განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

​ტურები ბათუმიდან

 ტურები ბათუმიდან ძალიან პოპულარულია თავისი მდებარეობიდან გამომდინარე. ბათუმიდან შეგიძლიათ მარტივად გაემგზავროთ, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე მეზობელ ქვეყნებში.
 ბათუმიდან შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი მთიანი აჭარა – მწვანე კონცხი, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახლის ხეობა, გოდერძის უღელტეხილი და ბევრი სხვა ბუნებრივი საოცრება. ასევე შესაძლებელია ექსკურსიები სვანეთში, სადაც ულამაზესი მთები და კულტურული ძეგლები გელოდებათ.
ტურისტული კომპანიები აქტიურად გვთავაზობენ ტურებს ბათუმიდან, ხოლო საუკეთესო შეთავაზებების პოვნა შეგიძლიათ SERVISEBI.GE-ზე. ტურები ბათუმიდან იდეალურია მათთვის, ვისაც სურს კომფორტული და საინტერესო მოგზაურობა ულამაზეს ადგილებში.

განცხადებები

​ტურების დაგეგმვა ბათუმიდან

 ტურების დაგეგმვა ბათუმიდან დაგჭირდათ? ტურისტული კომპანიები სერვისებზე დაგეხმარებიან გაემგზავროთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად, მარტივად და ბიუჯეტურად.
 ბათუმი შესანიშნავი ადგილია ტურების დაგეგმვისთვის, რადგან ქალაქი საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების საინტერესო მიმართულების ცენტრში მდებარეობს. ბათუმიდან შესაძლებელია როგორც მოკლე, ერთდღიანი ექსკურსიების დაგეგმვა, ასევე ხანგრძლივი ტურების ორგანიზება.
ტურების დაგეგმვა ბათუმიდან გულისხმობს როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეს,  ასევე საერთაშორისო ტურების ორგანიზებას, მაგალითად თურქეთში, აზერბაიჯანში და ისრაელში.  
Servisebi.ge-ზე შეგიძლიათ იპოვოთ საუკეთესო ტურისტული შეთავაზებები ბათუმიდან, რაც დაგეხმარებათ დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობაში.

ტურები ბათუმიდან – მარტივი და კომფორტული მოგზაურობა

 ბათუმი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქი, არა მხოლოდ ტურისტებს მასპინძლობს, არამედ შესანიშნავი გამგზავრების წერტილიც არის საერთაშორისო ტურებისთვის. ბათუმიდან შესაძლებელია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით გამგზავრება სხვადასხვა ქვეყნებში. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება თურქეთია, რადგან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იქ უვიზოდ მოგზაურობა. ასევე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შესაძლებელია ფრენები ისრაელში, ევროპის ზოგიერთ ქალაქსა და სხვა პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებზე.

ბათუმიდან თურქეთში მოგზაურობა ძალიან მარტივია. საზღვარი (სარფის გამშვები პუნქტი) ბათუმიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, რაც საშუალებას აძლევს ტურისტებს და შოპინგის მოყვარულებს სწრაფად გადაკვეთონ საზღვარი და ეწვიონ ახლომდებარე ქალაქებს, როგორიცაა ჰოპა, ტრაბზონი და რიზე. ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია შოპინგ-ტურისტებს შორის, რადგან თურქეთში ხშირად გვხვდება მაღალი ხარისხის პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად.

გარდა ამისა, ბათუმის აეროპორტიდან შესაძლებელია პირდაპირი ფრენები ისრაელის ქალაქ თელ-ავივში. ისრაელი არამარტო კულტურულად მრავალფეროვანი ქვეყანაა, არამედ შესანიშნავი ადგილია ისტორიული და რელიგიური ტურებისთვის. ტურისტული კომპანიები ხშირად გვთავაზობენ კომბინირებულ ტურებს, რომლებიც მოიცავს როგორც წმინდა ადგილების მონახულებას, ისე დასვენებას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

ტურისტული სააგენტოები გთავაზობენ სხვადასხვა სახის ტურებს ბათუმიდან. მათ შორისაა როგორც სტანდარტული ექსკურსიები თურქეთის ქალაქებში, ისე მრავალდღიანი კულტურული და დასვენების ტურები. გარდა ამისა, ბათუმიდან შესაძლებელია ავტობუსით გამგზავრება თურქეთის სხვა დიდ ქალაქებში, მაგალითად, სტამბოლში, ანკარასა და ბურსაში.

მიუხედავად იმისა, მოგზაურობთ დასვენებისთვის, შოპინგისთვის თუ კულტურული თავგადასავლებისთვის, ბათუმი შესანიშნავი საწყისი წერტილია. ტურისტული კომპანიები მაქსიმალურად კომფორტულ და ხელმისაწვდომ პაკეტებს გვთავაზობენ, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო მარტივს ხდის. აღარ გადადოთ,  შეარჩიეთ ტურები ჩვენს ვებგევრდზე და ისარგებლეთ საუკეთესო შეთავაზებებით.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რომელია ყველაზე პოპულარული ტურები ბათუმიდან?

ბათუმიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია თურქეთის ქალაქები, განსაკუთრებით ტრაბზონი, ჰოპა და სტამბოლი. ტურისტული კომპანიები ხშირად გვთავაზობენ ტურებს ისრაელში, სადაც შესაძლებელია, როგორც ისტორიული ძეგლების მონახულება, ისე სანაპიროზე დასვენება.

​როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ტურისტული პაკეტი ბათუმიდან?

ტურისტული პაკეტის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მოგზაურობის მიზანი – იქნება ეს დასვენება, კულტურული ტურები თუ შოპინგი. ტურისტული კომპანიები ხშირად გვთავაზობენ კომბინირებულ ტურებს, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტს, სასტუმროს და ექსკურსიებს.

​შესაძლებელია თუ არა ბათუმიდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგ-ტურის დაგეგმვა?

დიახ, ბათუმიდან ძალიან პოპულარულია ერთდღიანი შოპინგ-ტურები თურქეთში. ხშირად ადამიანები დილით გადაკვეთენ საზღვარს, ეწვევიან სავაჭრო ცენტრებში და საღამოს ბრუნდებიან უკან. ეს არის სწრაფი და ეკონომიური გზა ხარისხიანი პროდუქციის შესაძენად.

​რა ჯდება ბათუმში დასვენება და შესაძლებელია თუ არა ბიუჯეტური ტურის დაგეგმვა?

ბათუმი ყველა ტიპის ბიუჯეტისთვის შესაფერისი კურორტია. აქ შეგიძლიათ იპოვოთ როგორც მაღალი კლასის სასტუმროები და ფეშენებელური კურორტები, ასევე ბიუჯეტური ჰოსტელები და გესტჰაუსები. კვების, ტრანსპორტისა და გართობის ხარჯები დიდად დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე. თუ წინასწარ დაგეგმავთ მგზავრობას და ისარგებლებთ ტურისტული სააგენტოების აქციებით, შესაძლებელია საკმაოდ ხელმისაწვდომი ტურიც შეარჩიოთ.