძლებელია, როგორც სრულად აღჭურვილი ოფისის, ისე ცარიელი ფართის დაქირავება, რომელსაც მოიჯარე საკუთარი დიზაინით მოაწყობს.

თბილისში საოფისე ფართის ქირის ფასი 2000 ლარიდან იწყება და საკმაოდ მაღალ ნიშნულზეც ადის, თუმცა, ფასი დამოკიდებულია ფართის ზომაზე, ადგილმდებარეობასა და მის ინფრასტრუქტურაზე. მეპატრონესთან დეტალების სრულად გავლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ფასის ცვლილება. საოფისე ფართის არჩევისას მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა: თანამშრომლებისთვის მარტივი მისადგომობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვე, მიმდებარე ინფრასტრუქტურა და ფართის ტექნიკური მდგომარეობა.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს საოფისე ფართის ქირაობა თბილისში ?

საოფისე ქირის ფასი დამოკიდებულია მის მდებარეობაზე, ფართის ზომაზე, მდგომარეობასა და ბიზნეს ცენტრის კლასზე. საშუალოდ, ქირის ფასი 2000 ლარიდან იწყება.

რა შედის საოფისე ფართის ქირის ფასში ?

საოფისე სივრცის ფართის ქირის ფასში ხშირად შედის სრული ხარჯები, გარდა კომუნალური გადახდებისა, თუმცა პირობები ინდივიდუალურია თითოეული ობიექტისთვის.

რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი ოფისებისთვის ფართის დასაქირავებლად ?

საოფისე ფართებისთვის, ყველაზე მოთხოვნადი უბნებია: ვაკე, საბურთალო, პეკინის გამზირი, დიდუბე, წერეთელი, მთაწმინდა.