სასახლე კუბოს ისტორია ისეთივე ძველია, როგორც თავად დაკრძალვის ტრადიცია. უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული, ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გარდაცვლილთა სხეულების დაცვას და პატივისცემის გამოხატვას. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში, ფარაონებისთვის იქმნებოდა მდიდრულად მორთული სარკოფაგები, რომლებიც ხშირად ოქროთი და ძვირფასი ქვებით იყო შემკული. ძველ საბერძნეთსა და რომში გავრცელებული იყო ქვის სარკოფაგები, რომლებზეც ხშირად გამოსახული იყო გარდაცვლილის ცხოვრების სცენები ან მითოლოგიური სიუჟეტები. შუა საუკუნეებში ევროპაში გავრცელდა ხის კუბო, რომლებიც ხშირად მდიდრულად იყო მოჩუქურთმებული. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ჩასასვენებელი თავისი ფორმით და გაფორმებით ასახავდა გარდაცვლილის სოციალურ სტატუსსა და მდგომარეობას.
დღესდღეობით, დაკრძალვის რიტუალის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია სასახლე კუბო. ამიტომ, დაკრძალვის ორგანიზებისას, კუბოს არჩევანსა და შეძენას, როგორც წესი, ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა სხვა რიტუალურ აქსესუარებს შორის. თანამედროვე ხის კუბოები სხვადასხვა ფორმის, ზომის, დამუშავების, ფერისა და მასალისაა. დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება კუბოს სახურავებშია.
სასახლე კუბო შეიძლება იყოს ერთ სახურავიანი ან ორ სახურავიანი. ერთ სახურავიან სასახლე კუბოებს ტრადიციული დიზაინის სახურავი აქვთ, რომელიც შეიძლება იყოს მოსახსნელი ან საკინძიანი. ორ სახურავიანი სასახლე კუბოს სახურავი ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან მხოლოდ ერთი, კუბოს ზედა ნაწილში მდებარე იხსნება და გვერდზე იკეცება. გარდაცვლილის ცხედართან გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დროს, სახურავის ზედა ნაწილი ღია რჩება, ქვედა ნაწილი კი, დახურულია.
რა უნდა გაითვალისწინოთ კუბოს არჩევისას
სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში და რეგიონში განსხვავებული რელიგიის მიმდევარი ადამიანები ცხოვრობენ, მათ შორის: მართლმადიდებლები, კათოლიკეები, მუსლიმები, ებრაელები და სხვები. თითოეულ სარწმუნოებას აქვს საკუთარი შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს გარდაცვლილის საბოლოო განსასვენებელი. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
- მართლმადიდებლების მიერ არჩეულ სასახლეს მართკუთხა ფორმა აქვს, რომელიც ფეხებთან ვიწროვდება. ამ დიზაინს ტეტრაედრული ეწოდება და აქვს გარედან სახელურები მიცვალებულის სასაფლაომდე სატარებლად.
- კათოლიკეები უპირატესობას ანიჭებენ კუბოს ფართო ნაწილით მხრების არეში და თანდათანობით შევიწროებით ფეხებისკენ. ამ დიზაინს ექვსკუთხა ეწოდება.
- მუსლიმები, რომლებიც მკაცრ რელიგიურ წესებს იცავენ, მართკუთხა კუბოს უკვეთენ. გარედან იგი დაფარულია მწვანე ქსოვილით. მას არ აქვს სახელურები ტარებისთვის. ეს არის მთლიანად ხის ყუთი, ლითონის ელემენტების გარეშე.
- ებრაელები მიცვალებულებს ძალიან მოკრძალებულად მარხავენ - კუბო დახურული სახურავით.
სასახლე კუბოს შერჩევისას რეკომენდებულია, დაუკავშირდეთ რამდენიმე დამკრძალავ ბიუროს, შეადაროთ ფასები და ვარიანტები,
servisebi.ge კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა.