განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ჩეკის პროგრამულად ჩაქრობა

ჩეკის პროგრამულად ჩაქრობა ავტომობილში არსებული გაუმართაობის დასადგენად გამოიყენება. ჩეკი თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილს გააჩნია და ის ძრავის შემოწმებაზე მიგვანიშნებს. თუ ღილაკი ავტომობილის მართვის პანელზე ანთებულია ეს ნიშნავს, რომ გარკვეული სახის ხარვეზებია აღმოჩენილი. თუ ავტომობილის დაძვრისას აინთო ჩეკის ნათურა და რამოდენიმე წამში ჩაქრა- მანქანა გამართულია. თუმცა, თუ ხანგრძლივი მოძრაობისას ეს ნათურა მაინც ანთებულია, სარემონტო ცენტრში ვიზიტის გადადება არ ღირს. 

ჩეკის ღილაკის პროგრამულად ჩაქრობა ხშირად კატალიზატორის გაუმართაობის შესამოწმებლად გამოიყენება. იმისთვის, რომ ხარვეზები სწორად ამოიცნოთ, კატალიზატორის დიზაინს და თავისებურებებს უნდა იცნობდეთ.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ მოდელზე უახლესი აპარატურით. გთავაზობთ ავტომობილის სრულ ელექტროდიაგნოსტიკას გამოძახებით თბილისის მასშტაბით ასევე, შესაძლებელია, მოლაპარაკების მიხედვით, სხვა რეგიონებშიც წასვლა. გამოძახება და ელექტროდიაგნოსტიკის ფასი შეთანხმებით. ვარ სერთიფიცირებული გამოცდილი სპეციალისტი აღნიშნულ საქმეში, ვაკეთებ ნებისმიერი ავტომობილის დიაგნოსტიკას. როგორც შიდაწვის, ასევე დიზელისა და ჰიბრიდულ მოდელებზე... ყოველ წელს ვიღებ "თეგეტა მოტირსის" ლიცენზიას. ვმუშაობ ლიცენზირებული პროფესიონალი აპარატურით. პასუხისმგებელი ვარ ჩემს საქმეზე.

ლევან
სერვის + შეფასება 5.0 , 49 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა გამოძახებით

გთავაზობთ ავტომობილის სრულ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას გამოძახებით, თბილისის მასშტაბით. ვმუშაობთ უახლესი, პროფესიონალური აპარატურით 24/7-ზე. დიაგნოსტიკა მოიცავს: ☑️ ძრავი (ECU) ☑️ გადაცემათა კოლოფი (TCM) ☑️ სამუხრუჭე სისტემა (ABS / ESP) ☑️ უსაფრთხოების ბალიშები (SRS) ☑️ ელექტრონული პარკირების მუხრუჭი (EPB) ☑️ საჭის მართვის ბლოკი (EPS) ☑️ კომფორტ ბლოკი (BCM) ☑️ კლიმატ კონტროლი (HVAC) ☑️ ბატარეა / ელემენტები (HEV / PHEV) ☑️ იმობილაიზერი (IMMO) ☑️ რადარი/კამერა (ADAS) ☑️ საბურავების წნევა(TPMS) ☑️ ყველა ელექტრონული მოდული ვამოწმებთ: ☑️ ბენზინის ავტომობილებს ☑️ დიზელის ავტომობილებს ☑️ ჰიბრიდებს (HEV / PHEV) ☑️ ელექტრო ავტომობილებს (EV) ☑️ ყველა ევროპულ, იაპონურ, ამერიკულ და ჩინურ ავტომობილებს.

გოგა
შეფასება 5.0 , 18 შეფასება
ვერიფიცირებული

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა ტარდება უახლესი აპარატურით. ავტომობილის დიაგნოსტიკა, SRS ქრაშის ჩეკის ჩაქრობა, საბურავის ბლუთუზის პროგრამირება, ძრავის CO-ზე შემოწმება (გამონაბოლქვის არა ) გამოძახებით და ასევე სახელოსნოში, მოსკოვის გამზირი 25 - ში. დაგეხმარებით შერჩეული ავტომობილის საგულდაგულოდ სრულ დიაგნოსტიკაში.

ჩეკის ჩაქრობა

ჩეკის ჩაქრობა გამოიყენება ავტომობილის რამდენიმე ძირითადი გაუმართაობის დასადგენად:
  • დაბალი ხარისხის საწვავი;
  • აალების შესაცვლელი  სანთლები;
  • კატალიზატორის ვადაგასულობა;
  • ინჟექტორების გაუმართაობა;
  • საწვავის გაჭედილი ფილტრი;
ძრავის ჩეკის ჩაქრობა გამოცდილ სპეციალისტს უნდა ანდოთ, რომლის დაქირავებაც დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ განცხადებებს და სასურველი მექანიკოსი თქვენი პრიორიტეტების მიხედვით შეარჩიოთ. მომსახურების პირობების დაზუსტება სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით შეგიძლიათ. Servisebi.ge-ზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. სერვისის ღირებულება სამუშაოს მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე განისაზღვრება.

მომხმარებლის შეფასებები

ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა გამოძახებით

შეფასების ავტორი: გიორგი

საუკეთესო სერვისია! ძალიან სწრაფად დამეხმარნენ და პრობლემა მარტივად მომიგვარეს. ნამდვილი პროფესიონალები არიან, ყველას ვუ...

ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა გამოძახებით

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კარგი მომსახურება, დავურეკე, ავუხსენი პრობლემა, დროულად მოვიდა ადგილზე და პრობლემის მოგვარებაშიც დამეხმარა. მადლო...

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები