მანქანის პანორამის ხელოსანი

მანქანის პანორამის ხელოსანი თქვენი ავტმობილის ვიზუალური მხარის უსაფრთხოდ შეცვლაში დაგეხმარებათ. მანქანის ლუქების რამოდენიმე ვარიანტი არსებობს:
  • მინის ლუქები -ხისტი ლუქები შუშის პანელით;
  • რბილი ლუქები - მზადდება წყალგაუმტარი ქსოვილისგან, რომელიც გამოიყენება ლუქის ჩარჩოს დასაფარად;
შერჩეული ლუქი შესაძლოა აღჭურვილი იყოს როგორც მექანიკური, ასევე ელექტრომექანიკური დრაივით. 
არსებობენ ავტომფლობელები, რომლებსაც გადაჭარბებული რაოდენობით ულტრაიისფერი გამოსხივების მიღება არ სურთ. შესაბამისად, მინის ლუქები დამკვეთის მოთხოვნით მზის საწინააღმდეგო დამცავი საფარით აღიჭურვება. ეს ყველაფერი მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მოდის ტენდენციებისთვის ფეხის ასაწყობად ხდება. 
მექანიკური დრაივერი ყველაზე მარტივი, ხელით მართული მექანიზმია. ის ძალიან საიმედოა თუმცა ელექტრომექანიკური ვარიანტი მაინც ერთ-ერთი ლიდერია. 
ოთქვენთვის სასურველი ლუქის დასამონტაჟებლად ჩვენს ვებგვერდზე სპეციალისტს რამდენიმე წუთში იპოვით. 

პანორამის ხელოსანი

პანორამის ხელოსანი დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. ეს იმიტომ, რომ თქვენი მანქანის სახურავზე გაჩენილი ხვრელი არ გაქრება, მისი ეფექტურად შევსება კი მხოლოდ კვალიფიციური მექანიკოსის დახმარებით შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ლუქიდან შესაძლოა წყალმა დაიწყოს ჟონვა, ან საკმარისი იზოლაცია ვერ მოხდეს და დისკომფორტი შეიქმნას. 
პანორამის დადებითი თვისებაა სალონის ბუნებრივად განათება და შესანიშნავი ვენტილაცია. მაშინ როცა გადაადგილდებით და არ გსურთ მტვერმა ან ხმაურმა შეგაწუხოთ, ლუქის გამოყენება ჩინებული გადაწყვეტილებაა. 

ამწე ლუქის მოდელები ჰაერის ნაკადებს ამაღლებენ, ისე რომ არ იქმნება დამატებითი აეროდინამიკური წინააღმდეგობა. ასევე არსებობს უფრო რთული მოდელები, რომლებიც ქმნიან გარკვეულ ჰაერის მორევს, რაც მანქანის სასიამოვნო გაგრილებას განაპირობებს. 
პანორამის ხელოსანი ჩვენს პლატფორმაზე 24/7-ზე ხელმისაწვდომია. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ განცხადებებს და სასურველ სპეციალისტს ინდივიდუალურ პირობებზე შეუთანხმდეთ. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები