2 მარ 2019
15942 ნახვა

რა არის სერვისები.ჯი?

მოცემული პროექტი აკავშირებს მომხმარებლებს და შემსრულებლებს ერთმანეთთან, პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას დამკვეთს და შემსრულებელს ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.

სერვისები.ჯი არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოიძიოს მისთვის სასურველი სერვისი 200ზე მეტ კატეგორიაში, როგორებიცაა მაგალითად: ბინის დასუფთავება, ავტომობილის შეკეთება და ა.შ. პროექტის მიზანია მაქსიმალურად გააციფრულოს დასაქმების ბაზარი. მოცემული პროექტის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ სივრცეში განათავსოს მისთვის სასურველი განცხადება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური დამკვეთებისთვის.

რატომ უნდა განვათავსო ჩემი მომსახურება სერვისებზე?
სერვისები.ჯი-ზე თქვენი განცხადების/მომსახურების ატვირთვით თქვენ შეძლებთ თქვენი მომსახურების შესახებ შეატყობინოთ ინტერნეტ მომხმარებლებს, რომლებიც ყოველ დღე ეძებენ მსგავს ინფორმაციას ინტერნეტის დახმარებით.
ჩვენს ვებ-გვერდზე განცხადების განთავსების შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ დეტალურად მიუთითოთ თქვენი სერვისის აღწერა. 
სერვისები.ჯიზე შესაძლებელია განათავსოთ მომსახურება უფასოდ ან ფასიანი ვერსიის სახით. ეს უკანასკნელი საიტზე გამოჩნდება პრო სტატუსით. თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ. 

რა არის ლიმიტირებული განცხადება?
სერვისები.ჯი გთავაზობთ უფასო განცხადების ატვირთვის შესაძლებლობას. განცხადების განთავსება არის სრულიად უფასო და თავსდება უვადოდ. აქტიური იქნება მანამ სანამ განმთავსებელი არ მოისურვებს წაშლას ან გაუქმებას.
უფასო განცხადება შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში თუ მომსახურების ხარისხი და პირობები შეუსაბამობაში იქნება საიტის მოთხოვნებთან.
ამ ტიპის განცხადებას აქვს ლიმიტირებულის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას რომ იგი გამოჩნდება კონკრეტული მომსახურების კატეგორიის გვერდზე პრო სტატუსის მქონე განცხადებების შემდეგ და შესაბამისად ეყოლება პრო განცხადებებზე ნაკლები აუდიტორია.
მომხმარებლის მიერ, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით, განცხადებაზე იწერება შეფასებები. იზომება აქტიურობა და კომუნიკაციის ხარისხი. ასევე ალგორითმი ამუშავებს დამატებით განცხადებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კრიტერიუმებს რაც განსაზღვრავს განცხადების სტატუსს.

რა არის პრო მომსახურება?
სერვისები.ჯი გთავაზობთ თქვენი განცხადების ტოპ პოზიციაზე განთავსებას პრო მომსახურების მეშვეობით. განცხადებას, ამ შემთხვევაში, აქვს პროს სტატუსი, რაც ნიშნავს იმას რომ იგი განთავსებულია კონკრეტული მომსახურების კატეგორიის გვერდის ზედა ნაწილში, ტოპ პოზიციაზე. პრო მომსახურების ჩართვის შედეგად თქვენ მიიღებთ:

  • ყველა პლიუსი რაც უფასო განცხადებას აქვს
  • ტოპ პოზიცია კატეგორიაში
  • ულიმიტო ნახვები
  • განცხადების ულიმიტო ვადა
  • ულიმიტო ზარის შეკვეთები
  • დამატებითი რეკლამირება პლატფორმის გარეთ
  • ყოველდღიური სტატისტიკა პლატფორმაზე და sms-ის სახით
  • მომხმარებლის შეფასებები
  • პირადი კონტენტ მენეჯერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეასწორებს/დაამუშავებს თქვენს განცხადებას.
  • პირადი SEO სპეციალისტი: ჩვენი SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) სპეციალისტი მუდმივად ადევნებს თვალყურს განცხადებას და პოპულარულ საძიებო სიტყვებს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანს შესაბამის შესწორებებს თქვენს განცხადებაში.
  • პირადი გაყიდვების მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ განცხადების გამართვაში, პრო მომსახურების შესყიდვაში და მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს.
  • ცვლილების შემთხვევაში პრო სტატუსის განცხადებები პირველ რიგში გადიან მოდერაციას რაც ამცირებს დაყოვნებას და არააქტიურ მგომარეობაში ყოფნის დროს. 
სერვის+
სერვის პლიუსი აქტიურდება განმთავსებლებზე, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით მაღალი შეფასებები, მათთან ფიქსირდება მაღალი ხარისხის მომსახურება და ასევე დადებითი შეფასებები შესრულებული სამუშაოების მიხედვით მომხმარებლების მხრიდან.

რეკომენდირებული სტატიები

რა ეტაპების გავლაა საჭირო საძირკველის ასაშენებლად

რა ეტაპების გავლაა საჭირო საძირკველის ასაშენებლად

4 ივნ 2020

მას შემდეგ, რაც ნაკვეთს შეარჩევთ და ასაშნებელ პროექტსაც დაამტკიცებთ,

დგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დრო ეს არის საძირკველი. 

მის გაკეთებას დიდი სიფრთხილე ესაჭიროება, რადგან საძირკველი მთლიანი შენობის საყრდენი ნაწილია 

შეიძლება ითქვას, რომ შენობის ექსპლუატაციის ვადა და მდგრადობა მთლიანად საძირკველის ხარისხიანად და სწორად გაკეთებაზეა დამოკიდებული.

არსებობს საძირკვლის სხვადასხვა ტიპები

 

ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, ხიმინჯოვანი და კომბინირებული.

 
  1. ლენტური საძირკველი ეწყობა მზიდი კედლების ქვეშ


 

2) წერტილოვანი საძირკველი, ბოძებისა და სვეტების ქვეშ ეწყობა
 


 

3) მთლიანი ფილა ისხმება მთლიანად შენობის ქვეშ, რკინაბეტონის ფილის სახით
 


 

4) ხიმინჯოვანი საძირკველი გრუნტში მოთავსებული ძელური ელემენტებია, 

რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის დატვირთვას
 


 

პირველი და მეორე კლასის შენობისთვის ნებისმიერი მათგანი გამოდგება, მთავარია სამუშაოები სწორად შესრულდეს.

მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებული ლენტური საძირკველია და მასზე ვისაუბროთ.
 

უნდა გასუფთავდეს ასაშენებელი ტერიტორია და ამოითხაროს ქვაბული.

1) შეგიძლიათ მუშა დაიქირაოთ და მას ამოათხრევინოთ რაც დაახლოვებით კუბზე 60ლ-დან 120ლ-მდე ღირს 

2) შეგიძლიათ იქირაოთ შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ბევრად მარტივად და სწრაფად შეასრულებს ამ საქმეს, მაგალითად 110 კვადრატულიან ბელეტაჟ სახლის საძირკველს ამოთხრის ერთ დღეში, რაც 450ლ ღირს (ერთი დღის მომსახურების ფასი)

 

მას შემდეგ, რაც ქვაბულს ამოთხრით და ნიადაგს გაასწორებთ, ეწყობა მოსამზადებელი ფენა ქვიშით ან ხრეშით.

ფორმის შენარჩუნებისა და ბეტონის სწორად ჩასხმისათვის უნდა მოეწყოს ყალიბი ე.წ (აპალოვკა).

 

3) ხელოსნის დაქირავება რომელიც ყალიბს შეკრავს და და წნავს რკინის ბადეს დაგიჯდებათ 1მ3-ზე საშუალოდ 100 ლარი

4) ფიცრები  შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი მასალა ან და შეიძიონთ საყალიბე ფანერები, რომელიც დაახლოვებით 1ც 55 ლარი ღირს 

5) დაგჭირდებათ არმატურა, საძირკველში ჩასაყოლებელი ბადის გასაკეთებლად რომლის ფასი დაახლოვებით 10მმ-ის სიგანის  და 12მ-სიგრძის არის 1 ტონაზე დაახლოებით 1800 ლარი

6) საბეტონე ქვიშა მისი ფასი იწყება 1კვ.მ3-ზე 45 ლარიდან.

7) ღორღი რომლის ფასიც იწყება 1კვ.მ3-ზე 25 ლარიდან

7) ცემენტის "ჰაიდელბერგის" ფასი ერთი პარკის 13 ლარია.

 

Აუცილებელი პირობაა საძირკვლის გაშრობის და ყალიბის მოხსნის შემდეგ გაკეთდეს ჰიდროიზოლაცია დაც დანესტვას შეუშლის ხელს მაგალითად წაესვას ფისის ფენა ან ნებისმიერი სხვა ჰიდროსაიზოლაციო საშუალება

 

საბოლოოდ როგორ ტიპზეც არ უნდა გაკეთდეს არჩეავანი მთავარია სწორად იყოს შესრულებული ყველა სამუშაო.

არასწორად გაკეთებული საძირკველი ალბათ ყველაზე სახიფათოა და შეიძლება ისეთ კატასროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები.
 

ინტერიერის  მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?

ინტერიერის მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?

5 აპრ 2019

ავეჯის დიზაინერები დღეისათვის ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე ინტერიერს რაიმე ჩარჩოები უკვე აღარ აქვს და უფრო მეტად სადაა, ზედმეტი ელემენტე-ბით არ არის გადატვირთული, ყველაფრის ფუნქციურად განაწილება ხდება სივრცეში. მინიმუმამდე დაიყვანება დეკორიც. პრაქტიკიდან გამომდინარე, გადატვირთული ელემენტები უკვე აღარავის იზიდავს შემკვეთს. თუ წინა წლებში სადა ფერის კედლებზე, მაგალითად, საწოლის უკან დეკორი მოდური იყო, ახლა ეს მოდიდან გადავიდა. უფრო მეტად ხისა და ქვის გამოყენება დაიწყეს ინტერი-ერში.

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?

1 აპრ 2019

განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს თითქმის ყოველდღე ვადევნებთ თვალ-ყურს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად იზრდება ინტერესი ამ მიმართულებით და მანამ სანამ მოკლედ და ზოგადად მიმოვიხილავდეთ გარკვეული საგნების სპეციალისტებთან საგნების ცოდნის სპეციფიკას, იმას, თუ რაში და როდიდან უნდა მოემზადონ ბავშვები რეპეტიტორებთან, მკითხველს იმ ცვლილებებს გავაცნობთ, რაც განათლების სამინისტრომ და შეფასებისა და ეროვნულმა ცენტრმა ბოლო დროს გააჟღერა:

რეკომენდირებული კატეგორიები
ავტო სერვისი