ქეითერინგის სერვისი მოიცავს საკვებისა და სასმელებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების, შეკრებების, წვეულებების, ქორწილების და საქმიანი ღონისძიებების უზრუნველყოფას. ეს შეიძლება იყოს მცირე ტიპის კვება ან აერთიანებდეს განსხვავებული ტიპის რამდენიმე საკვებს, მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ, ფურშეტის მენიუ წინასწარ არის დამტკიცებული კვების კომპანიის და დამქირავებელი პირის მიერ.
ქეითერინგის სერვისი საჭმლის მირთმევისა და კვების ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ფორმაა, სადაც სტუმრებს არაფორმალურ გარემოში სთავაზობენ სხვადასხვა სახის მადისაღმძვრელებს, კანაპეებს, სენდვიჩებს, ტკბილეულსა და სასმელებს. ამ ტიპის კვება ტრადიციულ სადილისა და ვახშმისაგან განსხვავდება, რადგან ის სტუმრებს საშუალებას აძლევს გადაადგილდნენ მარტივად, გაიცნონ ერთმანეთი და აირჩიონ კერძები მათი გემოვნებით.
ისე, როგორც ფურშეტის მენიუ, ქეითერინგის სერვისის შერჩევის დროსაც მენიუს გათვალისწინება მნიშვნელოვანი დეტალია. ქეითერინგი მოიცავს ღონისძიების ან დამკვეთის სურვილის მიხედვით, მენიუს განსაზღვრას, მაღალი ხარისხის კერძების მომზადებას, მაგიდების დეკორირებას წვეულების შესაბამისად და პერსონალის მომსახურებას. ქეითერინგის სერვისები შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ტიპებად, ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა: ღონისძიების ტიპი, მდებარეობა და მომსახურების სტილი.
პროფესიონალ კვების სპეციალისტს შეუძლია თქვენი ღონისძიების მენიუ თქვენს ზუსტ მოთხოვნებს მოარგოს და ამავდროულად, დააკმაყოფილოს სასურველი კერძების განსაკუთრებული მოთხოვნა. ქეითრეინგის დროს, ზოგიერთი კვების კომპანია უბრალოდ ამზადებს საკვებს და აწვდის მას მითითებულ ადგილას. სრული სერვისის კვების ბიზნესი ხშირად მოიცავს დამატებით მომსახურებას, როგორიცაა ქეითერინგის მოწყობა და მოვლა, სასმელების შევსება და შემდგომი დასუფთავება.
თუ ეძებთ გამორჩეულ და სანდო ქეითერინგის სერვისს გაეცანით განცხადებებს ვებ-გვერდზე
servisebi.ge. აქ შეგიძლიათ გაიაროთ უფასო სატელეფონო კონსულტაცია. ასევე, გაეცნოთ მომხმარებელთა შეფასებებს და გადაწყვეტილება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღოთ.