მოიძებნა 38 განცხადება

ქართულის რეპეტიტორი, მომზადება ქართულ, ენაში

მოცემულ კატეგორიაში შეხვდებით, რეპეტიტორიებს, რომლებიც ამზადებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მომზადება ქართულში, ქართულ ენაში

ბავშვების მომზადება ინგლისურსა და ქართულში.
ბავშვების მომზადება ინგლისურსა და ქართულში.

მოვამზადებ ბავშვებს, დაწყებითი კლასიდან მე-9 კლასამდე, როგორც ინგლისურში, ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ვარ ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის ბაკალავრიატის (სტიპენდიანტი) სტუდენტი, ფილოლოგი, ანგლისტიკის განხრით. 1-2 გაკვეთილი არის უფასო, თუ როგორ დაინტერესდებიან ბავშვები ჩემ მიერ გადმოცემული ცოდნით, ფასი არის შეთანხმებით... ვიმყოფები სამედიცინოს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე. მსურველებმა შემეხმიანეთ მითითებულ სოციალურ ქსელსა თუ ელ-ფოსტაზე.

ინგლისურის რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება | ქართული ენის რეპეტიტორი

მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულში და ისტორიაში
მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულში და ისტორიაში

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისათვის ორ საგანში–ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მსურველს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანიც. ვარ უმაღლესი ისტორიული და ფილოლოგიური განათლებით, დოქტორანტი. ვმუშაობ ერთ-ერთ უნივერსიტეტში. აბიტურიენტებთან და მოსწავლეებთან მაქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საგნებში გაკვეთილები ჩატარდება ცალ–ცალკე. ორივე საგანში დეტალურად იქნება შესწავლილი საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები. ისტორიაში სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება შესაბამისი სახელმძღვანელოები, კრებულები, რუკები, ტექსტები, სხვადასხვა ვიზუალური წყაროები. ასევე ქართულში საფუძვლიანად შევასწავლი მართლწერის წესებს, ესეს წერას, მხატვრული ნაწარმობის დამუშავებას და ყველა სავალდებული დეტალს. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-3-ჯერ, ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად, შეთანხმების მიხედვით. შესაძლოა ადგილზე მისვლაც. ფასი შეთანხმებით

რეპეტიტორი

ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. დამთავრებული მაქვს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ქართული ფილოლოგიის განხრით, მეორადი სპეციალობა სოციოლოგია. ვარ, ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის, პირველი კურსის სტუდენტი. დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია. ვასწავლი საჯარო სკოლაში. გამაჩნია აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. გავლილი მაქვს, მასწავლებლის გადამზადების 60 კრედიტიანი პროგრამა. ვარ, არაერთი კონფერენციის მონაწილე. გამოცემული მაქვს ლექსების კრებული.

ქართული ენის რეპეტიტორი