გერმანული ენის ონლაინ კურსი
მომზადება გერმანულ ენაში (A1-С1) ნებისმიერი დონიდან. მეცადინეობა ინდივიდუალური ან ჯგუფური (2 მსმენელი)
მომზადება გერმანულ ენაში (A1-С1) ნებისმიერი დონიდან. მეცადინეობა ინდივიდუალური ან ჯგუფური (2 მსმენელი)
გერმანიაში ნასწავლი პედაგოგი შევასწავლი ნებისმიერი ასაკის მსურველს გერმანულ ენა-ლიტერატურას. შევასწავლი ნებისმიერი დონიდან A 1, A2, B 1, B2, C 1, C 2. თქვენთვის მისაღები პორობების და მიზნების გათვალისწინებით. სწავლება მიმდინარეობს დაჩქარებული მეთოდით, თანამედროვე ლიტერატურით. ენის შესწავლა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკისთვის, თქვენი მიზნების გათვალისწინებით. ენის შესწავლა გარანტირებულია.
მოგესალმებით, ვარ გერმანული ენის პედაგოგი, უმაღლესი განათლებითა და ხანგრძლივი გამოცდილებით. შევასწავლი ენას ყველა საფეხურზე (A1.1- C1.2) ონლაინ რეჟიმში, პროგრამა და გრაფიკი შერჩეული. გაკვეთილები მიმდინარეობს ყველა უნარ-ჩვევების გავარჯიშებითა და ინოვაციური მეთოდებით. მსურველები დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
გამარჯობა, გერმანულ ენაში ვამზადებ ნებისმიერ მსურველს, როგორც სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე აბიტურიენტებს, სტუდენტებს, გოეთეს, Ösd, telk, გამოცდებისთვის. ვცხოვრობ საბურთალოზე, (ნუცუბიძის II პლატო), თუმცა ვამზადებ ონლაინ რეჟიმშიც. პროფესიით ვარ გერმანისტი, აგრეთვე წლებია ვცხოვრობდი და ვსწავლობდი გერმანიაშიც, მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და კარგი შედეგები. ინდივიდუალურად მომზადება 8 გაკვეთილი 200 ლარი. მყავს ასევე ჯგუფებიც.
გერმანიაში სამუშაოდ წამსვლელ პერსონალს - ექთნებს, ექიმებს სწრაფად და მაღალ დონეზე შევასწავლი გერმანულ ენას და სამედიცინო ტერმინოლოგიას. ასევე მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებს გერმანულ ენაში. სწავლის დროს გამოყენებული იქნება სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები. სწავლება მორგებული იქნება თითოეული ინდივიდის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. ვარ პროფესორი და გერმანისტი. დამთავრებული მაქვს ვულვერჰამპტონის უნივერსიტეტი ინგლისში და ბერლინის უნივერსიტეტი გერმანიაში.
შეგასწავლით გერმანულ ენას ხარისხიანად. ვამზადებ, როგორც სკოლის მოსწავლეებს მაღალი კლასებიდან (14 წლიდან ზევით), ასევე აბიტურიენტებსა და გერმანიაში სწავლისა და მუშაობის მსურველებს. მოგამზადებთ გოეთეს ინსტიტუტის გამოცდებისთვის. ვარ გერმანული ენის მაგისტრი და კვალიფიციური პედაგოგი. სწავლა მიმდინარეობს ძირითადად ონლაინით, ინდივიდუალურად, ასევე ვიღებ მოსწავლეებს ბინაზეც, მე თვითონ არ დავდივარ მოწაფეებთან. დაინტერესებული და ნამდვილად მონდომებული მსურველები დამიკავშირდით ნომერზე.
ვარ პროფესიით გერმანისტი, ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილებით. გაკვეთილები ჩატარდება ინდივიდუალურად, ონლაინ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი-საათნახევარი. გაკვეთილები კვირაში ორჯერ, ონლაინ რეჟიმში.მაქვს გამოცდილება გოეთესა და ÖSD-ს გამოცდებზე მუშაობის გამოცდილება.მოვამზადებ A1-B2 დონის შესწავლის ნებისმიერ მსურველს.
ვარ გერმანული ენის ლექტორი დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ვამზადებ გერმანულ ენაში აბიტურიენტებს, გოეთეს ინსტიტუტში სერტიფიკატზე გამსვლელებს ყველა დონისათვის Grundstufe-A1-A2, Mittelstufe B1-B2, Oberstufe C1- C2 ჩაბარების გარანტიით. გერმანიაში Au-Pair პროგრამით წასვლის მსურველებს, ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს, ექიმებს, სამედიცინო განათლების მქონე პირებს, Test-DaF-ის გამოცდებისათვის. მაგისტრანტებს, სკოლის მოსწავლეებს, DSD გამოცდებისთვის, თანამედროვე სასწავლო ლიტერატურით და აუდიო დისკების საშუალებით. შესაძლებელია დისტანციურადაც, ფასი შეთანხმებით.
მოვამზადებ გერმანულ ენაში დისტანციურად ნებისმიერ მსურველს (სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, გერმანიაში წასვლის მსურველებს, გოეთეში ჩაბარების მსურველებს). სწავლა მიმდინარეობს ინდივიდუალურად სახელმძღანოებით. მაქვს უამრავი ტესტი და სავარჯიშო, რომლებსაც ეტაპობრივად მოგაწვდით, ასევე მაქვს სწრაფი კურსიც. დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
• მოვამზადებ გერმანულ ენაში A1-A2-B1-B2-C1 დონეზე მომზადების ქართულენოვან და ინგლისურენოვან ნებისმიერ მსურველს; • სასერტიფიკატო გამოცდებისთვის: გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი (Goethe Zertifikat), ÖSD (Das Österreichische Sprachdiplom), TLC (Telc). ✓ მოკლედ ჩემს შესახებ: • განათლებით ვარ გერმანული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, (გერმანისტი); • მეორე უცხო ენა ინგლისური; • ვფლობ გოეთეს ინსტიტუტის ენის სერთიფიკატს; • აღნიშნულ სფეროში მაქვს, როგორც მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება; • ვცხოვრობდი გერმანიაში; • მაქვს გერმანელებთან მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად ენის პრაქტიკა; ~ გაკვეთილზე ვივარჯიშებთ ენის შესწავლის ოთხ ძირითად ასპექტში: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. ~ სახელმძღვანელოებს ყოველთვის ვარჩევ და ვგეგმავ გაკვეთილებს კონკრეტული სტუდენტის ასაკისა და მიზნის მიხედვით. ჩვენი ფოკუსირება დიდწილად იქნება დამოკიდებული სტუდენტის საჭიროებებსა და მიზნებზე, რომელსაც დასაწყისში დავსახავთ მასთან ერთად. • ორიენტირებული ვარ პროფესიულ თვითგანვითარებაზე, პროდუქტიულ მუშაობაზე, ხარისხსა და შედეგზე. ✓ ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილები თიმსის (Teams) საშუალებით (ერთ სტუდენტი)- ხანგრძლივობა: 60 წთ. რაოდენობა: 8 გაკვეთილი ღირებულება: 240 ლარი ✓ პირველი, (საცდელი) 30 წუთიანი გაკვეთილის ღირებულება სიმბოლურად 10 ლარი. ✓ შესაძლებელია შეხვედრითი სახის გაკვეთილებიც.
მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს გერმანულში , A1-B2 დონე. გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, რადგან ვცხოვრობ გერმანიაში. ვარ გერმანისტიკის სტუდენტი ბრემენის უნივერსიტეტში,მაქვს 2 წლიანი გამოცდილება როგორც პატარა ასევე დიდი ასაკის მოსწავლეებთან.
მომზადება გერმანულ ენაში. A1. A2. B1. B2. ასევე შესაძლებელია ONLINE. კვალიფიკაცია: სწავლების ფართო გამოცდილება. სერთიფიკატი C1 (ÖSD, TestDaf). დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.
Hallo! შევასწავლი გერმანულ ენას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს A1-დან C1 დონის ჩათვლით. ცოტა რამ ჩემს შესახებ: გერმანულთან შეხება მაქვს 17 წელია. ვარ გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამის სტიპენდიატი, რომლის საფუძველზეც ვმუშაობდი გერმანიის პარლამენტში, ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში და პარალელურად ვსწავლობდი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. აღებული მაქვს DSDII-ის C1 დონის სერთიფიკატი. ბერლინში გავლილი მაქვს ენის კურსი, სადაც ასევე ავიღე C1 დონის სერთიფიკატი. DAAD დაფინანსებით ვსწავლობდი მიუნსტერის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც გავიარე იურიდიული გერმანულის კურსი და უმაღლესი შეფასებით მივიღე დიპლომი. როგორია ჩემი გაკვეთილები? გაკვეთილები მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. გაკვეთილზე დრო ეთმობა ოთხივე კომპონენტის განვითარებას. გარდა ძირითადი სახელმძღვანელოებისა, რომელიც დონის მიღწევაში გვეხმარება, აქტიურად გამოიყენება დამატებითი მასალები: სტატიები, წიგნები, ვიდეოები, ფილმები, რომლებიც თქვენი ინტერესების შესაბამისად, ინდივიდუალურად შეირჩევა. გაკვეთილები ტარდება ონლაინ. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დამიკავშირდით ნომერზე, ვოთსაპის მეშვეობით ან შემდეგ მეილზე: learngerman.nino@gmail.com
მე მქვია ნინა, ვარ 28 წლის და უკვე 9 წელია ვსწავლობ და ვმოღვაწეობ გერმანიაში. თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ავიღე გერმანული ენის DSDII (C1) დიპლომი და ვარ რეგენსბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებების ბაკალავრი. ამჟამად ვსწავლობ ნიურნბერგის ხელოვნების აკადემიაში. ჩემ მიერ შემოთავაზებული კურსი უმეტესად გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ესაჭიროებათ გერმანული ენის შესწავლა. „DaF kompakt Neu“ მოიცავს A1-დან B1-ის ჩათვლით მასალას. წიგნის სტანდარტული მასალის გარდა ვეცნობით გერმანული ენის საგამოცდო ფორმატს, ასევე ყურადღებას ვუთმობთ გერმანიაში აქტუალურ თემებს, ყოველდღიურ საუბარს, ლექსიკისა და გამოთქმის გაუმჯობესებას. გაკვეთილები ტარდება დისტანციურად, Google Meet-ში. მაქვს მოქნილი გრაფიკი და ტერმინების დანიშვნა შესაძლებელია დღის განმავლობაში, საღამოობით ან/და შაბათ-კვირასაც. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, 8 გაკვეთილი - 300 ლარი, 2-3 კაციან ჯგუფებში.
გსურთ გერმანულის სწავლა სწრაფად, ეფექტურად და ნებისმიერი მიზნისთვის? ჩვენთან შეგიძლიათ ისწავლოთ გერმანული ნებისმიერი დონეზე – A1, A2, B1, B2, C1, C2 – ინდივიდუალურ ან ჯგუფურ გაკვეთილებზე. ნებისმიერი დონე დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ჩააბაროთ სასურველი სერტიფიკატო გამოცდები: TestDaF, ეროვნული გამოცდები, მასწავლებლის სპეციალობის გამოცდა, DSD, Goethe, Telc, ÖSD. ვისთვის არის განკუთვნილი კურსები: - სკოლის მოსწავლეებისთვის – მომზადება ეროვნული გამოცდებისა და DSD-ისთვის - სტუდენტებისთვის – სწავლა, (TestDaF) ან მუშაობა გერმანიაში (Ferienjob) - ექიმების, ექთნების, ან გერმანიაში დასაქმებისა და ენის კურსების გავლის მსურველთათვის ჩვენი უპირატესობები: ✅ ინტერაქტიული, მოსწავლეზე მორგებული გაკვეთილები ✅ თანამედროვე სახელმძღვანელოები და მეთოდები ✅ პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოდ – გაცნობითი ინფორმაცია სწავლებისა და ტექნიკური პირობების შესახებ დაგვირეკეთ ან გამოგვიგზავნეთ შეტყობინება WhatsApp/Viber-ზე.
მოვამზადებ მოსწავლეებს გერმანულ ენაში. დონე - A1, A2, B1. ბინაზე მისვლით ან online. დეტალებისთვის დამიკავშირდით
მოვამზადებ მსურველებს ( როგორც ქართულენოვან ასევე რუსულენოვან მსურველებს) გერმანულ ენაში A1 - დან B2 დონის ჩათვლით, ვარ პროფესიით გერმანული ენის ფილოლოგი ( თსუ - ს ბაკალავრი), რის შემდეგაც გავაგრძელე სწავლა მოსკოვში ( მაგისტრატურა). უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი გერმანიაში). გთავაზობთ გაკვეთილებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (2/3/4 მოსწავლე) ონლაინ. ინდივიდუალურის ფასი 170 ლარი.
მოვამზადებ გერმანულ ენაში A1 დონიდან B2 დონის ჩათვლით მოსწავლეებს ონლაინ, . მაქვს გერმანიაში 2019 და 2022 წლებში გერმანული ენის კურსები გავლილი, ვფლობ C1 დონის DSD სერთიფიკატს, მაქვს 4 წლიანი სწავლების გამოცდილება, როგორც ბავშვებთან ასევე მოზრდილებთან. კვირაში ორი გაკვეთილი, თვეში 8 გაკვეთილის ღირებულება -250ლარი
დაკავშირება WhatsApp-ზე. გამარჯობა! Hallo ან, როგორც ჩრდილოეთ გერმანიაში ამბობენ, Moin! ცოტა რამ ჩემ შესახებ: ვცხოვრობ მე-4 წელია გერმანიაში, ჰამბურგში (Hochdeutsch first?) და ვარ მაგისტრატურის სტუდენტი. გერმანული ენა შევისწავლე გერმანიაში, ინტენსიური ენის სკოლაში, სადაც თანამედროვე და პრაქტიკულ სასწავლო მეთოდებს გავეცანი. სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩავაბარე C1 დონის გერმანული ენის გამოცდა, რამაც უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომცა. რას შემოგთავაზებთ? - ინდივიდუალურ მიდგომას და თქვენზე მორგებულ სასწავლო გეგმას; - გრამატიკას, ლექსიკას, საუბარსა და პრაქტიკულ გერმანულს; - სწავლის ეფექტურ ტექნიკებსა და მეთოდებს, რომლებიც თავად ვისწავლე ინტენსიური ენის კურსზე და პრაქტიკაში გამოვიყენე. ჩემი პირადი გამოცდილების საფუძველზე დაგეხმარებით ინფორმაციის მოძიებასა და პროცესის უკეთ დაგეგმვაში, იქნება ეს უნივერსიტეტში ჩაბარება, ენის კურსი, Au-pair თუ სხვა. გაგიზიარებთ იმ გამოცდილებას, რესურსებსა და პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც თავად დამჭირდა გერმანიაში ჩამოსვლისა და სწავლის გზაზე. პირველი გაცნობითი გაკვეთილი უფასოა! ამ დღეს შეავსებთ ენის დონის განმსაზღვრელ ტესტს. ფასი: 8 გაკვეთილი ინდივიდუალური - 200 ლარი ჯგუფური - 150 ლარი Bis bald!
მოგესალმებით, ვიწყებ მომზადებას გერმანული ენის A1/A2/B1/B2 დონეზე შესწავლის მსურველთათვის. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წთ. 2 წლის წინ ჩავაბარე გოეთეს ენის გამოცდა, Goethe Zertifikat Prüfung Niveau C1. აგვისტოში გავიარე ჰოსპიტაცია Mecklenburg Vorpommern მიწაზე, ქალაქ Röbel ში, Mediclin Müritz Klinikum, Röbel, Stadtgartenstraße 15, 17207 Röbel. მსურველები შემეხმიანეთ მესინჯერში.
მოვამზადებ გერმანულ ენასა და ლიტერატურაში , ნებისმიერი ასაკის მსურველს საფუძვლიანად, მაღალი ხარისხის გარანტიით. შესაძლებელია ბინაზე მისვლაც. ფასი შეთანხმებით.
შევასწავლი გერმანულს სკოლის მოსწავლეებს, დამწყებ A1-A2 დონეებზე. 8 გაკვეთილის ფასი - 200₾. გაკვეთილები მიმდინარეობს ონლაინ, Zoom/Teams-ის საშუალებით.
ვფიქრობ განათლება საკმარისია ქალბატონ ნანას დახასიათებაში