2 მარ 2019
20067 ნახვა

რაში შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს და რაში არა - პროფესიონალის რჩევები

რემონტი სახლში, ოფისში საკმაოდ რთული პროცესია, დამღლელი მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო, თუ გავითვალისწნებთ იმას, როგორი რემონტი გვსურდა და მივაღწიეთ თუ არა სრულყოფილ შედეგს, ამისათვის კი ძალიან ბევრი ნიუანსი და გაუთვალისწინებელი სირთულეებია გადასალახი,

ასე მაგალითად, რემონტის დროს შეიძლება არ იქნას სწორად გაკონტროლებული სიმეტრია,კაფელის გაკვრისას, პარკეტის ან კერამიკული ფილების დაგებისას, კედლებზე ხის პანელების დამაგრებისას, ამ ყველაფერს თუ ყურადღებით და ზედმიწევნით არ მიადევნეთ თვალი, უკვე გაკეთებულის შევცლა და გადაკეთება ბევრ სირთულეს შეგიქმნით. მაგრამ სპეციალისტები ამ საქმეში გვირჩევენ მათ რეკომენდაციებს და რჩევეებსაც დავუჯეროთ, რადგან როგორც თავად ამბობენ, შემდეგ ხელახლა უწევთ იმის დემონტაჟი და კეთება რაც დამქირავებლის დაჟინებით გაკეთდა და არა მათი ხედვით.

ასევე რემონტის დროს მზად უნდა იყოთ უსიამოვნო სიურპრიზებისთვის, განსაკუთრებით ეს შეიძლება სანტექნიკას უკავშირდებოდეს, ბევრი გვსმენია იმაზე, მილი გასკდა და უარესიც, რადგან არასწორად იყო დამონტჟებული ან რაღაც უხარისხო ონკანი და ა.შ. შემოგაჩეჩეს და რაც მთავარია, სანტექნიკოსმა ვერ გირჩიათ, როგორი უნდა იყოს ხარისხიანი მასალა, შეიძლება ელექტრო-გაყვანილობა არასწორად დაგიმონტაჟონ ასევე, ფანჯრების, კარების ჩარჩოები დეფორმირებული აღმოჩნდეს და უამრავი რამ. ამ ყველაფრის თავიდან აცილება რთული საქმეა, მაგრამ მოგვარებადიც. ალბათ მაინც სწორად უნდა გავთვალოთ ბიუჯეტი,სწორად ავარჩიოთ მასალა, რათა მაქსიმალურ ხარისხზე გავიდეთ.კარგად გავიკითხოთ სად ჯობია ყიდვა და ასე შევიძინოთ საჭირო მასალა.

რა უნდა ვიცოდეთ, რაში ღირს და არ ღირს ბიუჯეტის დაზოგვა, რა უნდა ვიცოდეთ როცა სრულიად თავიდან ვიწყებთ ე.წ. შავი კარკასიდან სახლის გარემონტებას და მაშინაც, როცა უკვე გარემონტებულ სახლში რემონტის გაახლება გადაწყვიტეთ, ამ და სხვა კითხვებზე ერთ-ერთი სარემონტო ფირმის დამფუძნებელი, პროფესიით ინჟინერი ვასილ ანთაძე გვპასუხობს:
-საიდან დავიწყოთ და რა უნდა ვიცოდეთ ანუ რემონტის დროს ?

- რა უნდა ვიცოდეთ, ადამიანმა იყიდა შავი კარკასი, რა საიდან დაიწყოს ეს ყველაფერი უნდა ურჩიოს რა თქმა უნდა კვალიფიციურმა სპეციალისტმა მხოლოდ და მხოლოდ და ეს სპეციალისტიც დიდი სიფრთხილით უნდა აარჩიოს თვითონ დამქირავებელმა, ამ საქმეში იმდენი ნიუანსია, რომ ამაზე საუბარს

ერთი დღე არ ეყოფა, ისევე როგორც ყველა საქმეში, აქაც ერთმნიშვნელოვნად უნდა მიანდოთ რემონტის საქმე კარგ პროფესიონალს.

-რაში ღირს ბიუჟეტის დაზოგვა და რაში არა რემონტის კეთებისას?

-ეკონომიის გაკეთება ალბათ იმაში ღირს, თუკი მოგინდება და შემდგომში უკეთესი გინდა გააკეთო, ან ცვლილებები გიყვარს და მალე აპირებ დიზაინის შეცვლას, ამ შემთხვევაში არ ღირს ძალიან ძვირიანი შპალერის გაკვრა მაგალითად და ა.შ. ელექტროგაყვანილობას რაც შეეხება აქ არ შეიძლება ნამდვილად თანხის დაზოგვა, რადგან კედლის შიგნით რჩება და სხვა თუ არაფერი საფრთხის შემცველია.

ასევე სანტექნიკაში არაფრით არ შეიძლება თანხის დაზოგვა, რადგან ვიცით შემდეგ რა სირთულეები ახლავს ამას.

-მაგრამ რთულია ენდო ხარისხსაც, თუკი არ იცი დანამდვილებით სად შეიძინო და ნამდვილად გაამართლებს, ამ დროს რა უნდა ვქნათ?

-ერთ-ერთი ზემოთჩამოთვლილთაგან სწორედ ლამინატია, რომელშიც ასევე შეიძლება ფულის დაზოგვა, დროთა განმავლობაში შეიძლება პლინტუსების მოხსნა და ახლით ჩანაცვლება, ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ეკოლოგიურად უსაფრთხოს რაც შეეხება, რაც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა, ყველაფერი არის ბრენდული საქონელი,თუმცა აქაც მაღალ სტანდარტებზე და ფასებიც მაღალია შესაბამისად. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მიუწვდომელი ფასებია ზოგადად, უკვე ბაზარზე იმდენი კარგი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ლამინატი გაჩნდა რომ არაა რთული შეწვდეს ადამიანი .

-ვთქვათ არ მინდა კაპიტალური რემონტი, რამდენიმე წლის რემონტი მაქვს და უბრალოდ გასაახლებელია რაღაცეები, ასეთ დროს თუ შესძლებს ადამიანი მცირე ბიუჯეტით რემონტის გაახლებას?

- ჩვენს საქმეში არა აქვს მნიშვნელობა ამას, ხარჯები განისაზღვრება ჩვეულებრივად, რადგან კოსმეტიკური რემონტიც იმას გულისხმობს, რომ ძველის დემონტაჟი უნდა მოხდეს და მერე ახლიდან უნდა დაიწყო, ხარჯს რაც შეეხება არანაირად არ იცვლება, შეიძლება მომენტში გაიზარდოს კიდეც.

თუ მასშტაბური არ გვინდა და მხოლოდ მალიარკა და წვრილმანები კი,მცირე ბიუჯეტითაც მოახერხებს ადამიანი, მითუფრო თუკი მას გამოცდილება აქვს და საკუთარი ძალებით შეუძლია ამის გაკეთება, თუკი იცის თარაზოს ხმარება, შვეულის სწორად დაჭერა და სიმეტრიის განსაზღვრა, დემონტაჟსაც შეიძლება შეეჭიდოს.

-ვთქვათ ადამიანს არა აქვს იმხელა ბიუჯეტი დაიქირავოს სერიოზული სარემონტო ფირმა დიზაინიდან დაწყებული ყველაფერი მიანდოს მას, როგორ უნდა მოახერხოს მან კარგ ხელოსანზე გასვლა, ისეთზე რომელიც უზადოდ თუ არა რაღაც დონეზე გააკეთებს თავის საქმეს.

-ეს ძალიან რთულია, მაგრამ თუ რჩევა გინდათ ისევ იმას გეტყვით, რომ მაშინ უნდა იცოდეთ იმ ადამიანის ნამუშევარი, ნახოთ შეაფასოთ, აქ მოსარიდებელი არაფერია, კარგად დაგეგმოთ მასთან ერთად ყველაფერი,მხოლოდ მას არ მიენდოთ და დაუჯეროთ.თუმცა ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენს რჩევებს არ იზიარებენ, შემდეგ კი გაკეთებულის დანგრევა და ხელახლა გადაკეთება გვიწევს, რაც კლიენტისთვისაც ცუდია და ჩვენთვისაც ორმაგად საწვალებელი, ისევ რჩევა, როდესაც პროფესიონალებს დაიქირავებთ და მათ იციან ყოველი სანტიმეტრის და მტკაველის მიშვნელობა და განსაზღვრა,უბრალოდ აცალეთ. ჩვენ ხარვეზებს ვხედავთ რემონტის ბოლოს, ეს დაუწერელი კანონია, ელემენტარულად კედლის გალესვა რომ ავიღოთ, ცუდად გალესილი კედელი მალიარი როცა მოდის დასამუშავებლად ის ამჩნევს და აქ მთელი ჯაჭვია.

-რა ტენდენციები და მოთხოვნებია რემონტებში ბოლო დროს?

-ახალი და განსაკუთრებული არაფერი, აბაზანაში ძირითადად ფრანგულ გასაჭიმ ჭერს ითხოვენ და დიდი მოთხოვნაა გიფსოკარდონებზე, ბევრი თვლის რომ პრაქტიკული და გამართლებულია, ტიხრებში და ა. შ.

რამდენიმე რჩევა მკითხველს ასევე გამოცდილი ადამიანისგან ვინც ახლო წარსულში გააკეთა რემონტი და ბევრ სირთულეებს წააწყდა :

სარემონტო მასალა თქვენ თვითონ შეარჩიეთ ხელოსნებთან ერთად,ხშირად ხელოსანთა ერთგვარი ხრიკია გაყიდინოს ზედმეტი საღებავი, ემულსია და ა.შ. ისეთი რამეები, რითაც მერე სულ ცოტა ორ ოთახს თავიანთ სახლში გაარემონტებენ. არ დაგეზაროთ და არ მოგერიდოთ, ზუსტად დაათვლევინეთ რა რა დაჯდება, გაყევით და მასთან ერთად იყიდეთ,ისე შეარჩიეთ საჭირო მასალები, რომ შემდეგისთვის იცოდეთ სად, რა რა ფასში შეიძინეთ, რამ გაამართლა და რამ არა, რომ სხვებსაც ასწავლოთ და გაუზიაროთ.

და კიდევ, ხელოსანი მაქსიმალურად თუ არაა აღჭურვილი ხელსაწყოებით და დაიწყებს ეს არ მაქვს, ის იმას უნდა გამოვართვა, ასეთი ერთმნიშვნელოვნად პროფანი და თვითმარქვიაა ამ საქმეში, ან დამწყები, რომელიც თქვენს სახლზე და თქვენი ნერვების ხარჯზე ისწავლის ან ვერ ისწავლის ხელობას და ბევრ რამეს გაგიფუჭებთ.

ჩვენი რეკომენდაციაა ასევე რემონტთან დაკავშირებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მოიძიოთ ყველაზე დიდ სარეკლამო პორტალზე „სერვისები.ჯი“, ყველანაირი მომსახურება აქ ერთ სივრცეშია , ვებ-გვერდი აკავშირებს ერთმანეთთან მომხმარებლებს და შემსრულებლებს, ეს არის ყველაზე კომპორტული დამაკავშირებელი, გისურვებთ თქვენი როგორც საქმიანობის ასევე სურვილების მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვას „სერვისები. ჯის“ მეშვეობით.

რეკომენდირებული სტატიები

რა ეტაპების გავლაა საჭირო საძირკველის ასაშენებლად

რა ეტაპების გავლაა საჭირო საძირკველის ასაშენებლად

4 ივნ 2020

მას შემდეგ, რაც ნაკვეთს შეარჩევთ და ასაშნებელ პროექტსაც დაამტკიცებთ,

დგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დრო ეს არის საძირკველი. 

მის გაკეთებას დიდი სიფრთხილე ესაჭიროება, რადგან საძირკველი მთლიანი შენობის საყრდენი ნაწილია 

შეიძლება ითქვას, რომ შენობის ექსპლუატაციის ვადა და მდგრადობა მთლიანად საძირკველის ხარისხიანად და სწორად გაკეთებაზეა დამოკიდებული.

არსებობს საძირკვლის სხვადასხვა ტიპები

 

ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, ხიმინჯოვანი და კომბინირებული.

 
  1. ლენტური საძირკველი ეწყობა მზიდი კედლების ქვეშ


 

2) წერტილოვანი საძირკველი, ბოძებისა და სვეტების ქვეშ ეწყობა
 


 

3) მთლიანი ფილა ისხმება მთლიანად შენობის ქვეშ, რკინაბეტონის ფილის სახით
 


 

4) ხიმინჯოვანი საძირკველი გრუნტში მოთავსებული ძელური ელემენტებია, 

რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის დატვირთვას
 


 

პირველი და მეორე კლასის შენობისთვის ნებისმიერი მათგანი გამოდგება, მთავარია სამუშაოები სწორად შესრულდეს.

მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებული ლენტური საძირკველია და მასზე ვისაუბროთ.
 

უნდა გასუფთავდეს ასაშენებელი ტერიტორია და ამოითხაროს ქვაბული.

1) შეგიძლიათ მუშა დაიქირაოთ და მას ამოათხრევინოთ რაც დაახლოვებით კუბზე 60ლ-დან 120ლ-მდე ღირს 

2) შეგიძლიათ იქირაოთ შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ბევრად მარტივად და სწრაფად შეასრულებს ამ საქმეს, მაგალითად 110 კვადრატულიან ბელეტაჟ სახლის საძირკველს ამოთხრის ერთ დღეში, რაც 450ლ ღირს (ერთი დღის მომსახურების ფასი)

 

მას შემდეგ, რაც ქვაბულს ამოთხრით და ნიადაგს გაასწორებთ, ეწყობა მოსამზადებელი ფენა ქვიშით ან ხრეშით.

ფორმის შენარჩუნებისა და ბეტონის სწორად ჩასხმისათვის უნდა მოეწყოს ყალიბი ე.წ (აპალოვკა).

 

3) ხელოსნის დაქირავება რომელიც ყალიბს შეკრავს და და წნავს რკინის ბადეს დაგიჯდებათ 1მ3-ზე საშუალოდ 100 ლარი

4) ფიცრები  შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი მასალა ან და შეიძიონთ საყალიბე ფანერები, რომელიც დაახლოვებით 1ც 55 ლარი ღირს 

5) დაგჭირდებათ არმატურა, საძირკველში ჩასაყოლებელი ბადის გასაკეთებლად რომლის ფასი დაახლოვებით 10მმ-ის სიგანის  და 12მ-სიგრძის არის 1 ტონაზე დაახლოებით 1800 ლარი

6) საბეტონე ქვიშა მისი ფასი იწყება 1კვ.მ3-ზე 45 ლარიდან.

7) ღორღი რომლის ფასიც იწყება 1კვ.მ3-ზე 25 ლარიდან

7) ცემენტის "ჰაიდელბერგის" ფასი ერთი პარკის 13 ლარია.

 

Აუცილებელი პირობაა საძირკვლის გაშრობის და ყალიბის მოხსნის შემდეგ გაკეთდეს ჰიდროიზოლაცია დაც დანესტვას შეუშლის ხელს მაგალითად წაესვას ფისის ფენა ან ნებისმიერი სხვა ჰიდროსაიზოლაციო საშუალება

 

საბოლოოდ როგორ ტიპზეც არ უნდა გაკეთდეს არჩეავანი მთავარია სწორად იყოს შესრულებული ყველა სამუშაო.

არასწორად გაკეთებული საძირკველი ალბათ ყველაზე სახიფათოა და შეიძლება ისეთ კატასროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები.
 

ინტერიერის  მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?

ინტერიერის მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?

5 აპრ 2019

ავეჯის დიზაინერები დღეისათვის ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე ინტერიერს რაიმე ჩარჩოები უკვე აღარ აქვს და უფრო მეტად სადაა, ზედმეტი ელემენტე-ბით არ არის გადატვირთული, ყველაფრის ფუნქციურად განაწილება ხდება სივრცეში. მინიმუმამდე დაიყვანება დეკორიც. პრაქტიკიდან გამომდინარე, გადატვირთული ელემენტები უკვე აღარავის იზიდავს შემკვეთს. თუ წინა წლებში სადა ფერის კედლებზე, მაგალითად, საწოლის უკან დეკორი მოდური იყო, ახლა ეს მოდიდან გადავიდა. უფრო მეტად ხისა და ქვის გამოყენება დაიწყეს ინტერი-ერში.

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?

1 აპრ 2019

განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს თითქმის ყოველდღე ვადევნებთ თვალ-ყურს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად იზრდება ინტერესი ამ მიმართულებით და მანამ სანამ მოკლედ და ზოგადად მიმოვიხილავდეთ გარკვეული საგნების სპეციალისტებთან საგნების ცოდნის სპეციფიკას, იმას, თუ რაში და როდიდან უნდა მოემზადონ ბავშვები რეპეტიტორებთან, მკითხველს იმ ცვლილებებს გავაცნობთ, რაც განათლების სამინისტრომ და შეფასებისა და ეროვნულმა ცენტრმა ბოლო დროს გააჟღერა: