გამარჯობა, ვარ 25 წლის მაგისტრანტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 6 წელია ვცხოვრობ და ვსწავლობ საფრანგეთში, მისწავლია სხვადასხვა ქვეყანაში და საფრანგეთის რამოდენიმე ქალაქში. მაქვს ყოველდღიური შეხება ფრანგულ ენასთან. ჩემს მოსწავლეებს ვუზიარებ ბევრ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას საფრანგეთში ცხოვრებასთან და სწავლასთან დაკავშირებით, ასევე პირად გამოცდილებას.
გამარჯობა. გასწავლი ფრანგულ ენას A1-B2 დონის ჩათვლით. ვარ ქირურგი რეზიდენტი, პარალელურად კი ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას უკვე 5 წელია. ფრანგული ენის შესწავლა 20 წლის წინ დავიწყე და DELF B2 დონის სერთიფიკატიც გამაჩნია, რომელიც შეგიძლია იხილო ქვემოთ. შესაბამისაც შემიძლია მოგამზადო ეროვნულებისთვის, DELF/DALF გამოცდებისთვის და ა.შ. მე მთელ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას გაგიზიარებ, მთავარია შენც მოინდომო და მომყვე, ასე შედეგსაც მალე მივაღწევთ. ღირებულება: თვეში 200 ლ, კვირაში 2 გაკვეთილი; თვეში 300 ლ, კვირაში 3 გაკვეთილი. (ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა) თანხა უნდა ჩარიცხოთ სწავლის დაწყებამდე.