საფლავის ქვის ფასს სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს, რაც მოიცავს ქვის ზომას, მასალას, დიზაინის სირთულეს და დამატებით სერვისებს.
მასალა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასის განსაზღვრაში, ასევე გამოსახულების შესრულებისას გამოყენებული ტექნიკაც.
სეზონურობაც გასათვალისწინებელია.ზაფხულში და შემოდგომაზე, როცა მეტი დაკრძალვა ტარდება, ფასები შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
შერჩევისას ყველასთვის სხვადასხვა რამ არის პრიორიტეტული, ზოგიერთისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მასალის ხარისხი, სხვებისთვის კი - დეტალური გამოსახულება ან დიდი ზომა.
თუ გეგმავთ ცალკეულად გააკეთოთ სასაფლაოს დიზაინი, სასურველია საერთო დიზაინში ქვის ვიზუალიც გაითვალისწინოთ.
ასევე გაითვალისწინეთ დამატებითი ხარჯებიც რაც მოიცავს ტრანსპორტირებას, საფუძვლის მომზადებას, დაყენებას.
გირჩევთ რამდენიმე კომპანიისგან გამოითხოვოთ ფასები და შეადაროთ ერთმანეთს, რათა იპოვოთ საუკეთესო ვარიანტი თქვენი ბიუჯეტისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
დამკრძალავი ბიუროს მომსახურების ტიპები
ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ სტრესთან ერთად, ხშირად გამკლავება ისეთ ბიუროკრატიულ საკითხებთანაც გვიწევს, როგორიცაა საფლავის ფასებში გარკვევა, მიცვალებულის დაკრძალავსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, დაკრძალვის შემდგომ პროცედურებზე ფიქრი, ამ რთულ პერიოდში, პრაქტიკული საკითხების მოგვარება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს.
სწორედ ამ დროს იკვეთება
დამკრძალავი ბიუროს მნიშვნელობა, რომელიც თავის თავზე იღებს დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციული საკითხის მოგვარებას.
ეს პროცესი მოიცავს მრავალ ასპექტს, რომელთაგან თითოეული მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, გამოცდილებას და ემპათიურობას.
სხვადასხვა კულტურაში დაკრძალვის ტრადიციები განსხვავებულია, და დამკრძალავი ბიუროები ხშირად ადაპტირდებიან ამ მრავალფეროვნებასთან. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში მიღებულია კრემაცია, სხვაგან კი - ტრადიციული დაკრძალვა. ზოგ რელიგიაში მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სწრაფად დაკრძალვა, სხვაგან კი უფრო ხანგრძლივი გამოსამშვიდობებელი ცერემონიებია მიღებული. დამკრძალავი ბიუროები ცდილობენ გაითვალისწინონ ყველა ეს ნიუანსი და შესთავაზონ ოჯახს მათი ტრადიციებისა და რწმენის შესაბამისი მომსახურება.
დამკრძალავი ბიურო მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს, რაც საჭიროა გარდაცვლილის ღირსეული გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ჩასატარებლად.
დამკრძალავი ბიუროების მომსახურება ძირითადად მოიცავს:
სარიტუალო მომსახურებას - რაშიც მოიაზრება გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ორგანიზება,
სარიტუალო დარბაზის მომზადება და დაკრძალვის პროცესის დაგეგმვა.
ასევე, გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ორგანიზება. დამკრძალავი ბიურო ეხმარება ოჯახს ცერემონიის დაგეგმვაში, და ყველა იმ დეტალის მოგვარებაში, რაც ამ პროცესიას სჭირდება, იქნება ეს საგალობლების შერჩევა, ყვავილების მოწყობა, განათების ორგანიზება და თუ სხვა დეტალი.
სარიტუალო დარბაზის მომსახურებას - ამ ტიპის მომსახურებაში ხშირად მოიაზრება სპეციალური სივრცეები მიცვალებულისთვის და ჭირისუფლისთვის, რაც შეიძლება იყოს საპანაშვიდე დარბაზი ან სარიტუალო დარბაზი.
სარიტუალო დარბაზები ხშირად ქელეხის სივრცეებადაც გამოიყენება ხოლმე.
კატაფალკის გამოძახებას - კატაფალკა სპეციალური ავტომობილია, რომლითაც ხდება გარდაცვლილის ცხედრის გადასვენება სხვადასხვა ადგილიდან.
შეიძლება დაგჭირდეთ ცალკეულ სერვისად სარგებლობაც, მაგალითად: ცხედრის გადასვენება საავადმყოფოდან სახლში, ასეთ შემთხვევაშიც შეგიძლიათ კატაფალკის გამოძახება.
მიცვალებულის გაპატიოსნება - სერვისი მოიცავს მიცვალებულის სხეულის მომზადებას დაკრძალვისთვის. პროცესი შეიძლება მოიცავდეს: ბალზამირებას, კოსმეტიკურ მომსახურებას, ჩაცმას, სუდარაში გახვევას რელიგიური ან კულტურული ტრადიციების მიხედვით.
ჩასასვენებლის,
კუბოს შერჩევა - როგორც წესი, დამკრძალავი ბიუროები გვთავაზობენ სასახლეების ფართო არჩევანსაც, განსხვავებულს ფასით, მასალითა თუ ვიზუალით.
დამატებით დამკრძალავი ბიუროს სერვისი შესაძლოა მოიცავდეს სამგლოვიარო კომპოზიციების შექმნას, სპეციალური გვირგვინების დამზადებას, ყვავილების მიწოდებას და განთავსებას სარიტუალო დარბაზში ან სასაფლაოზე.
სხვადასხვა მემორიალურ პროდუქტების დამზადებას, როგორიცაა სამახსოვრო ბარათები ან ბროშურები, ფოტო კოლაჟები ან სამკერდე სურათები გარდაცვლილის გამოსახულებით.
ბიურო ეხმარება ოჯახს საფლავის ადგილის შერჩევაში, უზრუნველყოფს საფლავის გათხრას და მომზადებას. ასევე, სთავაზობს დახმარებას საფლავის ქვის შერჩევასა და დამონტაჟებაში.
შესაძლოა შემოგთავაზონ საფლავის დიზაინი და მოპირკეთებაც. ბევრი ბიურო ასევე გვთავაზობს გრძელვადიანი მოვლის სერვისებს, რაც უზრუნველყოფს საფლავის მუდმივ მოვლას.
დამკრძალავი ბიურო თანამშრომლობს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან და უზრუნველყოფს კულტურული ტრადიციების დაცვას და შესაბამისი რიტუალების ორგანიზებას.
ეს მოიცავს სპეციფიკური რელიგიური ატრიბუტების მოძიებას და გამოყენებას, ასევე შესაბამისი წეს-ჩვეულებების დაცვას.
რომ შევაჯამოთ, დამკრძალავი ბიუროს მომსახურება წარმოადგენს კომპლექსურ და მრავალმხრივ სერვისს, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად შეამსუბუქოს მგლოვიარე ოჯახის ტვირთი რთულ პერიოდში.ადაპტირდებიან სხვადასხვა კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებთან, რაც უზრუნველყოფს პერსონალიზებულ მიდგომას თითოეული ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე.