გახლავართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრატურის კურსდამთავრებული. ასევე, ვმუშაობ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მაქვს სწავლების გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ სწავლის უახლეს მეთოდებს. მოვამზადებ როგორც აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ისე ჩვეულებრივ მოსწავლეებსაც. მომზადება ხდება ბინაზე მისვლით ან ონლაინ. სწავლების პროცესში ვაქცენტირდებით უფრო მეტად ანალიტიკურ ფაქტორზე, ვიდრე ფაქტების დაზეპირებაზე. სწავლების ენა შეიძლება იყოს როგორც ქართული, ისე - ინგლისური.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.