სასაფლაოს დიზაინი

სასაფლაოს დიზაინი  აერთიანებს არქიტექტურას, ლანდშაფტის დიზაინს, ხელოვნებასა და კულტურულ ტრადიციებს.
საფლავების მოპირკეთება დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს თითეული საფლავის ინდივიდუალურ იერსახეს.
მოცავს:
საფარის შერჩევას - საფლავის ზედაპირი შეიძლება დაიფაროს სხვადასხვა მასალით, ბუნებრივი ან ხელოვნური ბალახით, ხრეშით, ქვის ფილებით, დეკორატიული ქვებით, ასევე შესაძლებელია ხელოვნური ან ბუნებრივი ყვავილების საფარის შექმნა.
საფლავის ქვის შერჩევას- საფლავის ქვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი საფლავის დიზაინში. ის არა მხოლოდ აღნიშნავს დაკრძალვის ადგილს, არამედ წარმოადგენს გარდაცვლილის ხსოვნის სიმბოლოს.
 საფლავის ქვის შერჩევისას გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: მასალა,ფორმა, ზომა და ა.შ

ბევრ სასაფლაოს აქვს სპეციფიკური მოთხოვნები საფლავის ზომის, მასალისა და დიზაინის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ერთიან ესთეტიკურ იერსახეს.
შესაბამისად, საფლავის მოპირკეთება უნდა შეესაბამებოდეს სასაფლაოს ზოგად წესებსა და რეგულაციებს. 
ამ ყოველივეზე ინფორმირებულნი არიან ის კომპანიები და პირები, ვინც გთავაზობთ სასაფლაოს დიზაინის მომსახურებას, მათ პოვნას კი ჩვენი პლატფორმიდან მარტივად შეძლებთ.

საფლავების მოპირკეთება

საფლავების მოპირკეთება აერთიანებს პრაქტიკულ, ესთეტიკურ და ემოციურ ელემენტებს, აუმჯობესებს საფლავის გარეგნულ იერსახეს, ასევე ხელს უწყობს მის დაცვას ბუნებრივი ზემოქმედებისგან და ქმნის ღირსეულ გარემოს გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად.
პროცესი, როგორც წესი, იწყება დაგეგმვის ეტაპით. 
ამ დროს ოჯახი ან პასუხისმგებელი პირები განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტს, ითვალისწინებენ გარდაცვლილის პიროვნებას, ოჯახის ტრადიციებს, სასაფლაოს წესებსა და რეგულაციებს, ასევე ბიუჯეტს.
საფლავის დიზაინის შერჩევის პროცესში, მნიშვნელოვანი ყურადრება ეთმობა საფლავის ქვას.
საფლავის ქვაზე ხატვა არის უნიკალური ხელოვნების ფორმა, რომელიც ქმნის პერსონალიზებულ და დეტალურ გამოსახულებებს.
ეს ტექნიკა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო წლებში და ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით, როგორიცაა:
გრავირება
ლაზერული გრავირება
ფოტო-კერამიკის შექმნა

​გრანიტი თუ მარმარილო, რომელი მასალა სჯობს საფლავის ქვისთვის?

სასაფლაოს ქვა სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თითეული მათგანი გამოირჩევა სხვადასხვა თვისებებით, ყველაზე გავრცელებულია:
გრანიტი, მარმარილო, ბრინჯაო, გაბრო, ბაზალტი, ტუფი
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
გრანიტი - აქვს ფართო ფერთა გამა, იდეალურია განსაკუთრებით მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი, მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ.
იმდენად მყარია, რომ ნაგებობების სვეტებისა და დიდი ობელისკების დასამზადებლადაც კი იყენებენ. 
მარმარილო - არის ძალიან ესთეტიკური, კლასიკური, რელიეფური სკულპტურისთვის ითვლება საუკეთესო მასალად, ადვილად მუშავდება ზედაპირი, თუმცა მოვლის თვალსაზრისით ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ არ არის საკმარისად მდგრადი, შესაძლოა დროთა განმავლობაში გაუჩნდეს ბზარები და გაფერმკრთალდეს.
გაბრო - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საფლავის ქვაა, აქვს სრულად შავი ზედაპირი, რომელიც ძალიან კარგად პრიალდება, დროთა განმავლობაშიც კი არაჩვეულებრივად ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
ბაზალტი - ამ ვულკანური წარმოშობის ქვას საქართველოში ოდითგანვე აქტიურად იყენებდნენ მშენებლობაში, მოპოვების სიმარტივიდან და ხელმისაწვდომი ფასიდან გამომდინარე, საკმაოდ მოთხოვნადია ბაზალტის საფლავის ქვა.
მარადიულ კითხვაზე პასუხი - მარმარილო თუ გრანიტი და ის, თუ რომელი ქვა სჯობს  ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ ან ჰკითხოთ რჩევა პროფესიონალებს.
არჩევანი დამოკიდებულია თუ რა მოგწონთ, რისი შესაძლებლობა გაქვთ ფინანსურად და როგორია გარემო პირობები.
გრანიტი მისი გამძლეობისა და მინიმალური მოვლის საჭიროების გამო კარგი არჩევანია, განსაკუთრებით მკაცრი კლიმატის პირობებში. თუმცა, მარმარილოს კლასიკური სილამაზე კვლავ რჩება მიმზიდველ არჩევანად მათთვის, ვინც აფასებს ტრადიციულ ესთეტიკას.
მნიშვნელოვანია, კონსულტაცია გაიაროთ პროფესიონალ ქვის ოსტატთან, რომელიც გაითვალისწინებს ადგილობრივ კლიმატურ პირობებს და სასაფლაოს სპეციფიკურ მოთხოვნებს.
 ეს დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება
გარდა მასალისა, ქვის ფორმა-დიზაინიც მრავალფეროვანია.
ძირითადად არჩევანს აკეთებენ ტრადიციულ ვერტიკალურ ან ჰორიზონტალური ტიპის ქვების ფორმაზე, თუმცა ასევე ხშირად გამოიყენება ობელისკები, სკულპტურები და მცირე ზომის მემორიალები.
როცა სასაფლაოს დიზაინი იგეგმება  დიდი ყურადღება ექცევა იმგვარი მასალისა და ქვის ფორმის შერჩევას, რომელიც არ დაარღვევს დიზაინის კონცეფციას, იქნება ესთეტიკური, გაუძლებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებას და დიდხანს შეინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს.
საფლავების მოპირკეთება მოიცავს მოიცავს მრავალ ფაქტორს, დაწყებული მასალების შერჩევით, დამთავრებული ლანდშაფტის დიზაინით.
სასაფლაოს დიზაინის დაგემგვისას პირველ ეტაპზე ხდება ზონებისთვის ფუნქციების მინიჭება, იგივე ფუნქციონალური ზონირება.
მაგალითად: უშუალოდ საფლავის ტერიტორიის მიმდებარედ უნდა იყოს თუ არა სკამები, მაგიდა, გადახურული შენობა-ნაგებობა, სადაც ამოსული ჭირისუფალი დასხდება და  გაიხსენებს გარდაცვლილს.
რა მცენარეებით მოხდეს სასაფლაოს ზედაპირის მოპირკეთება, იყოს ბუნებრივი საფარი თუ ხელოვნური.
ბევრი ოჯახი ირჩევს საფლავის გარშემო საზღვრის მოწყობას.
ეს შეიძლება იყოს დაბალი ქვის კედელი, მეტალის ან ალუმინის ჯაჭვი ან მცენარეების ბორდიური.
დამატებითი ელემენტებით ფორმდება სასაფლაოს შიდა სივრცე, ლარნაკი ყვავილებისთვის, სანთლის დასანთები, ან სხვა მცირე ზომის მემორიალური ნივთები.
მთელი ეს პროცესი აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციონალურობას და ემოციურ მნიშვნელობას. 
ბევრი დამკრძალავი ბიურო გთავაზობთ ინდივიდუალური არჩევანის შესაძლებლობას, თქვენი ხედვის შესაბამისად მოაწყოთ გარდაცვლილისთვის ღირსეული სივრცე, პროფესიონალები ყოველთვის ითვალისწინებენ იმ დეტალებს და ინფორმაციას, რასაც მიაწვდით საფლავის დიზაინსა თუ მოპირკეთებაზე.
ისინი დაგეხმარებიან, სწორად და ხარისხიანად შეარჩიოთ მასალა.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

​რა უნდა გავითვალისწინოთ საფლავის ქვის მასალის შერჩევისას?

საფლავის ქვის მასალის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
გამძლეობა: მასალა უნდა უძლებდეს კლიმატურ პირობებს და დროის გავლენას.
ესთეტიკა: ქვის გარეგნული იერი უნდა შეესაბამებოდეს ოჯახის სურვილებსა და გარდაცვლილის პიროვნებას.
მოვლის სირთულე: ზოგიერთი მასალა მეტ მოვლას საჭიროებს, ვიდრე სხვები.
ფასი: მასალის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს თქვენს განსაზღვრულ ბიუჯეტს.
ადგილობრივი რეგულაციები: ზოგიერთ სასაფლაოს შეიძლება ჰქონდეს სპეციფიკური მოთხოვნები გამოსაყენებელი მასალების შესახებ.
გრავირების შესაძლებლობა: თუ იგეგმება წარწერების ან გამოსახულებების დატანა, მასალა უნდა იყოს ამისთვის შესაფერისი.

​რა უპირატესობები აქვს გრანიტის საფლავის ქვას?

გრანიტის ქვა საფლავის მოპირკეთებისა და საფლავის ქვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასალაა.
მისი უპირატესობა გამძლეობაშია,  ძალიან მყარი და გამძლე მასალაა, რომელიც კარგად უძლებს კლიმატურ ცვლილებებს და დროის გავლენას.
ინარჩუნებს თავის იერსახეს დიდი ხნის განმავლობაში.
ადვილია წარწერების და გამოსახულებების დატანა.

​რა საჭიროა საფლავების მოპირკეთება?

საფლავის მოპირკეთების მთავარი მიზანია შექმნას ღირსეული და ესთეტიკური გარემო გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად. 
ეს პროცესი აერთიანებს პრაქტიკულ, ესთეტიკურ და ემოციურ ელემენტებს. პრაქტიკული თვალსაზრისით, მოპირკეთება იცავს საფლავს გარემო ზემოქმედებისგან, ხოლო ესთეტიკურად - აუმჯობესებს მის გარეგნულ იერსახეს. 
ემოციური კუთხით, ის ქმნის სივრცეს, სადაც ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეუძლიათ მოვიდნენ, გაიხსენონ გარდაცვლილი და პატივი მიაგონ მის ხსოვნას.

​როგორ შევარჩიოთ საფლავის ზედაპირის საფარი?

სასაფლაოს დიზაინი შესაძლებელია სხვადასხვა მასალით გაფორმდეს, პოპულარული ვარიანტებია: ბუნებრივი ან ხელოვნური ბალახი, ხრეში, ქვის ფილები, დეკორატიული ქვები, ყვავილები. 
თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები,ასევე განსხვავებული ღირებულება  და არჩევანი დამოკიდებულია თქვენს სურვილზე, ასევე ბიუჯეტზე.
ასევე გასათვალისწინებელია კლიმატი, ადგილობრივი კლიმატური პირობები გავლენას ახდენს საფარის გამძლეობაზე და ადგილობრივი სასაფლაოების რეგულაცია, ზოგიერთ სასაფლაოს შეიძლება ჰქონდეს სპეციფიკური მოთხოვნები საფლავის დიზაინთან დაკავშირებით.

​სასაფლაოს ზედაპირის მოპირკეთება ხრეშით შესაძლებელია?

სასაფლაოს ზედაპირის ხრეშით მოპირკეთება საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, ხრეშს კარგი დრენაჟი აქვს,  რაც ამცირებს წყლის დაგროვებას, როგორც წესი, ასეთ ზედაპირზე აღარ ამოდის ბალახი და შესაბამისად, დამატებითი გარჯა აღარ გვჭირდება სასაფლაოს გასაწმენდად.
შედარებით იაფი მასალაა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიურია.