როგორ მოვუაროთ კბილებს, პასუხი ყველა კითხვაზე - ორთოპედის რჩევები.
ლაურა აბრამია
ლაურა აბრამია
19/03/2019
10630 ნახვა

როგორ მოვუაროთ კბილებს, პასუხი ყველა კითხვაზე - ორთოპედის რჩევები.

კბილებთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე გავრცელებულია ჩვენში, ერთის მხრივ სტომატოლოგიაში დღეს ბევრი ინოვაციური სიახლეა, რაც ამარტივებს პრობლემებს, რა უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ კბილებს , რა კონსტრუქცია უნდა ავირჩიოთ და მოვირგოთ ამ და სხვა კითხვებს სტომატოლოგი, რამდენიმე ცნობილ კლინიკაში წამყვანი ორთოპედი და ტექნიკოსი - დავით ხაზალია პასუხობს :

-როგორ ხდება კბილების ერთიანი სისტემის დიაგნოსტირება ?

-დათვალიერებით ხდება, ზოგი ამას დიაგნოსტირებას ეძახის, ზოგი გამოკვლევას და ა.შ. პაციენტმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მაგალითად კარიესია მცირე ან პროგრესირებადი, ექიმი მას ეუბნება -შენ შეიძლება დღეს არა, მაგრამ ერთ ან ორ თვეში გაგიჩნდეს ფუღურო, რადგან უკვე ჩანს რაღაც, რასაც შენ ვერ მიხვდები და ეს კბილი მისახედია.

-აქედან გამომდინარე გკითხავთ, კბილის ამოღებაზე, რა ეტაპზეა შესაძლებელი კბილის შენარჩუნება, როგორ მოვუაროთ რომ ნაკლებად დაზიანდეს, თქვენი რეკომენდაციები მკითხველს.

-დღეს მეოცე საუკუნე აღარაა, კბილი მტკივა და უნდა ამოვიღო ასე დღეს საბედნიეროდ არ ხდება, კბილის შენარჩუნება ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი, თუ ვთქვათ ბოლომდე არაა დაშლილი, სულ რომ არაფერი აწუხებდა ვთქვათ პაციენტს და ასტკივდა უცებ და მივიდეს, ესე პირდაპირ ამოღება არ მოხდება კბილის, სულ რომ კისტა და სხვა რამეებიც ქონდეს, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრი ისეთი ამოსაღები ბრჭყალებში კბილი გადამირჩენია მოკლედ, ერთმა ექიმმა შეიძლება გითხრას რომ ამას არაფერი ეშველება და სხვასთანაც გადაამოწმო და ის კბილი შეგინარჩუნოს იმ სხვამ, აქ სხვა მომენტიცაა, პაციენტსაც როგორ უნდა ესეცაა, ვიღაცას ურჩევნია დღეს გადაიხადოს სიტყვაზე 30 ლარი ამოიღოს და მოიხსნას პრობლემა, ვიდრე მოვიდეს გადაიხადოს 100 ლარი იმკურნალოს, ყველა ინდივიდუალურია, ბევრი ამბობს, ეს რომ ისევ ამტკივდეს ან ბჟენი მომტყდეს და რა ვიცი, ვერავის ვერ დააძალებ ...

-თქვენი მრავალწლიანი პრაქტიკის და დაკვირვების შედეგად რა შეგიძლიათ გვითხრათ, უფრო რა პრობლემებია ქართველ პაციენტებში ორთოპედიულ სტომატოლოგიაში ?

-ამაზე ასე ვერ ვისაუბრებ, ვიღაცა ვთქვათ სულ არაა საპროთეზო ასაკის და ისეთს სჭირდება პროთეზი, მრავალმხრივია ანუ პრობლემა და მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველა პრობლემა მოგვარებადია მეტნაკლებად, ძველ დროსთან შედარებით.

-თანამედროვე ტექნოლოგიებს გულისხმობთ ალბათ, უახლესი აპარატურების მხრივ რა მიღწევებია სტომატოლოგიაში, ხარისხის გარანტად ითვლება ხომ ეს ინოვაციური ტექნოლოგიები?

-დიახ, საკმაოდ ბევრი ახალი ტექნოლოგიაა ამ სფეროში, დაწყებული ციფრული ტექნოლოგიით, ხარისხის გარანტს ვერ დავარქმევ, ეს ყველაფერი უფრო არის მეტი სიზუსტის გარანტი.

-სიზუსტე თქვენს საქმეში ნიშნავს სრულყოფილებას?

-არა, ბევრ რაღაცას განაპირობებს სიზუსტე, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილება, სრულყოფილებისთვის კიდევ ბევრს ვმუშაობთ და შეიძლება ითქვას ვწვალობთ ჩვენ, ახლა და წლებია....

-ვთქვათ პაციენტს არ აქვს უკანა საყრდენი კბილი, ვიცით რომ ამ დროს ინპლანტი ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ ორთოპედიულად სხვა რა ალტერნატივა გვაქვს ? თქვენს პრაქტიკაში რა კონსტრუქციამ უფრო იმუშავა…

-საყრდენი კბილი როცა არაა, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს საერთოდ კბილი არა აქვს, უკბილო ყბების პროთეზირება ხდება ამ დროს, არის პროთეზირება სადაც არის კბილები, არის ინოვაციური მეთოდი სილიკონის კონსტრუქცია, მე ვერ ვიტყვი რომ ამან არ გაამართლა, შეიძლება ბევრი ამ მეთოდით აკეთებს, მის ავკარგიანობაზეც ვერაფერს ვიტყვი, ინდივიდუალურია.

-ბიგელის კონსტრუქცია რას ნიშნავს და რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი?

-ეს იგივე მოსახსნელი კონსტრუქციაა, ოღონდ მეტალის და პლასტმასის ბაზისით, ანუ მარტო პლასტმასი არ არის როგორც ჩვეულებრივი მოსახსნელი პროთეზი, ჰიგიენურად მეტად გამართლებულია, შესაგუებლად უფრო ადვილად ითვლება და ბევრი უპირატესობა გააჩნია ანუ, ფასიც განსხვავდება რა თქმა უნდა ვიდრე ჩვეულებრივი. მოთხოვნადიც არის დღეს უფრო.

- პაციენტის მოთხოვნების დაკმაყოფილება რამდენად შესაძლებელია დღეს გაუმჯობესებული ტექნოლოგიების წყალობით.

მთლად მათ სურვილზე არაა დამოკიდებული, კოსმეტიკურად თუ უნდა რამის შეცვლა კი, თერაპიულად თუ ეს შეუძლებელია , მაგ შემთხვევაში ექიმი ურჩევს ვარიანტებს.

-თუმცა მკითხველის ინტერესებიდანაც რომ გამოვიდეთ, კარგი შედეგის მიღწევა არც ისე იაფია და ეკონომიური თვალსაზრისიც გასათვალისწინებელია

-რა თქმა უნდა, ჩვენ ვურჩევთ და აქვს არჩევანი აქედან მისთვის რომელი უფრო მისაღებია. ერთი კბილი როცა აკლია პაციენტს, ვიღაცა იმ კბილის ადგილას ინპლანტაციას იკეთებს, ვიღაცა კბილებს იქლიბავს და ხიდს იკეთებს და ვიღაცა საერთოდ მიკროპროთეზს იკეთებს, სამივე ეს არის ვარიანტი, სამივე გამართლებულია, ყველაზე იშვიათად ამ დროს ინპლანტაციას ირჩევენ და უფრო მეტად ხიდებს, ალბათ ამის მიზეზი მეტნაკლებად ეკონომიური ფაქტორიცაა.

-ინპლანტაცია შედარებით ახალი დანერგილი პრაქტიკაა, რა შეგიძლიათ თქვათ, პაციენტი როცა დილემის წინაშეა რა გაიკეთოს …

-ყოველთვის ესეც არ ამართლებს და ეს იმაზე არაა დამოკიდებული ექიმმა ცუდად გააკეთა, მთელი რიგი ნიუანსებია აქ, ინპლანტოლოგიაში წინასწარ ვერაფერი ვერ დაიგეგმება, თუმცა ხდება საფუძვლიანად ყბის ძვლის შესწავლა, სამი დე სურათით ნახვა და ა.შ. მთავარია აქ ინპლანტოლოგმა სწორად განსაზღვროს ყბის ძვლის მდგომარეობა, სისქე, სიმაღლე, რა პროექციაში უწევს ამ ინპლანტის დასმა, ნერვი ახლოს გადის, შორს გადის და ა.შ.

-პრობლემური ყბა რას ნიშნავს?

-ნუ აქ უფრო უნდა ვისაუბროთ სტანდარტული თანკბილვა როცაა დარღვეული უფრო ეს, ვიდრე პრობლემური ყბა, როცა ადამიანს თანკბილვა აქვს დარღვეული, ანომალიურია და ამას ვერაფერს ვუზამთ, ბევრად უფრო მარტივია მუშაობა როცა სტანდარტული თანკბილვაა და პირიქით.

-ე.წ. სიბრძნის ანუ მერვე კბილი, საჭიროა თუ არა ის და გაგვიგია რომ ხშირად ადამიანს სულ არ ამოსდის ეს კბილი

-მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად არაფერში საჭირო არ არის, ისევე როგორც მაგ კბილმა დაკარგა ფუნქცია ბუნებაში რაც ფუნქციას კარგავს, ნელ-ნელა ყველაფერი გადაშენდება ხოლმე, ასევე იქნება ეს მერვე კბილიც, ზოგს არ ამოსდის და ეს არაა საგანგაშო, ზოგს ამოსაღები უხდება, ზოგს ბოლომდე არ ამოსდის, ზოგს ჰორიზონტალურად აქვს ჩაზრდილი და მაგის მოშორებაც სასურველია, თავისთავად ანომალიაა ზევით რომ უნდა ამოსულიყო და გვერდზე წევს კბილი.

-რას ურჩევთ პაციენტს რომელიც ითხოვს ლამაზი, თეთრი კბილების გამო დაიქლიბოს საღი კბილები?

-საერთოდ მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ფორმა,ფერი მაინც ის უნდა ჰქონდეს და შეინარჩუნოს რაც აქვს, თუმცა ვიღაცას ჰგონია რომ ეხლა ვარ ახალგაზრდა და ეხლა მინდა თეთრი და ლამაზი კბილები, ერთმნიშვნელოვნად არ ვურჩევ, ჩემი კეთილი რჩევით.

-როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს, არის თუ არა აქ გენეტიკური ფაქტორი და სწორი კვება რა როლს თამაშობს აქ?

-მოვლას რაც შეეხება, უნდა დავიცვათ სწორი და რეგულარული ჰიგიენა, კარგი ჰიგიენა და მორჩა, არც არაფერი აგტკივდება და არც არაფერი გაგიფუჭდება, იმას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის ხომ ვერ ვახერხებთ ამას, კბილების ძაფით გაწმენდა, ყოველი ჭამის შემდეგ კბილების გახეხვა, მერე ჩნდება ქვა, შეიძლება გარეგნულად ვერ დაინახო რომ კარიესია, ამას ექიმი ხედავს დათვალიერებისას, შეიძლება კბილზე წერტილი იყოს და მისი გახსნისას აღმოჩნდეს რომ შიგ დიდი ფუღუროა. გენეტიკა უდიდესი ფაქტორია რა თქმა უნდა, თუ ადამიანს გენეტიკურად მოსდგამს ჯანმრთელი კბილები, შეიძლება სულ არ უვლიდეს და მაინც იდეალური კბილები ჰქონდეს და პირიქით. ჯანსაღი და არაჯანსაღი კვებაც პირდაპირკავშირშია კბილების გაფუჭება-არგაფუჭებასთან, ეს დამტკიცებულია.

5
ლაურა აბრამია
ლაურა აბრამია
19/03/2019
გაზიარება
რეკომენდირებული სტატიები
ინტერიერის  მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?
ინტერიერის მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?
2019-04-19 10:28:06

ავეჯის დიზაინერები დღეისათვის ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე ინტერიერს რაიმე ჩარჩოები უკვე აღარ აქვს და უფრო მეტად სადაა,

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?
რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?
2019-04-08 09:31:55

განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს თითქმის ყოველდღე ვადევნებთ თვალ-ყურს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად

რა არის სერვისები.ჯი?
რა არის სერვისები.ჯი?
2019-03-26 09:48:23

მოცემული პროექტი აკავშირებს მომხმარებლებს და შემსრულებლებს ერთმანეთთან, პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას დამკვეთს

რაში შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს და რაში არა - პროფესიონალის რჩევები
რაში შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს და რაში არა - პროფესიონალის რჩევები
2019-03-19 15:30:53

რემონტი სახლში, ოფისში საკმაოდ რთული პროცესია, დამღლელი მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო, თუ გავითვალისწნებთ იმას, როგორი რემონტი გ

რჩეული განცხადებები
რეკომენდირებული
კატეგორიები
სტომატოლოგია