გამარჯობა, იმ შემთხვევაში თუ ამერიკაში, კანადაში აპირებთ გამგზავრებას ამისთვის საჭიროა ფლობდეთ თავისუფლად ინგლისურს ამაში კი მე დაგეხმარებით რომ უკეთესად ისაუბროთ ინგლისურ ენაზე, თავისუფლად შეძლებთ ისწავლოთ ინგლისური. ვცხოვრობდი ამერიკაში 15 წელი და მაქვს კარგი გამოცდილება და ინგლისურ ენას ვფლობ ძალიან კარგად.
გთავაზობთ მომზადებას ინგლისურ ენაში. ვარ ადგილობრივად მოსაუბრე ინგლისურის მასწავლებელი. გთავაზობთ: კემბრიჯის საერთაშორისო ინგლისურს; IELTS გამოცდისთვის მომზადებას; ადგლობრივ ინგლისურ ენაზე საუბარს; გასაუბრების უნარ-ჩვევები და ტექნიკის შესწავლას.
მოგესალმებით! ვამზადებ ინგლისურ ენაში ნებისმიერი დონის მსურველებს. მაქვს მიღებული უმაღლესი განათლება მოსკოვში, ლინგვისტიკის ფაკულტეტი, ინგლისური და სკანდინავიური ენები. მაქვს გავლილი სტაჟირებები განათლებისა და ტურიზმის სფეროში დანიის სახელმწიფოში და საფრანგეთში. ვიყავი ასევე გაცვლითი სტუდენტი ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებელში. წლებია ვასწავლი ენებს ინდივიდუალურად და ჯგუფებში. მე გთავაზობთ: - საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს, სადაც ყურადღება დაეთმობა გრამატიკას, სასაუბრო ნაწილს და წერას. - შემოგთავაზებთ ბრიტანულ სახელმძღვანელოებს. - ვისაუბრებთ გაკვეთილზე მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მადლობა ყურადღებისთვის!
ინგლისური ენა ლიტერატურის ინდივიდუალური კურსი (ყველა დონე; სხვადასხვა სპეციალობის განხრით).
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინგლისურში. ვარ ინგლისური ენის პედაგოგი და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება.
ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. (I-VIIIკლასის მოსწავლეებს), ვარ სტუდენდი და გამაჩნია ტოეფელის(საერთაშორისო ინგლისურის გამოცდა) სერთიფიკატი. შევასწავლი ლექსიკას, გრამატიკასა და სასაუბრო ინგლისურს. იმისათვის, რომ მოსწავლე იყოს უფრო მოტივირებული, გვექნება შეჯიბრებები, ხოლო მიღებულ ცოდნას კი შემაჯამებელი ქვიზებით შევამოწმებ.
მოგესალმებით. ვარ ინგლისური ენის სპეციალისტი. მოვამზადებ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ინგლისურ ენაში (ვამზადებ ასევე ონლაინ). მაქვს გამოცდილება, ვმუშაობდი ამერიკულ-ბრიტანულ აკადემიაში ინგლისური ენის რეპეტიტორად, ასევე ვარ ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი. მოსწავლის მომზადებაში შედის სასაუბრო ინგლისური, კითხვა, წერა, გრამატიკა და ასევე მოსასმენი დავალებების შესრულება. ლოკაცია - ახალი რუსთავი. ვამზადებ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში. მე-5 და მე-66 კლასი - 40 ლარი მე7, მე-8 და მე-9 კლასი - 50 ლარი მე-10 და მე-11 კლასი - 60 ლარი აბიტურიენტი - 100 ლარი დეტალებისთვის დამიკავშირდით.