კომერციული ფართები

კომერციული ფართები ქირავდება,როგორც მცირე ბიზნესისთვის, ისე მსხვილი მეწარმეებისთვის. თუ ეძებთ კომერციულ ფართს, რომელიც ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს და საუკეთესო საიჯარო პირობებით გამოირჩევა, შეამოწმეთ საიტი servisebi.ge.  აქ დაგხვდებათ დეტალური განაცხადი, კატეგორიაში ქირავდება კომერციული ფართები, სადაც იპოვით დასურათებულ განაცხადებს და შეარჩევთ თქვენთვის სასურველ კომერციულ ფართებს. გაითვალისწინეთ, კომერციული ფართების დაქირავებამდე დეტალურად გაიარეთ ყველა საჭირო პირობა გამქირავებელთან და მოითხოვეთ ამ პირობის დამადასტურებელი სრული იურიდიული დოკუმენტაცია. ასე თავიდან აირიდებთ ნებისმიერი სახის გაუგებრობას და ზედმეტ ფინანსურ ხარჯს.

ქირავდება კომერციული ფართი

ქირავდება კომერციული ფართი თბილისში, ცენტრალურ უბანში, ცინცაძის ქუჩაზე. თუ ეძებთ განცხადებებს დასახელებით, კომერციული ფართი ქირავდება საბურთალოზე, აუცილებლად შეამოწმეთ განაცხადის ყველა დეტალი. კომერციული ფართის ქირაობა მოითხოვს დეტალებისადმი ყურადღებას და საუკეთესო შეთავაზების შერჩევას. კომერციული ფართების გაქირავება დღეს მარტივია, რადგან გამქირავებელს, შეუძლია ონლაინ პლატფორმის საშუალებით იპოვოს მომხმარებლები. თუ თქვენი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ეძებთ განცხადებებს, ქირავდება კვების კომერციული ფართი ყურადღება მიაქციეთ მის ზომას, ტექნიკურად გამართულობასა და იჯარის სხვა პირობებს. ისეთი დეტალები, როგორიცაა: გათბობა, გაგრილება, ინტერნეტი, უსაფრთხოების სისტემები და პარკინგის ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
საოფისე ფართები საბურთალოზე
საოფისე ფართები საბურთალოზე

ქირავდება საოფისე და სასაწყობო ფართები საბურთალოზე. ოფისის საერთო ფართობია 400 კვ.მ. შესაძლებელია როგორც სრული გაქირავება ასევე გადატიხვრა და სასურველი ნაწილის შერჩევა. (ფოტოებში ნაჩვენები ფართები სრულად თავისუფალია) ოფისის ეზოში მდებარეობს ავტო ტექ. დათვალიერების ცენტრი, გაზ გასამართი სადგური, იანდექსის ტაქსის სათაო ოფისი, მარკეტი-საცხობი, საპარკინგე ადგილები და საწყობები. ტერიტორია დაცულია და მიმდინარეობს 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. ოფისთან გზა მიდის სააკაძის მოედნიდან და ასევე მარჯვენა სანაპიროდან. დაგვიკავშირდით განცხადებაშ მითითებულ ტელეფონზე .

საოფისე ფართი თბილისში
საოფისე ფართი დიღმის მასივში
საოფისე ფართი დიღმის მასივში

ბელიაშვილზე, ქირავდება კომერციული და საოფისე ფართები 6 სართულიან ახალ აშენებულ შენობაში. კომერციული ფართი 90 კვ/მ და 120 კვ/მ საოფისე ფართი - 3200 კვ/მ სასაწყობე სივრცე 500 კვ/მ შიდა ეზო 1200 კვ/მ 40-50 საპარკინგე ადგილით. შესაძლებელია 1200-1500 კვ/მ საოფისე ფართების დამატებაც. ობიექტი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით და 280 კვტ ელ ენერგიით. დამონტაჟებული ევროპული წარმოები ლიფტი. მშნებლობაზე გამოყენებულია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და დაბალემისიური მინები. მინიმალური გასაქირავებელი საოფისე ფართი შეადგენს 700 კვ/მ. მეტი დეტალისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნომერზე.

საოფისე ფართი თბილისში
საოფისე ფართი საბურთალოზე
საოფისე ფართი საბურთალოზე

საოფისე ფართი არის კეთილმოწყობილი. ყველა ოთახში აყენია ცენტრალური გათბობის რადიატორები. ოფის აქვს აივანი. ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სამედიცინო მეტროსთან 10 წუთის სავალზე ფეხით. ფართი განთავსებული ახალაშენებული კორპუსის 1-ელ სართულზე. არის ოთხი სრულიად იზოლირებული ოთათი და ერთ დიდი მისაღები ფოიე სადაც შესაძლებელია მიმღებისა და სამზარეულოსთვის სველი წერტილის მოწყობა. დაქირავების შემთხვევაში იხდით ქირის ღირებულებას +საშემოსავლო+დღგ. ჯამში დღგ საშემოსავლოს ჩათვლით. დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოფისე ფართი თბილისში
საოფისე ფართი საბურთალოზე
საოფისე ფართი საბურთალოზე

სასწრაფოდ! ქირავდება 2-სართულიანი საოფისე ფართი ახალი რემონტით, ახლადაშენებულ შენობაში. ფართი იდეალურია საოფისე საქმიანობისთვის, სასწავლო ცენტრისთვის, სილამაზის ან კოსმეტიკური სალონისთვის, სტომატოლოგიური კლინიკისთვის. საოფისე ფართი მდებარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უკან, დელისის მეტროდან 5 წუთში. თითო სართულის ფართი შეადგენს 60 კვ/მ და მთლიანი საოფისე ფართი 120 კვ/მ. საოფისე ფართს აქვს ცენტრალური გათბობა და 2 კონდიციონერი. ელექტროგაყვანილობა მორგებულია საოფისე ფართის მოთხოვნებზე. საოფისე ფართს აქვს 1 საკონფერენციო ოთახი და 6 საშუალო ზომის ოთახი, 2 სველი წერტილი და 1 მისაღები, 1 სამზარეულო, 1 მოსაწევი ოთახი და 2 სათავსო ოთახი. საოფისე ფართში არის ასევე შემდეგი ავეჯი: მისაღებში მაგიდა, 2 სკამი, დივანი საკონფერენციო ოთახში დიდ მაგიდა თავისი სკამებით და ასევე დამატებითი საშუალო ზომის მაგიდა თავისი სკამით, 1 საშუალო ზომის ოთახში მაგიდა თავისი სკამებით, პრინტერი ორივე სართულზე

საოფისე ფართი თბილისში

​ქირავდება კომერციული ფართი საუკეთესო ადგილზე

კომერციული ფართების დაქირავება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის. მას შემდეგ,რაც კომერციულ ფართის დაქირავებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება.

პირველ რიგში, უნდა დააზუსტოთ, რას მოიცავს კომერციული ფართის იჯარა. კომერციული ქონების დაქირავებამდე, უმჯობესია, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება გაფორმდეს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის კომერციული ქონების დაქირავების შესახებ. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავს იჯარის პირობებს, მათ შორის, გადასახდელი ქირის ოდენობას, გადახდის ვადებს, იჯარის ხანგრძლივობას, იქნება ეს ფიქსირებული თუ პერიოდულად განახლებადი ვადა, ქონებაზე შესაძლო საქმიანობის სახეობებს და სხვა.

კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება, ასევე უნდა შეიცავდეს დეტალებს ორივე მხარის პასუხისმგებლობებისა და უფლებების შესახებ. დაქირავებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ქონება შეესაბამება თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს.

დააზუსტეთ, რა ვადით ხდება კომერციული ფართის გაქირავება და რამდენ ხანს გრძელდება კომერციული ქონების იჯარა?

კომერციული ქონების იჯარის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით. იჯარის ვადა შეიძლება იყოს რამდენიმე თვე ან გაგრძელდეს რამდენიმე წლამდე. როგორც წესი, ბიზნესები, რომლებიც საჭიროებენ სტაბილურობას და გრძელვადიან დაგეგმვას, უფრო ხანგრძლივ იჯარებს ირჩევენ.

რატომ უნდა გაეცნოთ ხელშეკრულებას დეტალურად ?

კომერციული ფართების დაქირავებამდე, თბილისში, ბათუმსა თუ ქუთაისში, აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ იჯარის ხელშეკრულებას და გაიგოთ მისი პირობები. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ისეთ დეტალებს, როგორიცაა: იჯარის ხანგრძლივობა, ქირის ოდენობა და გადახდის გრაფიკი, ტექნიკური მომსახურების ვალდებულებები, განახლების ვარიანტები და ნებისმიერი დამატებითი საფასური ან გადასახადი. კომერციული იჯარის ხელშეკრულებები შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული, ამიტომ მიზანშეწონილია იურიდიული კონსულტაციისთვის მიმართოთ სამართლის ამ სფეროში რეგულირებულ სპეციალისტს, რათა დარწმუნდეთ, რომ სრულად გესმით თქვენი, როგორც მოიჯარის, უფლებები და ვალდებულებები.

რა უნდა იყოს კომერციული ფართების დაქირავების იჯარის ხელშეკრულებაში?

საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ქირაობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს თქვენი კონკრეტული საჭიროებებისთვის შემუშავებულ პუნქტებს. თუმცა, ყველა იჯარა უნდა შეიცავდეს  იჯარით აღებული ფართის აღწერას, იჯარის ხანგრძლივობას და ქირის ოდენობას  და უნდა მიუთითებდეს: ეს დეტალები მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ კომერციული ფართის დაქირავების პროცესს და თავიდან აგარიდებთ ნებისმიერი სახის გაუგებრობებს.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა დოკუმენტებია საჭირო კომერციული ფართის დაქრიავებამდე ?

კომერციული ფართის დაქირავებამდე, პირველ რიგში, საჭიროა დეტალურად გაწერილი იჯარის ხელშეკრულება, დამქირავებლისა და გამქირავებლის იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები, (პასპორტი ან იურიდიული პირის საბუთები) და ხშირად უზრუნველყოფის თანხის ან წინასწარი გადახდის მტკიცებულება.

შესაძლებელია თუ არა კომეციული ფართის შეცვლა და კონკრეტულ ბიზნეს საჭროებებზე მორგება ?

ხშირად, გამქირავებელი, საშუალებას გაძლევთ თქვენი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე შეცვალოთ ფართის დიზაინი, კედლების ან ტიხრები და ფართის განლაგების ცვლილება.

რა უნდა გაითვალისწინოთ კომერციული ფართის დაქირავებამდე ?

კომერციული ფართის ქირაობამდე შეამოწმეთ პირობები, გათბობის სისტემა, ინტერნეტი და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა. აგრეთვე, უმჯობესია, ხელი მოაწეროთ ოფიციალურ ქირაობის ხელშეკრულებას.

რა ფაქტორები მოქმედებს კომერციული ფართების ქირის ფასზე ?

კომერციული ფართების ქირის ღირებულება დამოკიდებულია ლოკაციაზე, ფართის კვადრატულობაზე, მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურასა და იჯარის პერიოდზე.

​რა უნდა იცოდეთ, სანამ კომერციულ ფართს იქირავებთ ?
​რა უნდა იცოდეთ, სანამ კომერციულ ფართს იქირავებთ ?
კომერციული ფართების დაქირავების პროცესი ფრთხილად დაგეგმვას და სათანადო შემოწმებას მოითხოვს. კომერციული ფართის დაქირავება მნიშვნელოვნად განსხვავდება...
ყველას ნახვა