სარემონტო კომპანიის არჩევამდე პირველ ეტაპზე, უნდა განისაზღვროს სამუშაოების ზუსტი მოცულობა. მნიშნელობა არ აქვს, სახლის გარემონტება თბილისში გსურთ თუ ბათუმში, ერთი და იგივე ფართობის ბინაში ხარჯი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, საჭიროა მხოლოდ კედლების შეღებვა თუ ძველი
იატაკის მოპირკეთების შეცვლა, ტიხრების მოწყობა, ელექტროგაყვანილობის შეცვლა და სველი წერტილების სრული განახლება.
ამიტომ, სარემონტო კომპანიების მიერ შეთავაზებული კვადრატული მეტრის ფასი ცალკე აღებული საკმარისი მაჩვენებელი არ არის: შეთავაზებაში უნდა ჩანდეს, რა სამუშაოები და რა მასალებია გათვალისწინებული ამ ხარჯებში. სარემონტო კომპანიების მიერ შეთავაზებული სერვისი, კოსმეტიკური რემონტი, როგორც წესი, მოიცავს ზედაპირების შეკეთებასა და განახლებას. კაპიტალური რემონტისას კი, ხშირად საჭიროა დემონტაჟი, კედლების ან ტიხრების გასწორება, მილებისა და ელექტროსადენების შემოწმება ან შეცვლა, ჰიდროიზოლაცია და ახალი შიდა ან გარე მოპირკეთება. ახალაშენებულ ბინაში სამუშაოების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობით ბარდება ობიექტი: შავი კარკასით, თეთრი კარკასით თუ მწვანე კარკასით. ამ განსხვავების გათვალისწინების გარეშე შედგენილი ხარჯთაღრიცხვა რეალურ ბიუჯეტს ვერ ასახავს.
რემონტის ფასის დასადგენად სარემონტო კომპანიის წარმომადგენელმა უნდა დაათვალიეროს ობიექტი, შეამოწმოს ზედაპირების მდგომარეობა და დააზუსტოს დამკვეთის მოთხოვნები. ხარჯთაღრიცხვაში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი დემონტაჟი, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ელექტროობა, სანტექნიკა, მასალები, მიტანა და ნარჩენების გატანა. ასევე უნდა გაირკვეს, მითითებული თანხა მხოლოდ ხელობის ღირებულებაა თუ მასალებსაც მოიცავს. ბინის რემონტის ფასების შედარებისას ყველა სარემონტო კომპანიისთვის ერთნაირი სამუშაოების ჩამონათვალი გამოიყენეთ.
სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრობა ხარისხზეც მოქმედებს. მაგალითად, ელექტროგაყვანილობა და წყლის მილები უნდა შემოწმდეს მანამდე, სანამ კედლები სრულად შეიღებება ან იატაკზე ფილები ან პარკეტი დაიგება. სველ წერტილებში ჰიდროიზოლაცია მოპირკეთებამდე სრულდება, ხოლო ზედაპირების გასწორების შემდეგ უნდა იყოს დაცული მასალების გაშრობისთვის საჭირო დრო.
სარემონტო ეტაპების არასწორმა დაგეგმვამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ხარჯი და მომხმარებელს რემონტის თავიდან ჩატარება მოუწიოს. ძველი შენობის შემთხვევაში სარემონტო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ შეამოწმეთ კედლების, იატაკის საფუძვლისა და საინჟინრო ქსელების მდგომარეობა. თუ ნესტი, დაზიანებული მილი ან გაუმართავი გაყვანილობა აღმოჩნდა, მიზეზი უნდა აღმოიფხვრას მოპირკეთების მოწყობამდე. ლაქის, საღებავის ან ფილების შეცვლა პრობლემას ვერ აგვარებს, თუ დაზიანების წყარო უცვლელი დარჩება. servisebi.ge - ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სარემონტო კომპანიები.
სარემონტო კომპანიის მიერ თქვენთვის მოწოდებული თანხის გადახდის გრაფიკიც სამუშაოების მიმდინარეობას უნდა შეესაბამებოდეს. მთელი თანხის გადახდა სამუშაოების დაწყებამდე დამკვეთს ნაკლებ კონტროლის შესაძლებლობას უტოვებს. უმჯობესია, რომ თანხის ეტაპებად გაყოფა და თითოეული ნაწილის გადახდა შეთანხმებული შედეგის შემოწმების შემდეგ მოითხოვოთ. მასალების შესყიდვისას შეინახეთ ყველა ანგარიშ-ფაქტურა და დააზუსტეთ, ვის საკუთრებაში რჩება გამოუყენებელი მასალა. ეს ყველაფერი თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს და თქვენთვის სასურველი სახლის რემონტის პროცესში.