კოტე

კოტე არაბული

11 ივნ 2020
2723 ნახვა

რა ეტაპების გავლაა საჭირო საძირკველის ასაშენებლად

მას შემდეგ, რაც ნაკვეთს შეარჩევთ და ასაშნებელ პროექტსაც დაამტკიცებთ,

დგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დრო ეს არის საძირკველი. 

მის გაკეთებას დიდი სიფრთხილე ესაჭიროება, რადგან საძირკველი მთლიანი შენობის საყრდენი ნაწილია 

შეიძლება ითქვას, რომ შენობის ექსპლუატაციის ვადა და მდგრადობა მთლიანად საძირკველის ხარისხიანად და სწორად გაკეთებაზეა დამოკიდებული.

არსებობს საძირკვლის სხვადასხვა ტიპები

 

ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, ხიმინჯოვანი და კომბინირებული.

 
  1. ლენტური საძირკველი ეწყობა მზიდი კედლების ქვეშ


 

2) წერტილოვანი საძირკველი, ბოძებისა და სვეტების ქვეშ ეწყობა
 


 

3) მთლიანი ფილა ისხმება მთლიანად შენობის ქვეშ, რკინაბეტონის ფილის სახით
 


 

4) ხიმინჯოვანი საძირკველი გრუნტში მოთავსებული ძელური ელემენტებია, 

რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის დატვირთვას
 


 

პირველი და მეორე კლასის შენობისთვის ნებისმიერი მათგანი გამოდგება, მთავარია სამუშაოები სწორად შესრულდეს.

მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებული ლენტური საძირკველია და მასზე ვისაუბროთ.
 

უნდა გასუფთავდეს ასაშენებელი ტერიტორია და ამოითხაროს ქვაბული.

1) შეგიძლიათ მუშა დაიქირაოთ და მას ამოათხრევინოთ რაც დაახლოვებით კუბზე 60ლ-დან 120ლ-მდე ღირს 

2) შეგიძლიათ იქირაოთ შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ბევრად მარტივად და სწრაფად შეასრულებს ამ საქმეს, მაგალითად 110 კვადრატულიან ბელეტაჟ სახლის საძირკველს ამოთხრის ერთ დღეში, რაც 450ლ ღირს (ერთი დღის მომსახურების ფასი)

 

მას შემდეგ, რაც ქვაბულს ამოთხრით და ნიადაგს გაასწორებთ, ეწყობა მოსამზადებელი ფენა ქვიშით ან ხრეშით.

ფორმის შენარჩუნებისა და ბეტონის სწორად ჩასხმისათვის უნდა მოეწყოს ყალიბი ე.წ (აპალოვკა).

 

3) ხელოსნის დაქირავება რომელიც ყალიბს შეკრავს და და წნავს რკინის ბადეს დაგიჯდებათ 1მ3-ზე საშუალოდ 100 ლარი

4) ფიცრები  შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი მასალა ან და შეიძიონთ საყალიბე ფანერები, რომელიც დაახლოვებით 1ც 55 ლარი ღირს 

5) დაგჭირდებათ არმატურა, საძირკველში ჩასაყოლებელი ბადის გასაკეთებლად რომლის ფასი დაახლოვებით 10მმ-ის სიგანის  და 12მ-სიგრძის არის 1 ტონაზე დაახლოებით 1800 ლარი

6) საბეტონე ქვიშა მისი ფასი იწყება 1კვ.მ3-ზე 45 ლარიდან.

7) ღორღი რომლის ფასიც იწყება 1კვ.მ3-ზე 25 ლარიდან

7) ცემენტის "ჰაიდელბერგის" ფასი ერთი პარკის 13 ლარია.

 

Აუცილებელი პირობაა საძირკვლის გაშრობის და ყალიბის მოხსნის შემდეგ გაკეთდეს ჰიდროიზოლაცია დაც დანესტვას შეუშლის ხელს მაგალითად წაესვას ფისის ფენა ან ნებისმიერი სხვა ჰიდროსაიზოლაციო საშუალება

 

საბოლოოდ როგორ ტიპზეც არ უნდა გაკეთდეს არჩეავანი მთავარია სწორად იყოს შესრულებული ყველა სამუშაო.

არასწორად გაკეთებული საძირკველი ალბათ ყველაზე სახიფათოა და შეიძლება ისეთ კატასროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები.
 

რეკომენდირებული სტატიები

ინტერიერის  მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?

ინტერიერის მოდური ტენდენციები - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის შეკვეთის დროს?

19 აპრ 2019

ავეჯის დიზაინერები დღეისათვის ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე ინტერიერს რაიმე ჩარჩოები უკვე აღარ აქვს და უფრო მეტად სადაა, ზედმეტი ელემენტე-ბით არ არის გადატვირთული, ყველაფრის ფუნქციურად განაწილება ხდება სივრცეში. მინიმუმამდე დაიყვანება დეკორიც. პრაქტიკიდან გამომდინარე, გადატვირთული ელემენტები უკვე აღარავის იზიდავს შემკვეთს. თუ წინა წლებში სადა ფერის კედლებზე, მაგალითად, საწოლის უკან დეკორი მოდური იყო, ახლა ეს მოდიდან გადავიდა. უფრო მეტად ხისა და ქვის გამოყენება დაიწყეს ინტერი-ერში.

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?

რა ცვლილებები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ბავშვები საგნებში ?

8 აპრ 2019

განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს თითქმის ყოველდღე ვადევნებთ თვალ-ყურს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად იზრდება ინტერესი ამ მიმართულებით და მანამ სანამ მოკლედ და ზოგადად მიმოვიხილავდეთ გარკვეული საგნების სპეციალისტებთან საგნების ცოდნის სპეციფიკას, იმას, თუ რაში და როდიდან უნდა მოემზადონ ბავშვები რეპეტიტორებთან, მკითხველს იმ ცვლილებებს გავაცნობთ, რაც განათლების სამინისტრომ და შეფასებისა და ეროვნულმა ცენტრმა ბოლო დროს გააჟღერა:

სტომატოლოგიური კლინიკა გლდანში სთაილ სმაილ კლინიკ
სტომატოლოგიური კლინიკა გლდანში სთაილ სმაილ კლინიკ

ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სტომატოლოგიურ კლინიკა სთაილ სმაილში (გლდანი), თქვენ მოგემსახურებათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები. პაციენტს ვთავაზობთ სრულ სტომატოლოგიურ სერვისს: ✔ თერაპია, ✔ ქირურგია, ✔ ორთოპედია, ✔ ორთოდონტია, ✔ იმპლანტოლოგია, ✔ პარადონტოლოგია. კლინიკაში გამოიყენება უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ❗❗❗ შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტო განვადებით 0% ❗❗❗ შეგიძლიათ ისარგებლოთ დაზღვევით: ✔ სადაზღვევო კომპანია "ალფა" ✔ სადაზღვევო კომპანია "პსპ" ✔ სადაზღვევო კომპანია "იმედი L" ✔ სადაზღვევო კომპანია "ევროინსი" ✔ სადაზღვევო კომპანია "ნიუ ვიჟენი"