Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქართულის მასწავლებელი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ V-XII კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. განათლება: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. სერტიფიცირება: გავლილი მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა და დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია. მიმდინარე საქმიანობა: ვმუშაობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვარ სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფესიული მიღწევები: ვარ აბიტურიენტთა მოსამზადებელი წიგნის ავტორი, არაერთი წიგნის რედაქტორი და დოკუმენტური ფილმების სცენარების თანაავტორი. ჩემი აკადემიური კვალიფიკაცია და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება საშუალებას მაძლევს, თითოეულ მოსწავლესთან შევიმუშაო ინდივიდუალური მიდგომა — როგორც სასკოლო პროგრამის გასაძლიერებლად, ისე საგამოცდო შედეგების მაქსიმალური გაუმჯობესებისთვის. გრაფიკი და ღირებულება: V-IX კლასის მოსწავლეები: 120 - 150 ლარი, კვირაში 2 დღე (1.5-საათიანი მეცადინეობა) აბიტურიენტები: 180 ლარი, კვირაში 3 დღე (2-საათიანი მეცადინეობა) დეტალებისთვის დაგვიკავშირდით, ადგილები შეზღუდულია!

ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად

? ქართულ ენასა და ლიტერატურაში — ონლაინ მომზადება VI–X კლასის ჩათვლით! ქართულ ენასა და ლიტერატურაში წარმატება მხოლოდ ნიჭი არ არის — ეს არის სწორი მიმართულების, მხარდაჭერისა და ეფექტური მეთოდის შედეგი. ვიღებ მოსწავლეებს VI–X კლასების ჩათვლით და ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ონლაინ ფორმატში. ? დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი — ქართული ფილოლოგიის მიმართულება. ? მოსწავლეების მომზადების 4-წლიანი გამოცდილება ? ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი ? კვირაში 2 დღე გრაფიკს შევარჩევთ მოსწავლესთან ერთად, ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ჩემი მიზანია, მოსწავლემ მხოლოდ პროგრამა კი არ აითვისოს, არამედ ისწავლოს აზროვნება, მსჯელობა, გამართული წერა და საკუთარი აზრის სწორად ჩამოყალიბება. ? დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით. ადგილები შეზღუდულია — ჩაწერა უკვე მიმდინარეობს.

star icon 5.0 (1)
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და VII-XII კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სასწავლო პროცესში ყურადღებას ვამახვილებ: * გააზრებისა და ანალიზის უნარებზე; * გამართულ წერით და ზეპირ მეტყველებაზე; * გრამატიკის საფუძვლიან შესწავლაზე; * სასკოლო პროგრამისა და გამოცდებისთვის ეფექტურ მომზადებაზე; სწავლების პროცესი მიმდინარეობს ინდივიდუალური მიდგომით, მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. გაკვეთილები არის მიზანმიმართული, სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული. მაქვს განათლების სფეროში მუშაობს რამდენიმე წლიანი გამოცდილება, ვარ უფროსი მასწავლებელი. გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე. მის: გლდანი, მე-2 მ/რ.

მომხმარებლის შეფასებები

ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად სურათი
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველას გირჩევთ. ძალიან კარგად ამზადებს

მსგავსი კატეგორიები