fb
The Makeup Institute Georgia / საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტი.
The Makeup Institute Georgia / საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტი.

ქართული ვიზაჟის ინსტიტუტი - შემოქმედებითი სასწავლო დაწესებულება,რომელიც არის პროექტის "Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi” და ჟურნალის "AMARTA” ოფიციალური პარტნიორი. სასწავლო ცენტრი იძლევა ევროპული მეთოდებით განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას ნებისმიერი საფეხურის ვიზაჟისტისთვის. ინსტიტუტი ხელს უწყობს სტუდენტის უნიკალური უნარების განვითარებას, უზრუნველყოფს მას პროფესიონალური და ლაქშერი კოსმეტიკის ფართო არჩევნით . არის პირველი ონლაინ-პლატფორმის დამფუძნებელი საქართველოში ვიზაჟისტებისთვისა და ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც მუშაობენ Beauty ინდუსტრიაში. ამ უკანასკნელით ინსტიტუტმა გაუწია ერთგვარი შუამდგომლობა არტისტსა და დამკვეთს - გაამარტივა მათი თანამშრომლობა. ინსტიტუტი სთავაზობს საავტორო, ტექნიკურად გამართულ სასწავლო პროგრამებს ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის სტუდენტს ინსტიტუტი, რომლის მიზანია შექმნას ვიზაჟის შესასწავლად საჭირო ოპტიმალური პირობები. ხარისხიანად, სწორად აღჭურვილი აუდიტორიები სასწავლო პროცესისთვის . მუდმივი თანამშრომლობა ფოტოგრაფებთან, ჟურნალებთან, სხვადასხვა კომპანიებთან და საზოგადო პირებთან.

აბიტურიენტების და მოსწავლეების მოსამზადებელი ცენტრი
აბიტურიენტების და მოსწავლეების მოსამზადებელი ცენტრი

მოსწავლეების და აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი ELE-NI გთავაზობთ! აბიტურიენტებს _სასწავლო პროგრამას, რომელიც სრულად შეესაბამება ეროვნული გამოცდების სტანდარტებს რეკომენდებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის. აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე საგანი. მეცადინეობები თითოეულ საგანში ტარდება კვირაში ორჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა საათნახევარია. კურსის დაწყებამდე ტარდება სადიაგნოსტიკო ტესტირება, რომლის მიზანია დაიგეგმოს აბიტურიენტის სასწავლო კურსი მისი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. მეცადინეობა ტარდება 3-6 კაციან ჯგუფებში. ყოველ ორ თვეში, თითოეულ საგანში, აბიტურიენტებს უტარდებათ შემაჯამებელი ტესტირება, რომელიც სრულად შეესაბამება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცდებისთვის დადგენილ სტანდარტებს. ორი ან რამდენიმე საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლების სისტემა გადახდის პირობები: სწავლების საფასურის გადახდა ხდება მშობელთან / მეურვესთან გაფორმებული ხელშეკრულების თანხმად, ცენტრის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით / ჩარიცხვით, ყოველთვიურად, თვისპირველ რიცხვებში, ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის თანახმად. მშობლებსა და აბიტურიენტებს კურსის დაწყებიდან ექნებათ ყოველდღიური კონტაქტი მასწავლებლებთან და ცენტრის მენეჯმენტთან, რომელთა საშუალებითაც შეძლებენ მიიღონ ყოველდღიური ინფორმაცია აბიტურიენტის დასწრების, აქტიურობის, დავალების შესრულებისა და მომდევნო გაკვეთილისთვის მიცემული დავალების შესახებ. გთავაზობთ_სასკოლო პროგრამას მე-6 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვით მოსწავლეებისთვის: მომზადება შესაძლებელია შემდეგ სასკოლო საგნებში: ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; მათემატიკა; ინგლისური; გეოგრაფია . • თითოეულ საგანში მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ; • გაკვეთილის ხანგძლივობა საათ-ნახევარია. (ორი აკადემიური საათი); • ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლების სისტემა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენს საკონტაქტო მისამართებზე.

სრული საბუღალტრო კურსი
სრული საბუღალტრო კურსი

ბუღალტერიის კურსი - თეორია+ORIS სასწავლო ცენტრი „ინოვაცია“ გთავაზობთ ბუღალტერიის 2-თვიან კურსს. ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ 2 საათის ხანგრძლივობით (სულ 48 საათი). პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან. კურსი მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღწერას, ასევე საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადის სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას. კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს: • ვინც იწყებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან • ვისაც გაქვთ გარკვეული შეხება ბუღალტერიასთან და გსურთ ცოდნის გაღრმავება კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს უფასოდ. სწავლება წარმოებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით. პროგრამის სილაბუსი: ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები ბუღალტრული ანგარიშები სალარო და საბანკო ოპერაციები დებიტორები და კრედიტორები მარაგების აღრიცხვა (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ძირითადი საშუალებები დღგ-ს გადასახადის გაანგარიშების წესი ხელფასი და საპენსიო ფონდი სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა ინვენტარიზაცია (ქონების გადასახადის გაანგარიშების ბაზა) ბალანსი საბუღალტრო პროგრამა: ORIS MS Excel ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები (ინდმეწარმე, შპს, მცირე, მიკრო დაფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ობიექტები და მათი დაბეგვრის რეჟიმები) Rs.ge - საგადასახადო დეკლარაციები (საშემოსავლო, მოგების, დღგ-ს და ქონების გადასახადი) ფინანსური ანგარიშგების წარდგენა reportal.ge-ზე სრული კურსის ღირებულება : ჯგუფში 300 ლარი; ინდივიდუალურად 500 ლარი მისამართი: წულუკიძის 6 (მ.ვარკეთილის მიმდებარედ)