ავიაკომპანიები

ავიაკომპანიები

Vanilla Sky - ტურები და ავიასერვისი საქართველოს მასშტაბით
eyeნანახი
Vanilla Sky - ტურები და ავიასერვისი საქართველოს მასშტაბით

Vanilla Sky - ს ექსკლუზიური მომსახურება - პირველი ავიატაქსი საქართველოს ტერიტორიაზე! ჩვენ ვანხორციელებთ ფრენებს სხვა და სხვა დანიშნულებით, შესაბამისი საფრენი აპარატის შერჩევით. ჩვენი საჰაერო ტრანსპორტი შეესაბამება უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტებს. Vanilla Sky ფლობს კომფორტული, მცირე ზომის საფრენი აპარატების პარკს, რაც საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ ფრენების მაქსიმალური ოპერატიულობა, კომფორტი, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. ჩვენი სერვისი მოიცავს ფართო სპექტრს - მგზავრთა გადაყვანა, სატვირთო გადაზიდვები ,ავია გასეირნება, ავია გადაღება და სხვა. კომპანიის საჰაერო პარკი და აეროდრომი მდებარეობს ნატახტარში, თბილისიდან 20 წუთის სავალზე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://ticket.vanillasky.ge/ge/air-services ან დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ავიაკომპანიები
ავიაკომპანია ჯეო სქაი
eyeნანახი
ავიაკომპანია ჯეო სქაი

ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი” დაარსდა 2017 წელს და წარმატებით ოპერირებს დღემდე როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საჰაერო გადაზიდვები. ,,ჯეო სქაი"-ს მოპოვებული აქვს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მსოფლიო მასშტაბით ოპერირების უფლებით, ასევე მინიჭებული აქვს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი. "ჯეო სქაი” დღეის მდგომარეობით, დარგის ლიდერის სახელწოდებით არის ცნობილი და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშეს და ავიატორთა მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: airgeosky.ge ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ავიაკომპანიები
სულ 3 რეზულტატი