კატეგორიები

განცხადებები

РКИ/რუსული ენაში მომზადება
РКИ/რუსული ენაში მომზადება

ვარ რუსული ენის და ლიტერატურის ფილოლოგი, მაქვს მაგისტრის ხარისხი,ასევე მიმიღია მონაწილეობა საერთაშორისო ფილოლოგიურ კონფერენციებში. მაქვს მუშაობის გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. თუ გსურს, რომ მიიღო მაღალი ხარისხის ცოდნა და განათლება რუსულ ენაში, მაშინ მოდი ჩემს ლამაზ და მყუდრო ოფისში, რომელიც მდებარეობს გობრონიძის 1/ა-ში(მეტრო ახმეტელის წინ). ასევე ვმუშაობ online-რეჟიმში თქვენთვის სასურველ დროს. პირველი გაკვეთილი-კონსულტაცია უფასოა, სადაც გამოვავლენ თქვენს ფსიქოლოგიურ ტიპს და რუსული ენის ცოდნის დონეს.

რუსული ენა ინდივიდუალურად და დისტანციურად
რუსული ენა ინდივიდუალურად და დისტანციურად

აბიტურიენტებს შეგასწავლით რუსულ ენას საფუძვლიანად. ვარ კეთილგანწყობილი, გამოცდილი პედაგოგი, მხატვრული და სხვა ლიტერატურის მთარგმნელი, კულტურული ტურების გიდი. • ციფრული სახელმძღვანელო და საჭირო მხატვრული ლიტერატურა საჩუქრად. სისტემატურად მეცადინეობის შედეგად შეისწავლით: • გრამატიკას საფუძვლიანად; • განივითარებთ წერის, კითხვის, გამოთქმისა და მოსმენის უნარ-ჩვევებს; • შეძლებთ მხატვრული და შემეცნებითი ტექსტების კითხვასა და ანალიზს სხვადასხვა თემაზე; ელემენტალურიდან B1 დონეზე - დაახ. 1 წელიწადში; ელემენტალურიდან B2 დონეზე - დაახ. 2 წელიწადში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რუსული ენის გრამატიკა რთულია (მაგ., ინგლისური ენის გრამატიკასთან შედარებით), ამიტომ სასურველია, აბიტურიენტებმა მინიმუმ 9 თვე იმეცადინონ სავალდებულო პროგრამის შესასწავლად და გამოცდაზე მაღალი ქულის მისაღებად). 1 სთ. – 30 ლ. (ონლაინ მეცადინეობის შემთხვევაში); კონსულტაცია და პირველი 30 წუთიანი მეცადინეობა უფასოდ).