განათავსე და მოიგე iPhone 17 Pro
Servisebi's large logo
მომხმარებელი
მანჩო
მომზადება ქართულ ენაში
მომზადება ქართულ ენაში

გახლავართ ფილოლოგიის მაგისტრი და დოქტორის კანდიდატი, 7 წლიანი გამოცდილებით განათლების სფეროში. მიმუშავია როგორც საჯარო და კერძო სკოლებში, ისე საგანმანათლებლო ცენტრებში, ხოლო ამჟამად ვმუშაობ ორ უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად, ასევე, მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდების გამსწორებლად. ჩაბარებული მაქვს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. ასევე, დავამთავრე ქართული ენისა და ლიტერატურის (მე-7-12 კლასი) მასწავლებლების მოსამზადებელი (60 კრედიტიანი) სერტიფიცირებული პროგრამა. შეზღუდული დროიდან გამომდინარე, შემიძლია ავიყვანო აბიტურიენტების მცირე ჯგუფი (3-6 მოსწავლე) ეროვნული გამოცდების ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსამზადებლად. შემიძლია შეზღუდული რაოდენობით მოვამზადო ქართული ენის სახელმწიფო გამოცდისა და ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდის ჩაბარების მსურველები, ასევე ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს ქართულის შესწავლა/გაუმჯობესება. ? ფორმატი და განრიგი: გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით: ? დასწრებით ? ონლაინ/დისტანციურად ? ჰიბრიდული ფორმატით (შერეული რეჟიმი) ⏰ ხანგრძლივობა: თითოეული გაკვეთილი გრძელდება მინიმუმ 2 საათი. ? სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიური მიდგომა: გაკვეთილები მოიცავს: • ლიტერატურისა და გრამატიკის თეორიული მასალის ახსნას; • მუდმივ განმტკიცებასა და გამეორებას; • ტესტის სტრუქტურასა და თითოეულ კომპონენტზე მუშაობას; • მუდმივ ვარჯიშს - მათ შორის, რედაქტირების, თხზულების ანალიზისა თუ სხვა პრაქტიკული დავალებების სახით;

რედაქტირება–კორექტირება (ბეჭდვა არა)
რედაქტირება–კორექტირება (ბეჭდვა არა)

მოგესალმებით, გთავაზობთ სხვადასხვა შინაარსისა და მოცულობის ტექსტების რედაქტირება–კორექტირებას, კონტექსტის დახვეწა–გარდაქმნას. პროფესიით – ფილოლოგი, ფილოლოგიის მაგისტრი, განათლების მეცნიერებების დოქტორანტი, სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული რეცენზენტი (სამაგისტრო ნაშრომების) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელი (მასწავლებლების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების). რედაქტორად მუშაობის მრავალფეროვანი და ინტენსიური სამუშაო გამოცდილება მოიცავს ჩემი საქმიანობის ბოლო 8 წელს და უკავშირდება როგორც საჯარო და კერძო, ისე მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას (სულაკაურის გამომცემლობა, ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და სხვა...). აღნიშნულ კომპანიებთან, ხელშეკრულების ფარგლებში, პროექტის რედაქტორად და ფრილანსერად (ან კერძო შეკვეთებზე) მუშაობისას, ძირითადად, მხატვრულ და სამეცნიერო, საინფორმაციო–საგანმანათლებლო, იურიდიულ, სამედიცინო, ტექნიკურ–მარკეტინგულ სახელმძღვანელოებს, წიგნების სერიებს, წლიურ/შემაჯამებელ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, საინფორმაციო ბროშურებს, სტატიებსა და პრესრელიზებს ვასწორებ. თამანშრომლობის პროცესის მაასიათებლებია: ჩემი, როგორც რედაქტორის, პიროვნული პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება – შესაბამისი ხარისხის დამოწმებით, გუნდური მუშაობისა და სიახლეების ათვისების სურვილი/ინტერესი, საკუთარი საქმიანობის ერთგულება და სიყვარული, სხვათა მიმართ პატივისცემა და კეთილგანწყობა – დადებითი, სწორი და ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება ყველა თვალსაზრისით.

video icon სერტიფიკატი