inglisuri enis sheswavla

პრო
ინგლისური ენის რეპეტიტორი
eyeნანახი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

ESL Teacher (English as a Second Language Teacher) ინგლისურ ენაში მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს. პროფესიული კუთხით - ბიზნეს ინგლისურში და სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის: FCE, TKT,CAE, IELTS, Pre-TOEFL, TOEFL. განათლება: 1.აწსუ-ინგლისური ენის ფილოლოგია-ბაკალავრი 2. IBSU-განათლების ადმინისტრირება-მაგისტრი 3. IBSU-განათლების მეცნიერებების დოქტორი 4. TEYL, TEAL, TESOL/TEFL Certificates (World TESOL Academy) 5. Teaching English as a Foreign Language (TEFL) (Gatehouse Awards, i-to-i) 6. Civic and Tech through the English Language 7. Training of Trainers, E-Learning Theory & Practice (Alison) 8. English Language Teaching (NAEC) 9. Professional Career Skills-International Business Management Institution in Germany 10. Leader of Learners-Education Leadership-Harvard University (US) ზოგადი ინგლისური (A1, A2, B1, B2) საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (C1) სასაუბრო ინგლისური სწავლება მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწას, ლექსიკური მარაგის გაზრდას და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსს უნივერსიტეტის პროგრამით. ადაპტირებული ლიტერატურა დონეების მოხედვით, ორიგინალი ნაწარმოების/პრესის კითხვა და გარჩევა. მეცადინეობა კვირაში ორჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ჯგუფში მაქსიმუმ 4 მოსწავლე ასევე, ინდივიდუალური მეცადინეობა ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით ასაკი შეზღუდული არ არის დონეს ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე გავარკვევთ Yours faithfully Elizabeth

სერტიფიკატი
ტელეფონი
პრო
ინგლისური ენის რეპეტიტორი
eyeნანახი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

კვალიფიციური პედაგოგი შევასწავლი ინგლისურ ენას უმაღლეს დონეზე, შესაბამისი დონის პროგრამებით "A1 (STARTER) A2 ( ELEMENTARY) B1 (PRE-INTERMADIATE) B1+(INTERMADIATE) B2 (UPPER INTERMADIATE). ყველა ასაკის მსურველს, როგორც სასაუბრო ინგლისურს ასევე აბიტუერიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. ვამზადებ ჯგუფურად და ინდივიდუალურად, გრამატიკა, ლექსიკა, უმაღლესი დონის ლიტერატურა. ვცხოვრობდი 8 წელი შვეიცარიასა და საფრანგეთში. შესაძლებელია ონლაინ გაჯვეთილების ჩატარებაც. ტერიტორიულად ვცხოვრობ თბილისში, ახმეტელის მეტროსთან. კვირაში 2 დღე (8 გაკვეთილი)- 100₾ კვირაში 3 დღე( 12 გაკვეთილი-150₾ მსურველებმა დამიკავშირდით ნომერზე

ტელეფონი
პრო
სასაუბრო ინგლისურის ინდივიდუალური ონლაინ კურსი
eyeნანახი
სასაუბრო ინგლისურის ინდივიდუალური ონლაინ კურსი

გაქვთ ბაზა, თუმცა, ინგლისურად მაინც ვერ საუბრობთ და გსურთ რეალურად ალაპარაკდეთ ან სრულიად საწყის დონეზე ხართ? იმყოფებით ემიგრაციაში? ჩაეწერეთ ახლავე, თუ ნამდვილად გსურთ რეალური შედეგის მიღება, გაიარეთ ინგლისური ენის 3-6 თვიანი ინდივიდუალური ონლაინ კურსი დისტანციურად და ალაპარაკდით მარტივად. კვირაში 2 ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი; ერთი გაკვეთილი-20$, თვეში- 180$; 3 თვიანი ონლაინ კურსის შეძენისას მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება- 540$-ის ნაცვლად იხდით 430$(27 გაკვეთილი); 6 თვეზე 30%- 1080$-ის ნაცვლად-750$ (54 გაკვეთილი); ბინაზე მისვლით- თვეში 270$(თბილისი); გადახდა ხდება დასაწყისში. გასაუბრების შემდეგ ტარდება ერთი უ ფ ა ს ო გაკვეთილი, ვთანხმდებით დროებზე; იხდით კურსის ან თვის ჰონორარს და ვიწყებთ სწავლას. კურსს უძღვება 21 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე (აქედან 8 წლიანი ონლაინ რეჟიმში სწავლების გამოცდილებით) ინგლისური ენის სპეციალისტი-თარჯიმანი უნიკალური მეთოდით, ინდივიდუალური ინტერესის გათვალისწინებით, რომლის გავლის შემდეგაც თქვენ შეძლებთ ნებისმიერ თემაზე დალაპარაკებას. კურსი განსაზღვრულია მხოლოდ სერიოზული, კონკრეტული მიზნის მქონე და საქმიანი მსურველებისთვის( ყველა ასაკისთვის);.ტექსტობრივი თარგმანი, გარჩეული სიტყვები, ფრაზები და აუდიო-ვიდეო მასალა გეგზავნებათ მეილზე, რომელიც კურსის გავლის შემთხვევაში ბონუსად (უფასოდ) გადმოგეცემათ მსვლელობისას. ცალკე მასალის ღირებულებაა 300$. აბიტურიენტებს მაღალი ქულების გარანტიით; ასევე ვამზადებ FCE, IELTS, TOEFL-ში( გაკვეთილი-40$); ემიგრანტები დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე(ვაიბერით/ვოთსაპით);

ტელეფონი
პრო
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
eyeნანახი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
5.0
| 4 შეფასება

არსებობს უამრავი სასწავლო პროგრამა, რეპეტიტორი და მეთოდიკა. ხშირ შემთხვევაში 3 ვარიანტია: 1.სასწავლო კურსი ზედმეტად აკადემიური და გაწერილია, შესაბამისად მოსაწყენი 2.აქცენტი მხოლოდ ენის მარტივ კომპონენტებზეა გამახვილებული (მეტყველება და მოსმენა), წერა, კითხვა და სხვა ასპექტები კი უგულვებელყოფილი. ბუნდოვანია შედეგები და მეთოდებიც. სილაბუსი ხშირად არც არსებობს (სად ვართ და სად უნდა მივიდეთ). 3. ზემოაღნიშნული პრობლემები არ შეინიშნება, მაგრამ ჯგუფები ზედმეტად დიდია,ამიტომ ვერ ხერხდება ინდივიდუალური მიდგომის რეალიზება და კარგ შედეგებზე გასვლა. რას გთავაზობთ მე? ✅ თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებზე მორგებულ, საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) საშინაო დავალებების გარეშე; ✅აკადემიურ მიდგომას, გაწერილ სასწავლო გეგმას და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე ადაპტირდება და არ გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. შემეხმიანეთ რეალურად დაინტერესებული პირები.

სერტიფიკატი
ტელეფონი
პრო
სასაუბრო ინგლისური გაკვეთილებისთვის
eyeნანახი
სასაუბრო ინგლისური გაკვეთილებისთვის
5.0
| 1 შეფასება

გთავაზობთ ინგლისური ენის თანამედროვე ტიპის კურსს, რომელიც ექსპრეს ხასიათისაა და ორიენტირებულია ენის სწრაფად ათვისებაზე. ვიყენებ ამერიკულ სიტუაციურ კომედიებს, Netlix-ის პლათფორმაზე განთავსებულ კონტენტს, ვასწავლი გრამატიკას სახალისო მეთოდიკით, მოსაწყენი ლექსიკური უაზრობების გვერდის ავლით. თუკი აქამდე ინგლისური ენის ათვისება კოშმარად გეჩვენებოდა, გპირდები, რომ შენ აზრს შეიცვლი. სიხშირე: კვირაში 2-ჯერ ⏰ ხანგრძლივობა: 1სთ - 1.30სთ შეხვედრის ფორმატი: ონლაინ სტანდარტული ტიპის ერთი გაკვეთილი სასაუბრო ინგლისურში 25 ლარი. IELTS , TOEFL, PTE - სპეც. მოსამზადებელი კურსის მიხედვით, ერთი გაკვეთილი - 30 ლარი

ტელეფონი
პრო
ინგლისურის შესწავლა
eyeნანახი
ინგლისურის შესწავლა

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია რაც ვასწავლი ინგლისურს, განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. შესაძლებელია ონლაინ მეცადინეობა. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და თბილი გარემო.

ტელეფონი
მომზადება ინგლისურ ენაში
eyeნანახი
მომზადება ინგლისურ ენაში

ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგი გთავაზობთ ნებისმიერი ასაკის მსურველს ზოგადი ინგლისური ენის კურსებს. მოვამზადებ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში ჩაბარების მსურველებს. გთავაზობთ ასევე მომზადებას კემბრიჯის შემდეგი საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის (TOEFL, IELTS, PET, CAE, TKT). გაგაცნობთ გამოცდების შემადგენელ კომპონენტებს. კურსის მსვლელობისას აქცენტი კეთდება ისეთი სტრატეგიების შემუშავებაზე რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაძლიოთ საგამოცდო დავალებები და ეფექტურად გამოიყენოთ საგამოცდო დრო. მეცადინეობები ტარდება როგორც წყვილში, ასევე ინდივიდუალურად. სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ დისტანციურად.ამჟამად ვიმყოფები ჩინეთში ინგლისურის მასწავლებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით WhatsApp-ში.

სერტიფიკატი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
eyeნანახი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

მოგესალმებით მოსწავლეებო და აბიტურიენტებო! დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებით! სასწავლო ცენტრებსა და რეპეტიტორად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი გთავაზობთ გაძლიერებულ კურსს ინგლისურ ენაში, რაც გულისხმობს თქვენი ლექსიკური მარაგის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, მოსწავლეებს დავეხმარები მარტივად დაძლიოს და გაიგოს სასკოლო მასალა, ასევე აბიტურიენტებს ( და არა მხოლოდ ) დავეხმარები რვავე დავალებაზე საფუძვლიან მუშაობაში, როგორიცაა: 1. მოსმენის უნარების გამომუშავება და დახვეწა. 2. წაკითხული ტექსტის გაგება და მასთან ასოცირებული დავალებების შესრულება. 3. ლექსიკური მარაგის გამდიდრება ტექსტებზე, სიტყვებზე, ფრაზებსა და ფრაზალურ ზმნებზე მუშაობით. 4. გრამატიკის საფუძვლიანი შესწავლა თეორიული და პრაქტიკული მასალით. 5. ფორმალური წერილის შაბლონის სწავლება, კითხვების სწორად ფორმულირებაზე ვარჯიში და წერილისთვის საჭირო ლექსიკური მასალის შესწავლა. 6. არგუმენტირებული ესეს შაბლონის სწავლება და საჭირო ლექსიკური მასალა თემატურად. 7.სიტყვების ჩასმაზე ვარჯიში სათანადო სავარჯიშოებით. 8.არტიკლების, წინდებულების, კავშირისა და მიმართებითი ნაცვალსახელების ჩასმაზე მუშაობა. 9. ერთიანი ეროვნული გამოცდების წინა წლების ტესტებისა და სხვა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით ცოდნის გამყარება. სასწავლო პროცესის ეფექტურად წარსამართავად ვიყენებ მხოლოდ უახლეს, ეფექტიან და მრავალფეროვან პროგრამას. გისურვებთ წარმატებას!

ინგლისურ ენაში მომზადება - ინგლისურის რეპეტიტორი
ინგლისურ ენაში მომზადება - ინგლისურის რეპეტიტორი

მაღალკვალიფიცირებული ინგლისურის რეპეტიტორი გთავაზობთ ნებისმიერი ასაკის მსურველს ინგლისურის მაღალ, საფუძვლიან დონეზე სწავლებას. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის, როგორც მოსწავლეთათვის, ისე აბიტურიენტთათვის და სხვა ყველა დანარჩენისთვის, ვისაც ენის გაღრმავება სურს. შემუშავებული გვაქვს საკმაოდ მაღალი ხარისხის, კომფორტული, მაღალინტერაქციული სწავლების მეთოდი - დროზე თქვენზე მორგებული. ჩვენი ოფისია ვაკეში, ჭავჭავაძის 39-ში, თუმცა, ამას გარდა, გთავაზობთ, სახლში მისვლის და მეტიც ონლაინ რეჟიმში მეცადინეობასაც. აირჩიე ჩვენი სერვისი მაქსიმალური და სწრაფი შედეგისთვის.

ინგლისურის რეპეტიტორი
eyeნანახი
ინგლისურის რეპეტიტორი

Მოგესალმებით, მე მქვია ანა , ვარ 25 წლის. ვარ ინგლისური ენის პედაგოგი. შევასწავლი ინგლისურ ენას სკოლის მოსწავლეებს საფუძვლიანად. სწავლება მოიცავს ენის ოთხივე კომპონენტს ( speaking, writing, reading, listening) ასევე, შესაძლებლია ინტენსიური (სწრაფი) კურსის გავლა. გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთი საათი, მეცადინეობა არის ინდივიდუალური და ჯგუფური, სურვილის მიხედვით. Ჯგუფში მყავს მაქსიმუმ 3 ბავშვი. ( სურვილისამებრ შესაძლებელია ონლაინ გაკვეთილებიც ) 8 ინდივიდუალური გაკვეთილის ღირებულება 100 ლარი. Გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ (თქვენი სურვილის მიხედვით) Დეტალური ინფორმაციისათვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. Ვცხოვრობ წმინდა ბარბარეს უბანში, 82-ე საჯარო სკოლასთან, მოსკოვის გამზირის ბოლოში. Გაკვეთილები ტარდება ჩემთან სახლში.

მოვამზადებ ინგლისურ ენაში სკოლის მოსწავლეებს
eyeნანახი
მოვამზადებ ინგლისურ ენაში სკოლის მოსწავლეებს

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში(როგორც ადგილზე, ვაშლიჯვარში, ამავე დროს, დისტანციურადაც) .გავლილი მაქვს ინტენსიური ინგლისურის კურსი საზღვარგარეთ და მაქვს native speaker - ებთან(როგორც ამერიკელებთან ასევე ბრიტანელებთან) საუბრის გამოცდილება. აღებული მაქვს საერთაშორისო სერთიფიკატი- TOEFL-ისა და C1 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომლებიც ევროპის ავტორიტეტული უნივერსიტეტის მიერ არის გაცემული. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ,გაკვეთილის ხანგრძლივობა 1საათი 30 წუთი. ჯგუფური შემთხვევაში ფასი 80ლ, ინდივიდუალურად-120ლ. დამიკავშირდით!