განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ტურისტული კომპანიები

ტურისტული კომპანიები წარმოადგენენ ორგანიზაციებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ მოგზაურობის დაგეგმვას, ორგანიზებასა და მომსახურებას. მათი მთავარი მიზანია ტურისტებისთვის კომფორტული და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნა, იქნება ეს შიდა თუ საერთაშორისო მოგზაურობა. მათი მთავარი უპირატესობა კომფორტი და მოქნილობაა: კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ სხვადასხვა ტურისტულ პაკეტებს, დაწყებული ბიუჯეტური ტურებით, დამთავრებული ექსკლუზიური და ლუქს პროგრამებით.
ტურისტული კომპანიები უზრუნველყოფენ ტურების დეტალურ დაგეგმვას, რაც მოიცავს ტრანსპორტის, საცხოვრებლის, ექსკურსიების და სადილების ორგანიზებას.  ისინი ხშირად გვთავაზობენ სპეციალურ ფასდაკლებებს და იაფ ტურებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე. მაგალითად, საქართველოში პოპულარულია ტურები კახეთში, სვანეთში, ან თუშეთში, ასევე საზღვარგარეთ — სტამბოლში, კაბადოკიაში ან იტალიის ისტორიულ ქალაქებში.

განცხადებები

ჯგუფური ტური საბერძნეთში

გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად ჯგუფურ ტურს, საბერძნეთში: ათენი, ეგინა, ნავპლიო, მეტეორა. მოგზაურობის თარიღი და ღირებულება 1 პერსონაზე: - 4-9 იანვარი - 1590 ლარი; - 15-20 თებერვალი - 1380 ლარი; - 6-11 მარტო - 1450 ლარი (შეზღუდული რაოდენობით); აპრილიდან ემატება სანტორინის ტური - 17-22 აპრილი - 1490 ლარი; - 24-29 აპრილი - 1530 ლარი; - 10-15 მაისი - 1460 ლარი; ✅ ღირებულებაში შედის: - ორმხრივი ავიაბილეთი ქუთაისი-ათენი-ქუთაისი - სასტუმროში განთავსება - კვება - საუზმე - სამოგზაურო დაზღვევა - ხელბარგი 8 კგ - გამყოლის მომსახურება - ექსკურსიები ! ღირებულებაში არ შედის: - ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან 30 ევრო 2 გზა - მუზეუმების მოსაკრებელი დაახლოებით 45 ევრო - კუნძულ ეგინაზე გადასასვლელი ბილეთის ღირებულება 30-35 ევრო - ნავპლიოს და მეტეორას ტური (დამოკიდებულია მსურველთა რაოდენობაზე) - სითი ტაქსი 1დღე- 8 ევრო - კვება საუზმის გარდა კონსულტაციისთვის და კითხვებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით.

Caroline Travel Agency

Caroline Travel Agency — თქვენი მოგზაურობის სანდო პარტნიორი გთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას კომფორტული და დაუვიწყარი მოგზაურობისთვის. ჩვენი მომსახურება მოიცავს: ტურების დაგეგმვას და ორგანიზებას ავიაბილეთების შეძენას ტრანსპორტირების სერვისს სასტუმროების შერჩევასა და დაჯავშნას ვუზრუნველყოფთ მოგზაურობის ყველა ეტაპის პროფესიონალურ ორგანიზებას — იდეის დაგეგმვიდან დანიშნულების ადგილამდე.

Vogue Voyage ტურისტული კომპანია

Vogue Voyage — თქვენი მოგზაურობის სანდო პარტნიორი გთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას კომფორტული და დაუვიწყარი მოგზაურობის დასაგეგმად. ჩვენი მომსახურება მოიცავს: • ინდივიდუალურ ტურებს • ჯგუფურ ტურებს • ავიაბილეთების შეძენას • სამოგზაურო დაზღვევას • სავიზო მომსახურებას • კრუიზების ორგანიზებას • ავტობუსის ბილეთებს • მატარებლის ბილეთებს • გემის ბილეთებს

Just Travel / ჯასთ თრეველი — ტურისტული კომპანია

გთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას თქვენი მოგზაურობის კომფორტულად და მარტივად დასაგეგმად. ჩვენი სერვისები მოიცავს: • ავიაბილეთებს • სასტუმროების შერჩევასა და დაჯავშნას • ტრანსპორტირებას • ტურისტულ პაკეტებს • სამოგზაურო დაზღვევას • სავიზო მომსახურებას • კრუიზების ორგანიზებას

ტურისტული კომპანია "ონლაინ ტურები"

შემოგვერთდით ჩვენს ჯგუფურ ტურებზე და დააგროვეთ უამრავი პოზიტივი, მოგონება თუ მეგობრები ჩვენს პროფესიონალ გამყოლებთან ერთად ან დაგეგმეთ ინდივიდუალური მოგზაურობა ნებისმიერ დროს და ადგილას.

Enako Travel

Enako Travel — მოგზაურობა მარტივად და სასიამოვნოდ Enako Travel შეიქმნა ერთი მთავარი იდეით — მოგზაურობა ყველასთვის მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილება გახდეს. ჩვენ დაგეხმარებით მოგზაურობის დაგეგმვაში, საუკეთესო ვარიანტების შერჩევასა და ყველა საჭირო სერვისის ორგანიზებაში, რათა თქვენი გზა იყოს მშვიდი და დაუვიწყარი.

უზუნგოლი-სუმელა-ტრაბზონი

უზუნგოლი-სუმელა-ტრაბზონი ტურის ღირებულება 1 ადამიანზე: 380 ლარი მოგზაურობის პერიოდი : 6-7-8 მარტი 17-18-19 აპრილი 22-23-24 მაისი 29-30-31 მაისი 12-13-14 ივნისი ღირებულებაში შედის: მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით; გამყოლის მომსახურება; სასტუმროში განთავსება ზღვის პირველ ზოლში დილის საუზმე შიდა ექსკურსიები. I დღე გავემართებით საზღვრეის მიმართულებით გავივლით სასაზღვრო პროცედურებს და წავალთ უზუნგოლზე *უზუნგოლი - ტბა ტრაბზონის რეგიონში, ულამაზესი ხედებით. *სუმელას მონასტერი - VI საუკუნის უნიკალური ძეგლი. * მცირე აია- სოფიას ტაძარი რომელიც ქალაქ ტრაბზონში მდებარეობს. ის ადრე ქრისტიანულ ტაძარს წარმოადგენდა, რომელიც დღეს მოქმედ მეჩეთადაა გადაკეთებული. თუმცა შემორჩენილია უძველესი ფრესკები. *ტრაბზონის მოლი სასტუმროში დაბინავება II დღე დილით ვისაუზმებთ და შემდეგ მოვინახულებთ: * ჩალის მღვიმეს-მსოფლიოს სიგრძით მეორე მღვიმეთ აღიარებული ულამაზესი გამოქვაბული, სადაც პატარა მდინარე მოედინება და ქმნის ზღაპრილ ატმოსეროს. * ვახშამი აკბაატის ხეობაში ტბისპირა რესტორანში. III დღე დილის საუზმის შემდეგ მივინახულებთ: *ათათურქის სახლ-მუზეუმს *ტრაბზონის ბოტანიკური ბაღი *ქემელფაშა ან მოლი საზღვართან (დროის მიხედვით) დაბრუნება თბილისში. ტურის ღირებულებაში არშედის: • კვება (შუადღე საღამო) *მუზეუმების ბილეთები კონსულტაციისთვის და კითხვებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით განცხადებაზე მითითებულ ნომერზე.

შემომყვანი ტურისტული კომპანიები

შემომყვანი ტურისტული კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პროცესში. მათი მომსახურება მოიცავს უცხოელი სტუმრების მიღებას, სხვადასხვა ტიპის ტურების ორგანიზებას და მარშრუტების დაგეგმვას, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას.
საქართველოში შემომყვანი ტურისტული კომპანიები ორგანიზებას უწევენ კულტურულ ტურებს, ველო ტურებს,  ღვინის ტურებს, ჯიპ ტურებს, სათავგადასავლო,  და ეკო-ტურებს. პოპულარული მიმართულებები მოიცავს სამეგრელოს, თუშეთს, ხევსურეთს და აჭარას. ასევე აქტუალურია ტურები მღვიმეებში, მთიან რეგიონებში და ტაძრებში. 
კომპანიები სტუმრებს სთავაზობენ სრულ მომსახურებას, დაწყებული ტრანსპორტით და საცხოვრებლით, დამთავრებული გიდის მომსახურებით. მათთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველად სტუმრობს საქართველოს. კომპანიის შერჩევისას რეკომენდებულია შეფასებების გადამოწმება და სანდოობის დადასტურება, რაც შეიძლება გააკეთოთ სპეციალურ ონლაინ პლატფორმებზე.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ტურისტული კომპანია?

ტურისტული კომპანიის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში. სწორი არჩევანი არა მხოლოდ ეკონომიას გაგიწევთ, არამედ მოგზაურობასაც უფრო კომფორტულსა და დაუვიწყარს გახდის. აქ არის რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ:
პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები და პრიორიტეტები. თუ გსურთ შვებულება საქართველოში გაატაროთ, შეარჩიეთ კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ ტურებს კახეთში, თუშეთში, რაჭაში, ბათუმში ან მარტვილის კანიონზე. ხოლო თუ საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავთ, მაგალითად, ევროპაში, ჩინეთში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ეგვიპტეში ან კვიპროსზე, მოიძიეთ კომპანიები, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან საერთაშორისო ტურებში.
მეორე ნაბიჯია რეპუტაციისა და გამოცდილების გადამოწმება. ტურისტული კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე არიან და მრავალფეროვან პაკეტებს გვთავაზობენ, ხშირად უფრო საიმედოები არიან. გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს და რეკომენდაციებს ონლაინ პლატფორმაზე, როგორიცაა SERVISEBI.GE. სერვისები საშუალებას გაძლევთ შეადაროთ სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებები, მომსახურების პირობები, ფასები, შეფასებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. ყველა შეთავაზებას თან ერთვის ტურისტული კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციაც, რაც კიდევ უფრო მეტად გიმარტივებთ მომსახურების მიღების პროცესს.  
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მომსახურების დეტალებს. შეისწავლეთ, რა შედის ტურისტულ პაკეტში — ტრანსპორტი, საცხოვრებელი, გიდი თუ ექსკურსიები. მნიშვნელოვანია, რომ პაკეტი თქვენი საჭიროებების შესაბამისი იყოს, იმისათვის რომ აგარიდოთ დამატებითი ხარჯები თავიდან.
ევროპის ტურები ტურისტული სააგენტოების საშუალებით მოიცავს მრავალფეროვან მიმართულებებს, როგორიცაა პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, ესპანეთი, ავსტრია, საბერძნეთი და ა.შ. თითოეული ქვეყანა თავის უნიკალურ კულტურას, არქიტექტურას და კულინარიულ სამყაროს სთავაზობს მოგზაურებს. სააგენტოების შეთავაზებებში ხშირად შედის ორგანიზებული ტურები ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ვენა, ბუდაპეშტი, რომი, ბაქო, პრაღა, ვენეცია და ბარსელონა.
ფასიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. იაფი ტურები, განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებებით, როგორიცაა თურქეთი ან იტალია, ხშირად ბევრისთვის მომხიბვლელია. თუმცა, ფასების შედარებასთან ერთად, მომსახურების ხარისხიც უნდა გაითვალისწინოთ.
გარდა ამისა, პროფესიონალური მიდგომა და მოქნილი პირობები მნიშვნელოვანია. კარგი ტურისტული კომპანია მზად არის შემოგთავაზოთ ალტერნატივები, დაგეხმაროთ ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია დროულად.

რას გვთავაზობენ ტურისტული სააგენტოები?


ტურისტული კომპანიების დახმარებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მრავალფეროვანი შეთავაზებებით. ეს შეიძლება იყოს:
ადგილობრივი ტურები: ერთ დღიანი და ორდღიანი ტურები მთელ საქართველოში, მათ შორის სვანეთში, თუშეთში, რაჭაში, კახეთში ან აჭარაში.
საერთაშორისო ტურები: მაგალითად, ტურები თურქეთში, საბერძნეთში, ბორა-ბორაზე, სეიშელის კუნძულებზე,  მალდივებზე, ბალიზე და ა.შ.
ექსკლუზიური სერვისები: ველო ტურები, ჯიპით მოგზაურობა ან ავიატურები, როგორიცაა ვერტმფრენის ტურები სვანეთისკენ.
ტურისტული კომპანიები ხშირად გვთავაზობენ ფასდაკლებებს, რაც მომხმარებლებისთვის დამატებითი ბონუსია.
საუკეთესო ტურისტული კომპანიის შერჩევა წარმატებული მოგზაურობის საფუძველია. სწორად შერჩეული კომპანია მოგცემთ მშვიდად და ორგანიზებულად მოგზაურობის საშუალებას. ნუ დაივიწყებთ, რომ მოგზაურობა არის არა მხოლოდ ახალ ადგილებთან შეხვედრა, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენაც. ასე რომ, აირჩიეთ სანდო პარტნიორი, დაგეგმეთ თქვენი თავგადასავალი და გაატარეთ დაუვიწყარი დრო!

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რატომ არის მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანიის არჩევა მოგზაურობის დაგეგმვისას?

ტურისტული კომპანიის შერჩევა მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს პროფესიონალურ სერვისს, დაზოგავს დროსა და რესურსებს, დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ მარშრუტი და მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას როგორც ადგილობრივი ტურების შესახებ (მაგ., ბათუმი, ქუთაისი, ყაზბეგი), ისე საერთაშორისო მიმართულებებზე, როგორიცაა მალდივები, შრი-ლანკა, ტაილანდი ან შვეიცარია.

​როგორ შეიძლება ვიპოვოთ საუკეთესო ტურისტული კომპანია?

 საუკეთესო ტურისტული კომპანიის მოსაძებნად, ყურადღება უნდა მიაქციოთ მომხმარებელთა შეფასებებს, რეკომენდაციებსა და შეთავაზებულ ტურისტულ პაკეტებს. მაგალითად, ზოგი კომპანია სპეციალიზებულია იაფ ტურებზე საქართველოში, მათ შორის რაჭაში ან ბორჯომში, სხვები კი ორგანიზებას უწევენ ტურებს ესპანეთში, ჩინეთში ან ავსტრალიაში.

​რა უპირატესობებს გვთავაზობენ ტურისტული კომპანიები?

 ტურისტული კომპანიები უზრუნველყოფენ სრულ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტირებას, გიდის მომსახურებას, სასტუმროს ჯავშნებს და დაზღვევას. ისინი ასევე დაგეხმარებიან ისეთი პოპულარული ადგილების მონახულებაში, როგორიცაა საფრანგეთი, ინდოეთი,მექსიკა, ისლანდია, ეგვიპტე, კვიპროსი და ა.შ.

​რა უნდა გაითვალისწინოთ ტურისტული კომპანიის არჩევისას?

შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მომსახურების ხარისხს, ფასების გამჭვირვალობას და კომპანიის სანდოობას. მაგალითად, თუ გეგმავთ ტურებს საზღვარგარეთ (მაგ., იტალიაში, დიდ ბრიტანეთში ან კვიპროსზე), მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა შედის ფასში და რამდენად მოქნილია სერვისის პირობები.

რატომ არის პოპულარული ტურები საქართველოში?

 საქართველოში ტურები პოპულარულია მისი კულტურული მრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სიმდიდრეების გამო. კახეთის ვენახები, სვანეთის თოვლიანი მთები, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლები და აჭარის შავი ზღვისპირა ქალაქები ტურისტებისთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტებია. ტურისტული კომპანიები ხშირად გვთავაზობენ სპეციალურ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტსა და გიდის მომსახურებას. საქართველოში პოპულარულია ასევე ექსკურსიები დაშბაშის კანიონზე, სათაფლიაში, ვარძიაში, რკონში და ა.შ.

სტატიები

ყველა სტატია