ბაქო, კასპიის ზღვის პირას გაშენებული ქალაქი, აერთიანებს ისტორიულ ელფერსა და თანამედროვე არქიტექტურის უნიკალურ სტილს. ეს არის ქალაქი, სადაც აზია და ევროპა ერთიანდება, და სადაც ყოველი სტუმარი აღმოაჩენს რაღაც უნიკალურს. ბაქოს ტურები პოპულარულია როგორც ისტორიით დაინტერესებული მოგზაურებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც თანამედროვე, სწრაფად განვითარებული ქალაქების დინამიკა აინტერესებს.
ტურის დაწყებას გირჩევთ ბაქოს ძველი ქალაქიდან, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ შირვანშაჰების სასახლე და ყიზყალასი ( იგივე ქალწულის კოშკი), რომლებიც შუა საუკუნეების ბაქოს სიმბოლოებია. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩები, ისტორიული შენობები და ტრადიციული ბაზრობები შთამბეჭდავ გარემოს ქმნიან.
ბაქო არაჩვეულებრივად აერთიანებს წარსულსა და მომავალს. თანამედროვე ქალაქი გვთავაზობს უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობებს.
ცეცლის ცათამბჯენები ცეცხლის ფორმის 3 შენობაა, რომლებიც ღამით განსაკუთრებით შთამბეჭდავადაა განათებული.
ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდის პროექტით, მისტიკური დიზაინით და ინოვაციური სივრცეებით აღაფრთოვანებს დამთვალიერებლებს.
ბაქოს ტურების დროს აუცილებელად უნდა ისერინოთ
კასპიის ზღვის სანაპიროზე. სანაპირო ბულვარი, თავისი პარკებითა და გასართობი სივრცეებით, იდეალური ადგილია დღის დასასრულისთვის. აქ ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ ზღვის სიგრილითა და შესანიშნავი ხედებით.
ბაქოს ტურისტული სააგენტოები გვთავაზობენ ტურებს სხვადასხვა ხანგრძლივობით, ნებისმიერი ინტერესის ადამიანისათვის. ერთდღიანი ექსკურსიები იდეალურია ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების გასაცნობად, ხოლო მრავალდღიანი ტურები შესაძლებლობას გაძლევთ შეისწავლოთ აზერბაიჯანის სხვა რეგიონებიც. ტურისტული კომპანიები უზრუნველყოფენ კომფორტულ ტრანსპორტს, სასტუმროს რეზერვაციას და გზამკვლევის სერვისებს, რაც მოგზაურობას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.
ბაქოს სიახლოვე საქართველოსთან კიდევ ერთი უპირატესობაა. აქ მოგზაურობა შესაძლებელია როგორც თვითმფრინავით, ისე კომფორტული ავტობუსებით. ფასები ტურზე დამოკიდებულია შეთავაზებულ სერვისებზე და სეზონზე, რაც ტურისტული სააგენტოების დახმარებით მარტივად შეგვიძლია მოვირგოთ.
ბოლო წლებში ბაქო განსაკუთრებით პოპულარული გახდა
ბათუმიდან და თბილისიდან გამგზავრებული ტურისტებისთვის.
საქართველოსა და
აზერბაიჯანს შორის კარგი სატრანსპორტო კავშირი ტურისტებს საშუალებას აძლევს, კომფორტულად და სწრაფად ჩავიდნენ ბაქოში, როგორც თვითმფრინავით, ასევე ავტობუსით.
თუ ბაქოში მოგზაურობას გეგმავთ, ტურისტული კომპანიები დაგეხმარებიან სასტუმროს დაჯავშნაში, ტრანსპორტის ორგანიზებაში, გიდის მომსახურებაში და თემატური ტურების მოწყობაში.
ჩვენი პლატფორმა
SERVISEBI.GE გთავაზობთ ტურისტული სააგენტოების ფართო არჩევანს, მრავალფეროვან შეთავაზებებს და ბიუჯეტურ ტურებს. შეარჩიეთ მომსახურება ჩვენთან და დაუკავშირდით კომპანიას ყველაზე მარტივად.
გახსოვდეთ, ბაქო იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს კავკასიის უნიკალური გარემოს და კულტურის გაერთიანების დანახვა. მისი ისტორიული არქიტექტურა, თანამედროვე ნაგებობები და კასპიის ზღვის სანაპირო მოგზაურებს განუმეორებელ გამოცდილებას სთავაზობს. ბაქოს ტური აუცილებლად დატოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და მოგზაურობის სურვილს აზერბაიჯანის სხვა ნაწილებშიც.