განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ისტორიის მასწავლებელი / ისტორიის შესწავლა

ზოგადი განათლებისთვის ქვეყნის მატიანეს ცოდნა აუცილებელია. ამისთვის კარგი ისტორიის რეპეტიტორები დაგეხმარებათ. გამოცდილი მასწავლებელი ისტორიაში მოამზადებს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების მაღალი ქულის მისაღებად.

განცხადებები

მოვამზადებ ისტორიაში აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს

მოგესალმებით, მეგობრებო. გადავწყვიტე, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ ავიყვანო აბიტურიენტთა ჯგუფები ისტორიის ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად მოკლედ მოგახსენებთ ჩემზე: ვარ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ასევე ვარ ნიუტონის თავისუფალი სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ ისტორიის კლუბი "სამანის" თანადამფუძნებელი. ვარ რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორი და თანაავტორი ასევე 10-მდე მოხსენება მაქვს წარდგენილი სხვადახვა სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაზე (მათ შორის საერთაშორისოზე) რამდენჯერმე მოპოვებული მაქვს სახელმწიფო სტიპენდია. ჩემი მეთოდებით და იმ მაღალი სტანდარტით, რასაც ჩემს თავს და მოსწავლეებს ვუწესებ, მოწადინებულ აბიტურიენტს ზედმეტი ნერვიულობის გარშე შეუძლია საგრანტო ქულის აღება. მთელი წლის განმავლობაში ჩემივე შედგენილი ტესტებით შევაჯამებთ და გამოვიყენებთ დაგროვილ ცოდნას. ჩემი მოსწავლეები დამეთანხმებიან, რომ ეროვნულის ტესტი უადვილესად მოგეჩვენებათ, იმასთან, რასაც ჩემთან დაწერთ. ჯგუფები გაკეთდება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ჩემს ბინაში მოსვლით. ორივე ფორმატში სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ინდივიდუალურად მომზადებაც. თანხაზე, გაკვეთილის რაოდენობაზე და სხვა ტექნიკური ხასიათის კითხვებზე, გთხოვთ დამირეკოთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე

  • ონლაინ

მოვამზადებ ისტორიაში

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში, ვარ ისტორიის მოქმედი უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება. ფასი: კვირაში ორი დღე - 150₾ კვირაში სამი დღე - 200₾ გაკვეთილის მიმდინარეობა ორი საათი (ვამზადებ, როგორც ჩემს ბინაზე, ასევე ონლაინ).

  • ონლაინ

ისტორიაში მომზადება

აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის! გთავაზობთ ისტორიის მომზადებას ეროვნულ გამოცდებზე და სკოლის პროგრამისთვის. გაკვეთილები ჩატარდება გასაგები და მარტივი ახსნებით, საინტერესო ფაქტებითა და სიღრმისეული განხილვით. ✅ ყოველი ახალი თემის დაწყებამდე მოხდება წინა მასალის გამეორება, რათა ცოდნა მყარად დამკვიდრდეს. ✅ იმუშავებთ ისტორიულ რუკებთან, რაც დაგეხმარებათ მოვლენების უკეთ გააზრებასა და წარმოსახვაში. ✅ სპეციალური ყურადღება დაეთმობა ტესტებთან მუშაობას, რათა გამოცდებზე მაქსიმალურად მზად იყოთ. ✅ სწავლება გაიმართება ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში, თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულად. ფასი – შეთანხმებით.

  • ონლაინ

მომზადება ისტორიაში

ემზადები ეროვნული გამოცდებისთვის? ან ასწავლი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას? გთავაზობთ პროფესიულ დახმარებას! ✅ მოვამზადებ აბიტურიენტებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ისტორიაში ეროვნული გამოცდების სრული პროგრამით, გასაგები, გააზრებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით. ✅ დავეხმარები მასწავლებლებს – პროგრამის გარშემო მუშაობაში, მეთოდიკაში, გაკვეთილების ინოვაციურ დაგეგმვასა და ეფექტურ სწავლება-სწავლის პროცესში. მაქვს შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა და მოტივაცია, რომ მოგცეთ შედეგზე ორიენტირებული მხარდაჭერა. სწავლება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ოფლაინ და ონლაინ ფორმატში. დამიკავშირდით დეტალებისთვის.

  • ონლაინ

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო, ასევე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: ბაკალავრი - ივანე ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულება - ისტორია მაგისტრატურა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულებას საქართველოს უახლესი ისტორია. მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაქვს 8 წლიანი სწავლების გამოცდილება. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. ვმუშაობ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სწავლება მიმდინარეობს თანამდროვე მეთოდებით, აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიურ ცოდნაზე, ასევე ისტორიული ეპოქების დეტალურ აღქმასა და გააზრებაზე. გაკვეთილის მსვლელობისას, გარდა ტექსტისა, ასევე ვიყენებთ ისტორიულ რუკებს, სქემებს, კარიკატურებს, პლაკატებსა და სხვ. გარდა ამისა, სისტემატიურად ტარდება ტესტირებები, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ მოსწავლის სისუსტეები და დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ. წარმატება გარანტირებულია თუ მოსწავლე გამოიჩენს შესაბამის ყურადღებას და ჩართული იქნება საგაკვეთილო პროცესში. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში. ადგილზე დაგხვდებათ კომფორტული გარემო. დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე.

  • ონლაინ

მომზადება ისტორიაში

ვამზადებ აბიტურიენტებს/მოსწავლეებს ისტორიაში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარ უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. მეცადინეობების ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი, ეს დამოკიდებულია მასალასა და მოსწავლის მიერ მის ათვისებაზე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო ყოველ მეორე კვირას იქნება ეროვნულის ფორმატის შემაჯამებელი წერა. მასალა შედგენილია შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით. ხშირად გვექნება განვლილი მასალის პატარა ტესტირებები. მოსწავლეების მიერ მონდომების, მიზანდასახულობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. სურვილისამებრ მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც.

  • ონლაინ

მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. რამოდენიმე სიტყვით გაგაცნობთ ჩემს განათლებასა და გამოცდილებას: 2015-2019 წლებში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 2019 წელს ამავე უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე - ძველი ენები და ცივილიზაციები, რომელიც დავასრულე 2021 წელს. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსით. ამჟამად ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო არა მხოლოდ ჩემ მოსწალეებს სკოლაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თუ გსურთ, ერთად გავხადოთ ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესი მეტად მრავალფეროვანი, საინტერესო და, რაც მთავარია, ნაყოფიერი, შეგიძლიათ, დამიკავშირდეთ ჩემს საკონტაქტო ნომერზე. გაკვეთილები ტარდება: ● ჯგუფურად (ჯგუფი შედგება არაუმეტეს 4 მოსწავლისგან); ● ინდივიდუალურად; ● იმ შემთხვევაში, თუკი ონლაინ გაკვეთილებზე თავს მეტად მოხერხებულად და კომფორტულად გრძნობთ, შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ ონლაინ კურსზე; დამატებითი ინფორმაციისთვის: ჩემი მომავალი მოსწავლეებისთვის ყოველთვის უსასყიდლოდ ვატარებ პირველ საცდელ გაკვეთილს, სადაც მოსწავლეს ვაცნობ ჩემი მუშაობის სპეციფიკას, რის შემდეგაც ის თავად წყვეტს, რამდენად შეესაბამება მისი ინტერესები და სურვილები ჩემი პედაგოგიური მუშაობის მეთოდებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, სურს თუ არა ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში,შეგიძლიათ მომწეროთ ან დამირეკოთ მითითებულ ნომერზე. გისურვებთ წარმატებებს!

  • ონლაინ

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო, ასევე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისა და მასწავლებლის გამოცდისთვის. განათლება: ბაკალავრი - ივანე ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულება - ისტორია. მაგისტრატურა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ადმინისტრირება. ვარ მოქმედი პედაგოგი, სკოლაში 7+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით, დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ასევე გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა. გაკვეთილებზე ვიყენებ მრავალფეროვან მასალებს, რუკებს, წყაროებს, ილუსტრაციებს, პრეზენტაციებს, ვიდეო/აუდიო მასალებს და ყოველი თემის მიხედვით შედგენილ საგამოცდო ტესტურ მასალებს. გაკვეთილები იქნება ინტერაქციული და საინტერესო. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში. დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

  • ონლაინ

ისტორიაში მომზადება სასწავლო ცენტრების მიერ

ყველა არ აქვს იმის საშუალება, რომ ინდივიდუალურად იმეცადინოს რეპეტიტორთან. სხვადასხვა ქალაქსა თუ უბანში იპოვით ისტორიის პედაგოგი რეალურ ფასად კერძო სასწავლო დაწესებულებებში. istoriashi momzadeba rogorc onalain, asve, adgilze mosvlit.

მოვამზადებ ისტორიაში/ისტორიის რეპეტიტორი

გახლავართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრატურის კურსდამთავრებული. ასევე, ვმუშაობ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მაქვს სწავლების გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ სწავლის უახლეს მეთოდებს. მოვამზადებ როგორც აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ისე ჩვეულებრივ მოსწავლეებსაც. მომზადება ხდება ბინაზე მისვლით ან ონლაინ. სწავლების პროცესში ვაქცენტირდებით უფრო მეტად ანალიტიკურ ფაქტორზე, ვიდრე ფაქტების დაზეპირებაზე. სწავლების ენა შეიძლება იყოს როგორც ქართული, ისე - ინგლისური.

  • გამოძახებით
  • ონლაინ

ისტორის მასწავლებელი

მოგესალმებით! მე ვარ რობი სეფიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების მე-4 კურსის სტუდენტი და შევასწავლი სკოლის მოსწავლებს ისტორიას. შევასწავლი, როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე ონლაინ. მაქვს გამოცდილება, როგორც ისტორის რეპეტიტორობის, ასევე სამოქალაქო განათლების რეპეტიტორობის ბონუსად შემიძლია ვამეცადინო ზემოთხსენებულ საგანშიც. ასევე მაქვს გამოცდილება არაფორმალური განათლების სფეროში ტრენინგებსა და დებატებში. ფასი: 25₾(ერთი გაკვეთილი) თვეში 8-გაკვეთილი; გაკვეთილის ხანგძლივობა - 90წთ (1საათი და 30წუთი);

  • ონლაინ

მოვამზადებ ისტორიაში სკოლის მოსწავლეებს.

ვარ ისტორიის მესამე კურსის სტუდენტი ,ასევე ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის გამოცდა .მოვამზადებ ისტორიაში სკოლის მოსწავლეებს. ჩემი სწავლის მეთოდი გათვლილია ხარისხზე .დავეხმარები მოსწავლეს ნებისმიერი საგაკვეთილო საკითხის სიღრმისეულ გააზრებაში . ერთი გაკვეთილის ფასი არის 30ლარი ,რომელიც გრძელდება ერთ საათსა და 30 წუთს . გაკვეთილის რაოდენობა დამოკიდებულია მოსწავლის საჭიროებაზე.

  • ონლაინ

მომზადება ისტორიაში

გამარჯობა,ოქტომბრიდან ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ისტორიაში. შესაძლებელია ინდივიდუალური მომზადება, როგორც აბიტურიენტებისათვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის. კურსის შესახებ: >გაკვეთილის ხანგრძლივობა 2:00 საათი >კვირაში 3 (დღეებზე შევთანხმდებით) > სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება (რუკა....) >მომზადების პროცესში ვიყენებთ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს >მასალას ავხსნი პრეზენტაციის სახით >ვმუშაობთ ტესტებზე და 12 გაკვეთილის ბოლოს ვწერთ დასკვნით ტესტებს >გვექნება ზეპირი გამოცდები >გავიმეორებთ განვლილ მასალას. ჩემს შესახებ: >მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება >ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი >აქტიურად ვმონაწილეობ სტუდენტურ სამეცნიერო კომფერენციებში

  • ონლაინ

მომზადება ისტორიაში

აირჩიე ისტორიის მოსამზადებელი კურსი გამოცდილი პედაგოგისგან! რატომ ჩემთან? ✔ სკოლაში, აბიტურიენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლობის მსურველებთან მუშაობის გამოცდილება; ✔ ყველა მათგანმა უჩვენე საუკეთესო შედეგები; ✔ თანამედროვე ტექნოლოგიებით ხალისიანი და საინტერესო სწავლების პროცესი; ✔ ონლაინ გაკვეთილები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგიონისთვის. ✔ ეროვნული გამოცდებისათვის საუკეთესო შედეგების მიღწევის შანსი; ✔ შესამოწმებლად დემო-გაკვეთილები, შეგიძლიათ იხილოთ YouTube არხზე. (დარეკეთ და მიიღებთ ლინკს); რას მიიღებ? - სრულყოფილ მომზადებას ეროვნული გამოცდებისთვის. - ინდივიდუალურ მიდგომას და თემების საფუძვლიან ანალიზს. - ინტერაქტიულ მასალებსა და მრავალფეროვან დავალებებს. - თავისუფალ და მეგობრულ გარემოს, სადაც სწავლა სიამოვნებად იქცევა! ახალი ჯგუფების რეგისტრაცია უკვე დაიწყო! ნუ დაკარგავ შანსს! მიაღწიო საუკეთესო შედეგებს ისტორიის გამოცდაში!

  • ონლაინ

ვამზადებ ისტორიაში აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ონლაინ.

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ისტორიაში. მოვამზადებ საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში, სკოლის მოსწავლეებს, ისტორიის შესწავლის მსურველებს და აბიტურიენტებს.ვამზადებ თანამედროვე პრინციპით. გათვალისწინებული იქნება ეროვნული გამოცდის პროგრამის ყველა საკითხი. გაკვეთილები ჩატარდება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ, ოთხჯერ საჭიროების შემთხვევაში. ვამზადებ ქალაქ ქუთაისში, ბუკიას N 7, მეცადინეობა შესაძლებელია დისტანციური ფორმატით.

  • ონლაინ

ისტორიაში მომზადება

მოვამზდებ აბიტურიენტებს 2025 წლის ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის. მომზადება შესაძლებელია ორ ლოკაციაზე: თემქა და ვარკეთილი. სურვილის შემთხვევაში მოვამზადებ დისტანციურადაც. მუშაობის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ფაქტობრივი ცოდნის დაუფლებასა და მსჯელობა-ანალიზის უნარის განვითარებაზე. ვიმუშაობთ კონკრეტული სავარჯიშოების სპეციფიკის გააზრებასა და მეთოდოლოგიის დაუფლებაზე. რაც მთავარია, გაკვეთილები იქნება საინტერესო, სახალისო და შედეგზე ორიენტირებული!!! მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი მოსწავლეები გამოცდაზე მიღწეული მაღალი შედეგებით სწავლას აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში. დავასრულე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება უმაღლესი აკადემიური მოსწრებით. დამატებით პროგრამად გავიარე პედაგოგიკა - 60 კრედიტიანი პროგრამა, რამაც საშუალება მომცა დავუფლებოდი მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემის ოპტიმალურ მეთოდებს. 2021-2023 წლებში 100%-იანი დაფინანსებითა და უმაღლესი აკადემიური მაჩვენებლებით გავიარე შუა საუკუნეების ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ვარ შუა საუკუნეების ისტორიის მაგისტრი. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიაში. ვარ 176-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ სამეცნიერო სტატიების ავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აბიტურიენტის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობისა და მოტივაციის შემთხვევაში უმაღლესი შედეგი გარანტირებულია! 571010479.

  • ონლაინ

ისტორიაში მომზადება

FoxPrep.ai ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ჭკვიანი პლატფორმაა. გააკეთე სავარჯიშო ტესტები თითოეულ საგამოცდო თემაზე; ოფიციალური კითხვები წინა გამოცდებიდან; დამატებითი დაგენერირებული კითხვები ყველა საკითხზე; ულიმიტო რაოდენობის სატესტო სესიები გაანალიზე პროგრესი პერსონალური სტატისტიკით. 2025-ში ჩვენმა მომხმარებლებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მასწავლებლებისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება რათა თავიანთი მოსწავლეები უკეთ მოამზადონ ჩვენი პლატფორმის დახმარებით.

  • ონლაინ

ისტორიის რეპეტიტორი

ვარ ისტორიის მაგისტრი, სერთიფიცირებული ისტორიის მასწავლებელი, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მაღალი ქულის გარანტიით, მაქვს გამოცდილება. მომზადება შესაძლებელი იქნება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში, ონლაინ რეჟიმში. ფასი შეთანხმებით.

  • ონლაინ

ინდივიდუალური მომზადება ისტორიაში

ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა. კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100 ლარი

  • გამოძახებით
  • ონლაინ

მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.

  • გამოძახებით
  • ონლაინ

ინდივიდუალური მომზადება ისტორიაში

ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა. კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100/150 ლარი

  • გამოძახებით
  • ონლაინ

მომხმარებლის შეფასებები

მომზადება ისტორიაში თანამედროვე სტანდარტებით

შეფასების ავტორი: მარიამ კვეტენაძე

ისტორიაში ყველაფერი, რაც ვისწავლე, ანუკი მასწავლებლის დამსახურებაა. ის ძალიან მეგობრული, კეთილი და ყურადღებიანია. ძალიან...

მომზადება ისტორიაში თანამედროვე სტანდარტებით

შეფასების ავტორი: მარი დოლიკაშვილი

ანუკა მასწავლებელმა შემაყვარა ისტორია. აბიტურიენტობა თქვენი გაკვეთილების გამო მენატრება მას. საუკეთესო ხართ!!!

მომზადება ისტორიაში თანამედროვე სტანდარტებით

შეფასების ავტორი: ნუცა

ანუკა მასი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე. დამეხმარა, უკეთ გამეაზრებინა საკითხები, პრეზენტაციებით კი...

ისტორიის რეპეტიტორი

შეფასების ავტორი: მარიამი

უძლიერესი და უსაყვარლესი მასწავლებელი. მისი წყალობით ჩავაბარე. არა მარტო ისტორიაში, არამედ უნივერსიტეტებიის დალაგებაშიც...

ისტორიის რეპეტიტორი

შეფასების ავტორი: ვახტანგი

ქალბატონი ნუცს შესანიშნავი ისტორიის რეპეტიტორია. მისი გაკვეთილები საინტერესო და ინფორმატიულია. იგი კარგად ხსნის რთულ საკ...

ისტორიის რეპეტიტორი

შეფასების ავტორი: ნინი

საუკეთესო მასწავლებელი <3 <3 ერთი წელი ვემზადებოდი და შედეგით უზომოდ კმაყოფილი ვარ

ისტორიის რეპეტიტორი, მომზადება ისტორიაში, ისტორიის მასწავლებელი, ისტორიის შესწავლა, მომზადება ეროვნული გამოცდებისვის ისტორიაში, istoriis repetitori, momzadeba istoriashi, istoriis maswavlebeli, istoriis sheswavla, momzadeba erovnuli gamocdebistvis istoriashi

ისტორია, ისტორიის რეპეტიტორი,მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში, ისტორიის მასწავლებელი, მომზადება ისტორიაში, istoriis repetitori, momzadeba istoriashi, istoriis maswavlebeli, istoriis sheswavla, momzadeba erovnuli gamocdebistvis istoriashi

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები