საქარე მინების შეცვლა

საქარე მინების შეცვლა აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ:
  • მინაზე არსებული დაზიანებების გამოსწორება შეუძლებელია;
  • მასში დაგროვილია ჭუჭყი და მტვერი, ამიტომ შეკეთება ხილვადობას სათანადოდ ვერ აღადგენს;
ხილვადობის გაუარესება მძღოლის კონცენტრაციას აქვეითებს რამაც შესაძლოა საავარიო სიტუაციები წარმოშვას. აქედან გამომდინარე საქარე მინის მდგომარეობა მოწმდება ტექდათვალიერების დროს. თუ მისი დაზიანებების ხარისხი დასაშვებ ზღვარს აღემატება, მაშინ თქვენი ავტომობილი დახარვეზდება. 

ლაბავოის შეცვლა

ლაბავოის შეცვლა სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოს. მინის შეცვლამდე ავტომობილის ნაწილების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ამის შემდგომ მინა სუფთავდება, ირეცხება და შრება. მას შორდება ნებისმიერი სახის წებოვანი მასალა. ამ პროცესების განხორციელება მონტაჟის შემდგომ შეუძლებელია. 

აღსანიშნავია, რომ ლაბავოის შეცვლა საკმაოდ რთული მომსახურებაა. იმისთვის, რომ სერვისის ეფექტურობა გარანტირებული იყოს, მუშაობის დასრულებისთანავე მანქანის საჭეს ნუ მიუჯდებით. უმჯობესია 24 საათი მოიცადოთ, რათა საქარე მინა ღიობში მეტად მტკიცედ მოთავსდეს. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები