ჩინური ენის სწავლა საინტერესო პროცესია, რომელიც მხოლოდ ახალი სიტყვებისა და გრამატიკული წესების დამახსოვრებას არ გულისხმობს. ჩინური განსხვავებული სტრუქტურის, გამოთქმისა და დამწერლობის მქონე ენაა, ამიტომ სწავლის პირველ ეტაპზე შესაძლოა ბევრი რამ უჩვეულოდ მოგეჩვენოთ. ჩვეულებრივ, სწავლის დასაწყისში ყურადღება ექცევა პინინს, ჩინური ენის ტონებსა და სწორ გამოთქმას. შემდეგ მოსწავლე ეტაპობრივად ეცნობა ყოველდღიურ სიტყვებსა და ფრაზებს, მარტივ წინადადებებს, გრამატიკულ სტრუქტურებსა და დამწერლობას. დროთა განმავლობაში სწავლა უფრო პრაქტიკული ხდება, ეტაპობრივად ვითარდება მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნასწავლი მასალის რეალურ სიტუაციებში გამოყენება, რადგან ენის ცოდნა მხოლოდ წესების დამახსოვრებით არ განისაზღვრება.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩინურის მასწავლებელს. კარგი მასწავლებელი მხოლოდ ახალ მასალას არ ხსნის. ის აკვირდება მოსწავლის პროგრესს, ამჩნევს სირთულეებს და სწავლების მეთოდს კონკრეტულ ადამიანზე აწყობს. მაგალითად, თუ მოსწავლეს გამოთქმა უჭირს, მეტი ყურადღება შეიძლება ტონებსა და მოსმენის სავარჯიშოებს დაეთმოს, ხოლო თუ მთავარი მიზანი საუბრის განვითარებაა გაკვეთილზე მეტი დიალოგი და პრაქტიკული სიტუაცია გამოიყენოს.
სწორედ ამიტომ, მასწავლებლის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად სასწავლო პროგრამის არჩევა. სხვადასხვა
ჩინური ენის კურსები შეიძლება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს როგორც მეთოდოლოგიით, ისე გაკვეთილების ფორმატითა და დატვირთვით. არჩევისას სასურველია გაითვალისწინოთ მასწავლებლის გამოცდილება, სწავლების სტილი, თქვენი ცოდნის დონე და ის მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ.
ასევე, მნიშვნელოვანია სწავლის ფორმატი. თუ პირისპირ გაკვეთილები გირჩევნიათ, შეგიძლიათ მოძებნოთ ჩინური ენის შესწავლა ბათუმში ან სხვა ქალაქში. მათთვის კი, ვისაც მოქნილი გრაფიკი სჭირდება, კარგი ალტერნატივაა ჩინური ენის მასწავლებელი ონლაინ. ონლაინ ფორმატი საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ და მასწავლებლის არჩევისას მხოლოდ თქვენს ქალაქში არსებული ვარიანტებით არ შემოიფარგლოთ.
კარგი შედეგისთვის მხოლოდ გაკვეთილზე დასწრება საკმარისი არ არის.
ჩინურის გაკვეთილები გაცილებით ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც მათ შორის პერიოდში მოსწავლე დამოუკიდებლადაც იმეორებს სიტყვებს, უსმენს ჩინურ ენას, კითხულობს მარტივ ტექსტებს ან ცდილობს ნასწავლი ფრაზების გამოყენებას. რეგულარული მცირე პრაქტიკა ხშირად უფრო შედეგიანია, ვიდრე იშვიათი და ხანგრძლივი მეცადინეობა.
საბოლოოდ, ჩინური ენის სწავლა არის პროცესი, რომელიც დროს, მოთმინებასა და პრაქტიკას მოითხოვს. სწორად შერჩეული მასწავლებელი კი ამ გზას ბევრად უფრო გასაგებს, ორგანიზებულსა და საინტერესოს ხდის. მთავარია, სასწავლო პროგრამა და მასწავლებელი თქვენს რეალურ მიზნებს შეესაბამებოდეს იქნება ეს მოგზაურობა, განათლება, კარიერული განვითარება თუ უბრალოდ ახალი ენისა და კულტურის გაცნობა.