ფიზიკის მასწავლებელი/ტუტორი
გამარჯობა! მე ვარ ანა, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის მე-4 კურსის სტუდენტი.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ფიზიკაში.
თუ გსურთ, არა მხოლოდ დაძლიოთ რთული მასალა, არამედ ნამდვილად გაიგოთ და შეიყვაროთ ეს საგანი, მე დაგეხმარებით.
ჩემი კვალიფიკაცია:
- მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი, ეროვნულებზე ჩავაბარე ფიზიკა და მათემატიკა.
- ამჟამად ასევე ვმუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევით ასისტენტად.
- ვმუშაობდი ევროპის ფიზიკის ოლიმპიადის (EuPho) ნაშრომების გამსწორებლად.
პრაქტიკა: მაქვს რეპეტიტორად მუშაობის 3+ წლიანი წარმატებული გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- სკოლის მოსწავლეების მომზადებას (საშინაო დავალებები, გამოცდები).
- აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
- სტუდენტების დახმარებას საუნივერსიტეტო კურსებში (ზოგადი ფიზიკა და სხვა).
ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული თქვენს მიზნებსა და ტემპზე.
სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით).
საფასური: შეთანხმებით.
ფიზიკის რეპეტიტორი
ფიზიკა
ფიზიკის სწავლა
ფიზიკის შესწავლა
ფიზიკის მასწავლებელი
მომზადება ფიზიკაში