მანქანის ქირაობა მძღოლით, ერთ-ერთი მოთხოვნადი, მნიშვნელოვანი და გამოცდილი სერვისია, რომელსაც მომხმარებელი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის იყენებს.
მანქანის დაქირავება მძღოლით საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს მივლინებით სხვა ქალაქში ვიზიტი, მოგზაურობა თუ ახალი ქალაქის აღმოჩენა. ყველა შემთხვევაში თქვენი მგზავრობა ხდება უფრო უსაფრთხო და მაქსიმალურად მოქნილი, როდესაც გადაადგილდებით მანქანით გამოცდილ მძღოლთან ერთად.
განვიხილოთ ყველა ის ძირითადი ფაქტორი, რაც მისაღებს ხის მანქანის დაქირავებას მძღოლით.
კომფორტული მგზავრობა - ხშირად, როდესაც მოგზაურობთ, დაფრინავთ ერთი ქალაქიდან მეორეში ან საქმიანი შეხვედრები გაქვთ, შესაძლოა რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ სულაც არ იყოს კომფორტული მანქანის დაქირავება და ისე უცხო ქალაქში გადაადგილება. ამიტომ, მანქანის დაქირავება მძღოლით გაგიმარტივებთ გადაადგილებას და შეგიქმნით კომფორტულ მგზავრობას.
ხარჯების ოპტიმიზაცია - როდესაც გადაადგილებისთვის ირჩევთ ტაქსის მომსახურებას, ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოგიწიოთ ზედმეტი თანხის გადახდა. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ტაქსი დროულად ვერ გამოიძახოთ და გადადებულ შეხვედრაზე ან დაგვიანებულ დროს ადგილზე წასვლა გაგიჭირდეთ. ტაქსის გამოძახება პრობლემურია განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც მომსახურების ტარიფი იზრდება.
მანქანის მძღოლის გარეშე დაქირავების დროს, შესაძლოა არ იცოდეთ ყველაზე მარტივი და მოკლე მარშრუტი, რის გამოც ზედმეტ თანხას, დროს, ენერგიას და საწვავს დახარჯავთ.
გამოცდილი მძღოლის მომსახურება - თუ გადაადგილდებით სხვა ქალაქში ან გსურთ ახალი ქვეყნის აღმოჩენა, ამ დროს გამოცდილი მძღოლის მომსახურება იმაზე ეფექტური და სარგებლიანი შეძლება აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ადგილობრივ ქალაქში მაცხოვრებელმა მძღოლმა, რომელიც გამოირჩევა მრავალწლიანი მანქანის მართვის გამოცდილებით მოკლე გზების ცოდნით ან ოპტიმალური მარშრუტით იმაზე მცირე დროში აღმოგაჩენინოთ ახალი ადგილები, ვიდრე თქვენ შეძლებდით.
უსაფრთხო მგზავრობა - ლიცენზირებულ მძღოლებს აქვთ დიდი გამოცდილება ყველა სახის მოძრაობისა და ამინდის პირობებში მარტივად მოახდინონ გადაადგილება. მათ, ასევე იციან როგორ გადაადგილდნენ ისეთ ადგილებში, რომლებსაც შესაძლოა არ იცნობდეთ. გარდა ამისა, ისინი ფლობენ თავდაცვითი მართვის ტექნიკას და იციან, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციებში, რაც დამატებით დამშვიდების საფუძველს აძლევს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მოგზაურებს. ასეთი სერვისი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მშვიდად გადაადგილება და მაქსიმალურად დაცული ყოფნა მოგზაურობის დროს.