განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სასაწყობე ფართები

 სასაწყობე ფართები ყველაზე ხშირად მაშინ ხდება საჭირო, როცა საქმიანობა იზრდება და არსებული სივრცე უკვე აღარ არის საკმარისი ყოველდღიური საქმიანობისათვის. იქნება ეს პროდუქტის შენახვა, მარაგის მართვა თუ დისტრიბუციის ორგანიზება — სწორად შერჩეული სივრცე პირდაპირ აისახება მუშაობის სისწრაფესა და ეფექტურობაზე. როცა ყველაფერი ერთ ადგილზეა და მარტივად მისადგომი, პროცესებიც ბევრად უფრო გამართული ხდება.
 ამიტომ სასაწყობე ფართები არ უნდა შეირჩეს მხოლოდ ფასის მიხედვით. მნიშვნელოვანია, სად მდებარეობს, რამდენად მოსახერხებელია სატრანსპორტოდ და რამდენად ერგება თქვენს სამუშაო პროცესს. თუ სხვადასხვა ქალაქში მუშაობთ ან აქტიურად გადაადგილდებით, შეიძლება თქვენთვის ოპტიმალური იყოს სასაწყობე ფართის გაქირავება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში — არჩევანი ფართოა და პირობებიც განსხვავებული.
 ზოგ შემთხვევაში კი უფრო პრაქტიკული გამოსავალია სასაწყობე კონტეინერის გაქირავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გჭირდებათ მოქნილი და სწრაფი სივრცე, ზედმეტი ვალდებულებების გარეშე. სწორედ ასეთ დეტალებში ჩანს, რამდენად სწორად არის შერჩეული სივრცე.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სასაწყობე ფართის გაქირავება

კონტეინერების საწყობის ახალი სერვისი ჯეორენტისგან! შეინახე ნებისიერი მოცულობის ნივთი სასურველი დროით! რა არის კონტეინერების საწყობი? ეს არის თანამედროვე ტიპის სერვისი, სადაც შეგიძლია იქირაო უსაფრთხო და დაცული სივრცე – როგორც ,პატარა ყუთისთვის, ასევე მოცულობითი ტვირთისათვის, – შენი ნივთების, ავეჯის, არქივის ან საქონლის შესანახად. შენ თვითონ წყვეტ, რა დროით და რა მოცულობის ადგილი გჭირდება. - თუ სახლში ნივთების ადგილი აღარ გრჩება - თუ რემონტი გაქვს და გჭირდება დროებითი სივრცე ნივთების შესანახად - თუ ბიზნესი გაქვს და ოფისი გადატვირთულია ზედმეტი ნივთებით, რომლის შესანახი ადგილიც არ გაქვს - თუ სეზონური ნივთების შენახვა გჭირდება და სახლში ადგილი არ გაქვს ( სეზონური საბურავები, თხილამურები და ა.შ) ჩვენი საწყობი სწორედ ამ პრობლემას გადაგიჭრით! ვის გამოადგება? - ოჯახებს – როცა რემონტი გაქვთ და ნივთებისთვის დროებითი სივრცე გჭირდებათ. - ბიზნესებს – საქონლის, არქივის ან ტექნიკის შესანახად. - ყველას, ვისაც მეტი სივრცე სჭირდება ყოველდღიურობაში. ჯეორენტის ახალი, მინი კონტეინერები იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისთვისაც პრაქტიკულობა მნიშვნელოვანია. ის კომპაქტურად იტევს ყველაფერს, ზედმეტი დანახარჯების გარეშე! იქირავე შენს საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა - 8ft / 9ft / 10ft ზომის მინი კონტეინერი, ადგილზე დასაწყობების შესაძლებლობით და გამოიყენე მარტივად!

ჯეორენტი
პრო

ქირავდება დაცული სასაწყობე კონტეინერები

დაცული სასაწყობე კონტეინერები თქვენი ბიზნესისთვის. Safe Storage გთავაზობთ უსაფრთხო და მოსახერხებელ სასაწყობე კონტეინერებს, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ინვენტარი და საქონელი. ოფისის ან კომერციული ფართის რემონტი გაქვთ? ნუ შეაფერხებთ სამუშაო პროცესს - განათავსეთ ინვენტარი და ტექნიკა დაცულ სივრცეში რემონტის დასრულებამდე. გიგროვდებათ სეზონური საქონელი? შეინახეთ პროდუქცია ან აღჭურვილობა უსაფრთხოდ სეზონის დაწყებამდე. პროდუქციის გადაზიდვა ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის - ჩვენი კონტეინერები იდეალური შუალედური საცავია თქვენი ტვირთისთვის. უნივერსალური გადაწყვეტილება - გაათავისუფლეთ სივრცე ნივთებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე არ გჭირდებათ. ფასი: 300 ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

სასაწყობე ტერიტორია

ქირავდება 400 მ² სასაწყობე კომერციული ფართი ბათუმში, ქუჩა #38. ეს ფართო და ფუნქციური სასაწყობე სივრცე იდეალურია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის, რომელსაც სჭირდება ეფექტური შენახვისა და დისტრიბუციის გადაწყვეტა. მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ სტრატეგიულად ხელსაყრელ უბანში, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო ლოგისტიკურ წვდომას და ტრანსპორტირების სიმარტივეს როგორც ქალაქის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფართი გამოირჩევა მაღალი ჭერით, რაც მოქნილობას სძენს შენახვისას, და აქვს დიდი ზომის შესასვლელი კარი, რაც აადვილებს ტვირთის შეტანა-გამოტანას. ტერიტორია დაცულია, რაც თქვენი საქონლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შესაძლებელია ფართის ადაპტირება თქვენი კონკრეტული ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა თქვენი ბიზნესის გაფართოებისთვის ან ახალი ოპერაციების დასაწყებად ბათუმში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

სასაწყობე/საწარმოო ფართი სამგორში

ქირავდება ფართი, 1730 კვადრატული მეტრის, 1300 კვადრატული მეტრის, სულ 6 შენობაა. წყალი და შუქი არის, შენობები გამოიყენება საწარმოდ, სასაწყობედ და სხვა ნებისმიერი დანიშნულებისთვის.

იყიდება სასაწყობე ფართი

იყიდება 400 კვ.მ სასაწყობე ფართი, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანთან, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უკან, კომერციული საქმიანობისთვის ხელსაყრელ და ადვილად მისადგომ ლოკაციაზე. ფართი იდეალურია საწყობის, სადისტრიბუციო ცენტრის, ლოჯისტიკური საქმიანობისა და სხვა კომერციული დანიშნულებისთვის. ტერიტორია უზრუნველყოფს მოსახერხებელ მისასვლელს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ობიექტის დასათვალიერებლად დაგვიკავშირდით.

სასაწყობე/საწარმო დიდ დიღომში

ფართი წარმოადგენს ავტოფარეხს იზოლირებული მიწის ნაკვეთით. მისასვლელი არის შლაგბაუმით შესაბამისად გადმოგცემთ პულტს. არის ელ. ენერგია და ახლოს ონკანი წყლის.

სასაწყობე ფართების გაქირავება

 სასაწყობე ფართების გაქირავება ბოლო წლებში უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან ბიზნესები ცდილობენ ხარჯების ოპტიმიზაციას და სივრცის ეფექტურად გამოყენებას. როცა არჩევანი სწორად არის გაკეთებული, სასაწყობე ფართების გაქირავება აღარ არის უბრალოდ დამატებითი ადგილი — ის ხდება სამუშაო პროცესის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურ პროცესებს  ამარტივებს.
 დღეს ბაზარზე არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად, არსებობს სერვისი საზღვაო კონტეინერების გაქირავება, რომელიც პრაქტიკული და მოქნილი გადაწყვეტაა, ან სასაწყობე მაცივრების გაქირავება, როცა პროდუქტის შენახვას განსაკუთრებული პირობები სჭირდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სასაწყობე ფართი ზუსტად ერგებოდეს თქვენს საქმიანობას და არ ქმნიდეს დამატებით სირთულეებს.
 საბოლოოდ, სივრცის შერჩევა ყოველთვის თქვენს საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული — იქნება ეს დროებითი გამოყენება თუ გრძელვადიანი გადაწყვეტა, მთავარია, რეალურად გამოგადგეთ ყოველდღიურ მუშაობაში.

ქირავდება სასაწყობე კომერციული ფართი ბათუმში

ქირავდება 1 056 კვ.მ ფართობის თანამედროვე სასაწყობე და საწარმოო სივრცე, რომელიც აშენებულია მაღალი სამშენებლო სტანდარტების დაცვით და სრულად არის მზად ექსპლუატაციისთვის. ობიექტი იდეალურია საწარმოო საქმიანობის, ლოჯისტიკური ცენტრის, საწყობისა და სხვა კომერციული დანიშნულებისთვის. შენობა ადაპტირებულია **შშმ პირებისთვის** და უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო გარემოს. ძირითადი მახასიათებლები:** • ფართობი – 1 056 კვ.მ (24 მ × 44 მ) • ახალაშენებული და გარემონტებული შენობა • შიდა სივრცე შეღებილია ანტიბაქტერიული საღებავით • მოპრიალებული ბეტონის იატაკი • ჭერის სიმაღლე – 7 მეტრი • იატაკის დონე გზის ნიშნულზე, რაც ამარტივებს ტვირთის მიღებასა და გადაზიდვას • ადაპტირებულია შშმ პირებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხარისხიანი მშენებლობა და ფუნქციური სივრცე ქმნის საუკეთესო პირობებს თქვენი ბიზნესის ეფექტურად წარმართვისთვის.

სასაწყობე/საწარმოო ფართი საბურთალოზე

ჯიქიაზე ქირავდება სასაწყობე ფართი,65კვ, საწყობთან უპრობლემოთ მიდის ტრაილერი, სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ!!! დეტალებისთვის დამიკავშირდით პირად ნომერზე.

ქირავდება სასაწყობე კომერციული ფართი საბურთალოზე

ქირავდება 60 მ2 კომერციული ფართი შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე. 60 კვადრატული მეტრი ფართობი საშუალებას გაძლევთ მოაწყოთ როგორც პატარა საწყობი, ისე საოფისე ან სავაჭრო სივრცე. ფართი გამოირჩევა თავისი პრაქტიკულობით და ადაპტირებადობით სხვადასხვა ტიპის საქმიანობისთვის. იდეალურია მცირე საწარმოსთვის, ონლაინ მაღაზიის საწყობისთვის, სერვის ცენტრისთვის ან ნებისმიერი სხვა კომერციული დანიშნულებისთვის, სადაც საჭიროა ეფექტური და ადვილად ხელმისაწვდომი სივრცე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე: . პირველი და ბოლო თვის გადახდით.

სასაწყობე/საწარმოო ფართი ქუთაისში

ქ. ქუთაისში, გზაგამტარ ხიდთან ქირავდება სასაწყობე ფართი 250 კვ.მ. საწყობი განთავსებულია კარგ და მოხერხებულ ადგილას, აქვს საოფისე ოთახი. ტერიტორია უზრუნველყოფილია 24სთ დაცვით, ადვილად მისადგომია სატვირთო მანქანებისათვის

საზღვაო კონტეინერები

ქირავდება საზღვაო კონტეინერები საწყობებისთვის, მდებარეობა -ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ. გთავაზობთ სასაწყობე მომსახურებას, შესაძლებელია როგორც მთლიანი კონტეინერის ქირაობა, ასევე შერეულ საწყობში ფართის მოზომვა. ასევე გთავაზობთ თქვენი კონტეინერების ან მცირე და საშუალო ზომის ტვირთების გადმოზიდვას და განთავსებას ჩვენს მეურნეობაში.

სასაწყობე/საწარმოო ფართი ორთაჭალაში

ქირავდება ორთაჭალაში (ხეივანი) 400 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობა, კომერციული ფართი, უხმაურო წარმოებისთვის ან სასაწყობედ. ინდივიდუალური შემოსასვლელით, 500 კვ.მ ეზოთი. საჭიროებს შერემონტებას, რაც გაიქვითება ქირის ფასიდან.

ქირავდება სასაწყობე ფართი

ქირავდება სასაწყობე ფართი დიღმის მასივში, ქარხანა მიონის ტერიტორიაზე. ფართში განთავსებულია 3 საოფისე ოთახი ცენტრალური გათბობით, სამზარეულო და სველი წერტილი. ჭერის სიმაღლე 9 მეტრი. დამონტაჟებულია დაცვის სისტემები და ვიდეოკამერები, ასევე აქვს მოსახერხებელი შესასვლელი კარები სატვირთო ტრანსპორტისთვის ფართი: 425 მ² დღგ-ს ჩათვლით.

სასაწყობე/საწარმოო ფართი გლდანში

ქირავდება 1133 კვ/მ მაღალჭერიანი კომერციული ფართი შავი კარკასის მდგომარეობაში. კომუნიკაციებით , 3 ფაზა დენით და სარდაფით, გამოდგება სასაწყობო-საწარმოო, დიდ სავაჭრო სასწავლო ან სამედიცინო ცენტრად. შენობა არის ცალკე მდგომი მჭიდროდ დასახლებულ უბანში.

სასაწყობე/საწარმოო ფართი დიღმის მასივში

გზა შედის როგორც აღმაშენებლის ხეივნიდან ასევე ლუბლიანადან . აქვს ინდივიდუალური შესასვლელი ჭიშკარი. ფართს აწვს დიდი დაცული ეზო (დამონტაჟებულია კამერები) . შეყვანილია 3 ფაზიანი კაბელი . შესაძლებელია სატვირთო მანქანით შესვლა . რამოდენიმე საპარკინგე ადგილი.

სასაწყობე/საწარმოო ფართი გლდანში

ქირავდება 100 კვ.მ (საერთო ფართი 150 კვ.მ ეზოიანად) სასაწყობე ფართი გლდანში ცენტრალური გზის პირას, სკოლა კანდიდის წინ, თეთრი ტბის გვერდით. სიმაღლე-3.50მ. შესაძლებელია მრავალი ფუნქციით გამოყენება, მათ შორის დისტრიბუციის საწყობად. შეყვანილია დენის 3 ფაზა. არის სველი წერტილიც.

სასაწყობე/საწარმოო ფართი ფონიჭალაში

ქირავდება გზის პირას 150 კვ.მ კაპიტალური სასაწყობე ფართი, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთით ეზო შემოღობილია და იზოლირებულია. ტრაილერი ეზოში შედის თავისუფლად რუსთავის ავტობანის დასაწყისიდან 1 კმ. ში ფართის გამოყენება შეიძლება როგორც საწყობისთვის ასევე საწარმოსთვის

ქირავდება სასაწყობე ფართი დიდ დიღომში

ქირავდება 280 კვ.მ სასაწყობე ფართი დიდ დიღომში, კომერციული საქმიანობისთვის ხელსაყრელ და ადვილად მისადგომ ლოკაციაზე. ფართი აღჭურვილია **სველი წერტილით** და გამოდგება საწყობის, სადისტრიბუციო საქმიანობის, მცირე წარმოების ან სხვა კომერციული დანიშნულებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ფართის დასათვალიერებლად დაგვიკავშირდით.

სასაწყობე/საწარმოო ფართი მცხეთაში

ქირავდება სასაწყობე ფართი ნატახტარში (მცხეთის რ-ნი/ თბილისთან ახლოს), ცენტრალური გზის მიმდებარედ. უზრუნველყოფილია დენით, წყლითა და გაზით. ფართი 250 კვ. მ.-ია.

სასაწყობე/საწარმოო ფართი საბურთალოზე

ქირავდება კომერციული ფართი საბურთალოზე, ცაგარელის 17-ში მდებარე ახალაშენებული კორპუსის პირველ სართულზე. 183 კვ.მ. (შედის ანტრესოლი 40 კვ.მ.). ფართში შეყვანილია სამფაზიანი დენი, გაზი, არის ჩაშენებული დახლ-მაცივარი. არის 6 სველი წერტილი, საიდანაც 2 არის საპირფარეშო. 2 საგარდერობე ოთახი, საიდანაც ერთი არის გამოყოფილი ფართიდან და აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი სადარბაზოდან. შეთანხმებულია სავენტილაციო მილი. იმავე კორპუსში გვაქვს ავტოსადგომი, რაც სურვილის შემთხვევაში გაქირავდება/გაიყიდება. *არის შშმპ ადაპტირებული. ფასში არ შედის საშემოსავლო გადასახადი.

ქირავდე სასაწყობე ფართი

ქირავდება 300 კვ.მ სასაწყობე ფართი, რომელიც მდებარეობს ლილოს ბაზრობის უკანა შესასვლელთან, მოსახერხებელ და ადვილად მისადგომ ლოკაციაზე. ფართის უპირატესობები: • სენდვიჩპანელებით აშენებული შენობა • უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით • უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით • სუფთა და მოწესრიგებული გარემო • ტერიტორია აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის კამერებით • კომფორტული მისასვლელი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის ფართი იდეალურია საწყობის, ლოჯისტიკური საქმიანობისა და სხვადასხვა კომერციული დანიშნულებისთვის. ფასი არ მოიცავს დღგ-ს.

ქირავდება საწყობი ლილოში

თუ შენი ბიზნესის განვითარებისთვის სასაწყობე ფართს ეძებ ეს ტერიტორია ნამდვილად იდეალურია. - უნივერსალური სასაწყობე ფართი ლილოს ბაზრობის უკანა შესასვლელიდან-150 მეტრში; - მიწის ნაკვეთი - 1500კვმ; - სასაწყობე ფართი - 600კვმ; - სიმაღლე - 7მ; დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

ქირავდება სამგორში სასაწყობე და საწარმო ფართი

ქირავდება სასაწყობე ფართი მეოთხე სართულზე - 700 კვ.მ ფართი დაცულია. ყველა საჭირო კომუნიკაციით. ჭერის სიმაღლე (5 მდან - 6,5 მდე). ტრაილერის მისადგომი ადგილით. 4 ცალი 4 ტონიანი ლიფტით. ფასი შეთანხმებით

ქირავდება სასაწყობე კონტეინერები

ქირავდება 30 მ² სასაწყობე ფართი. - ფასი: მხოლოდ 100$ თვეში (დღგ ჩათვლით) თავისუფალი წვდომა – შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიხვიდეთ, განათავსოთ ან გაიტანოთ თქვენი პროდუქცია. - თქვენი ნივთების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს: 24/7 დაცვა და ვიდეომეთვალყურეობის კამერები იდეალურია როგორც ბიზნესისთვის, ისე პირადი ნივთების უსაფრთხოდ შესანახად. დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის და დაჯავშნეთ თქვენი სასაწყობე ფართი.

ქირავდება სასაწყობე კომერციული ფართი საბურთალოზე

ქირავდება კომერციული ნახევარსარდაფი ფართი ხალხმრავალ და აქტიურ ლოკაციაზე ქირავდება ცალკე მდგომ შენობაში განთავსებული კომერციული ნახევარსარდაფი ფართი, რომელიც მდებარეობს გაჩერებასთან, ხელსაყრელ და ადვილად მისადგომ ადგილზე. ფართის უპირატესობები: • დამოუკიდებელი შესასვლელი გვერდიდან • ქუჩის მხრიდან ხილული მდებარეობა • შესასვლელთან მოწყობილი სკვერი • შეყვანილი კომუნიკაციები • გამოდგება სხვადასხვა სახის კომერციული საქმიანობისთვის ან სასაწყობე დანიშნულებისთვის მოსახერხებელი სივრცე ბიზნესისთვის, საწყობისთვის ან სხვა კომერციული მიზნებისთვის.

ქირავდება სასაწყობე მეურნეობა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისის აეროპორტის მიმდებარედ არსებულ ინდუსტრიულ ზონაში ყველაზე პრემიუმ ლოკაციაზე, გერბრუდერვეისის საწყობების მოპირდაპირე მხარეს, ქირავდება 18,000 კვმ ზე განლაგებული სასაწყობე-საწარმოო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ემიჯნება სარკინიგზო ლიანდაგის ხაზი და შედგება შემდეგი ტიპის კომპონენტებისგან: • N1 - A კლასის საწყობი 1,300 კვ/მ, ჭერის სიმაღლე - 13მ. • N2 - A კლასის საწყობი 800 კვ/მ, ჭერის სიმაღლე - 13მ. • N3 - B კლასის საწყობი 1,100 კვმ, ჭერის სიმაღლე 11 მეტრი. • N4 - B კლასის საწყობი 962 კვმ, ჭერის სიმაღლე 11 მეტრი. ; • N5 - საოფისე ფართი 280 კვ/მ, ახალგარემონტებული ოფისები • N6 - ტექნიკური სათავსო და მარაგნაწილების საწყობი 500 კვმ, • N7- ტექნიკური სათავსო და მარაგნაწილების საწყობი 300 კვმ, • N8 - ტექნიკური სათავსო და მარაგნაწილების საწყობი 450 კვმ, • საკუთარი სარგებლობის ვაკანტური მიწა: 9,000 კვმ რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც მძიმე ან მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების/ ტექნიკის სადგომი. • საერთო სარგებლობის ვაკანტური მიწა: 5,000 კვმ, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც საწყობებთან და რკინიგზის ბაქანთან მისასვლელი ტერიტორია. სასაწყობე-საწარმოო მეურნეობის ზემოთ აღწერილი მდგომარეობით გაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური იჯარის ფასი 41,000 დოლარი დღგ-ის გარეშე. გრძელვადიანი იჯარის შემთხვევაში ინფრასტრუქტურა შესაძლებელია უმოკლეს ვადებში მოერგოს მოიჯარის სპეციფიურ საჭიროებებს და მოთხოვნებს, მათ შორის განხილულ იქნას დამატებით სასაწყობე შენობების შექმნა, უფრო მაღალი კლასის შენობებად გადაკეთება ან ტერიტორიის ორ ნაწილად გაყოფა და იჯარით გაცემა.

სასაწყობე/საწარმოო ფართი ვაზისუბანში

ვაზისუბანში ბენზინგასამართ ლუკოილის გადასწვრივ წრიულზე არსებულ ავტოსახდლოსნოში ქირავდება ბოქსი 14×6 მეტრი ბოქსი: გამოდგება მღებავისთვის და ა.შ. აქვს ფაზანოლი დენი ასევე სამი ფაზაც აქვს წყალი. ტერიტორია დაცულია და აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. ამუშავებული ავტოსახელოსნოა თუ არ დაიზარებ სამუშაო ბევრია.

ქირავდება საწარმოო/სასაწყობე ფართი ქვემო ფონიჭალაში

ქირავდება 80 კვ.მ საწარმოო-სასაწყობე ფართი ქვემო ფონიჭალაში, ავტობანიდან მხოლოდ 1 კმ-ის დაშორებით. ობიექტი მდებარეობს მოსახერხებელ ლოკაციაზე და იდეალურია როგორც საწარმოო, ისე სასაწყობე საქმიანობისთვის. ფართის უპირატესობები: • ფართობი – 80 კვ.მ • 3-ფაზიანი ელექტროენერგია • წყალმომარაგება • ბუნებრივი აირი • ავტობანთან ახლოს მდებარეობა • მოსახერხებელი მისასვლელი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის ფართი გამოდგება მცირე წარმოებისთვის, სახელოსნოსთვის, საწყობისთვის, სადისტრიბუციო საქმიანობისა და სხვა კომერციული დანიშნულებისთვის.

ქირავდება სამგორში სასაწყობე და საწარმო ფართი:

ქირავდება სასაწყობე ფართი მესამე სართულზე -300 კვ.მ ფართი დაცულია. ყველა საჭირო კომუნიკაციით. ჭერის სიმაღლე (5 მდან - 6,5 მდე). ტრაილერის მისადგომი ადგილით. 4 ცალი 4 ტონიანი ლიფტით. ფასი შეთანხმებით

სასაწყობე/საწარმოო ფართი ნატახტარში

ქირავდება ნატახტარში მაღაზია მაგნიტთან ორას მეტრში. ფართი -180კვ/მ (30*6) ნებისმიერი კომერციული საქმიანობისთვის ან სასაწყობედ. ეზო-1250კვ/მ. შემოღობილია ორ მეტრიანი ბლოკის ღობით, დიდი რკინის ჭიშკრით, სამფაზიანი დენით, წყალი ეზოში, გაზი მიყვანილია ჭიშკართან

სასაწყობე/საწარმოო ფართი გოდოგანში

საცხოვრებლად და ასევე ბიზნესისთვის საწარმოს, პირუტყვის ფერმის და ფრინველის ფერმის გასაკეთებლად საუკეთესო ადგილი. ქალაქ ქუთაისთან ახლოს საფიჩხიის ცენტრიდან 5 კილომეტრში სოფ: გოდოგანში, საავტომობილო გზასთან ახლოს, საუკეთესო ადგილზე ქირავდება აგარაკი (დაჩა) სრული კომპლექსი. აგურით აშენებული ახალი გარემოტბებული დიდი ორ სათულიანი სახლი, ბუხრით, თონით და ა/შ. სახლს აქვს დიდი ეზო, დიდი ავტოფარეხი და ყველანაირი სახის ხეხილით და ვენახით დატვირთული დიდი ეზო. სახლს ასევე გააჩნია სხვა დამხმარე კაპიტალური შენობა ნაგებობები, რაც შესაძლებელია კამოყენებული იქნეს ნებისმიერი სახის ბიზნესისთვის მაგალითად ფრინველის და პირუტყვის ფერმისათვის და ა/ შ. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით

სასაწყობე/საწარმოო ფართი რუსთავში

ქირავდება საწარმოო ფართი 13 000 კვ.მ. განთავსებული. 3000მ.კვ საწარმოო შენობები. შეიძლება ცალ-ცალკე გაქირავება. გამოდგება ფერმად,სასაწყობედ,სასათბურედ, ხის და სხვადასხვა სახელოსნოებად.წიწილების ფერმის შემთხვევაში ადგილზე დაგხვდებათ ინვენტარი, დენი არის სამფაზიანი, წყალი, გაზი არის.

ქირავდება სასაწყობე/საწარმოო ფართი

ქირავდება საწარმოო, სასაწყობო და საოფისე ფართები. 200 კვდარატი ტერიტორია შემოღობილია, არის სადღეღამისო დაცვა, ავტომტვირთავის მომსახურება, ვიდეოკამერებით მეთვალყურეობის სისტემა. ყველა კომუნიკაცია შემოყვანილი და მოქმედია- დენი, წყალი, კანალიზაცია, ინტერნეტი და გაზი. გამქირავებელს გააჩნია საკუთარი დენის ტრანსფორმატორი, რაც მოქირავნეს საშუალებას აძლევს გადაიხადოს შეღავათიანი დენის ტარიფი. ყველა ფართს გააჩნია სატვირთო ავტომობილის მისადგომი გზა. შესაძლებელია რკინიგზის ჩიხისა და 4000 კვადრატულამდე ღია ტერიტორიის გამოყენება პარკირების, საწარმოო ან სამრეწველო მასალის შესანახად. ფასი შეთანხმებით ფართისა და ქირავნობის ვადის მიხედვით.

ქირავდება სასაწყობე ფართი დიდ დიღომში

ქირავდება 110 კვ.მ სასაწყობე ფართი დიდ დიღომში, კომერციული საქმიანობისთვის ხელსაყრელ და ადვილად მისადგომ ლოკაციაზე. ფართი აღჭურვილია სველი წერტილითდა გამოდგება საწყობის, სადისტრიბუციო საქმიანობის, მცირე წარმოების ან სხვა კომერციული დანიშნულებისთვის.

სასაწყობე/საწარმოო ფართი გლდანში

ქირავდება გლდანის მე-5 და მე-6 მიკრო რაიონებს შორის ხიზანიშვილის 55 ნომერში ახალი ეკლესიის წინ სავაჭრო ან სასაწყობე ფართი იდეალურ ადგილას და იდეალურ მდგომარეობაში. ორივე ცენტრალური გზის შუაში. ფართი გამოდგება როგორც სასაწყობედ ასევე სავაჭროდ ან საოფისედ. ობიექტი არის დალაგების პროცესში მესაკუთრე.

ნავთლუღში ქირავდება საწყობი 450 კვ.მ.

მშვენიერ ადგილას, ნავთლუღში, ქირავდება საწყობი 450 კვ.მ. კარგ მდგომარეობაში. იატაკი - ახალი ბეტონის ფენა; დენი 3 ფაზა (380 ვოლტი); ჭერის სიმაღლე 6 მეტრამდე; შესასვლელი პანდუსით და რკინის კარებით. მოსახერხებელია დიდტვირთიანი მანქანებისთვის (ცალკე შესასვლელია ქუჩიდან). დაცული ტერიტორია, წვდომა 24/7. ვთანამშრომლობთ როგორც უშუალოდ კლიენტებთან, ასევე მაკლერებთან.

ქირავდება კონტეინერი / საზღვაო კონტეინერი

ქირავდება საოფისე, საცხორებელი და საზღვაო კონტეინერები. გვაქვს სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების კონტეინერები. ფასი დამოკიდებულია ზომასა და კონდიციაზე.

სასაწყობე/საწარმოო ფართი დიდუბეში

თევდორე მღვდლის ქ.48 (ტახოვკასთან) ქირავდება სასაწყობე ფართი 80კვადრატი, უდგება მანქანა ეზოს მხრიდან. რკინის კარით და ძლიერი საკეტებით. ძალიან ტევადია. ფართში არის სველი წერტილიც, საპირფარეშო და საშხაპე.

ქირავდება სასაწყობე ფართი

ქირავდება 772 კვ.მ. სასაწყობე ფართი დიდი ლილოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აეროპორტთან ახლოს, სმარტი/ვისოლის მოპირდაპირედ. აქვს კეთილმოწყობილი დაცული ეზო და პარკინგი, ასევე სიგნალიზაცია და ვიდეომეთვალყურეობა მთელ ტერიტორიაზე, ინტერნეტი. ფართის შიგნით დაგხვდებათ ნაწილობრივი თაროები, ელექტროენერგია, განათება, მესაწყობის საოფისე კაბინა. აქვს როგორც პატარა ისე დიდი შესასვლელი კარი მანქანისთვის. იდეალურია ლოჯისტიკის, დისტრიბუციის ან მცირე წარმოებისთვის.

ქირავდება საწყობი სამგორში

ქირავდება საწყობი სამგორში ქვემო ზეემკაზე გზის პირას ფართო ქუჩაზე ტერიტორია სუფთა ,მშრალი და მოწესრიგებულია იზოლირებული 110 მ2 250 მ3 სივრცე ერთი თვის ქირის გადახდა წინასწარ

სასაწყობე/საწარმოო ფართი

ქირავდება! კომერციული/სასაწყობე ფართი ვარკეთილის მასივში, თრიალეთის ქუჩაზე. შენობის ფართი 500კვ.მ, სიმაღლე - 8 მეტრი (ეტევა ტრაილერი), ეზოს ფართი 1000 კვ.მ. შენობა აღჭურვილია ყველა კომუნიკაციით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

სასაწყობე/საწარმოო ფართი

ქირავდება სასაწყობე/საწარმოო კომერციული ფართი ვარკეთილში, მესამე მასივში. მეტროდან 10 წუთის სავალზე. ფართი არის გარემონტებული, მოწესრიგებული სველი წერტილით, რკინის კარით. ასევე შესაძლებელია სატვირთო/ტრაილერით მისადგომად. ქირავდება წინასწარ პირველი და ბოლო თვის გადახდით.

სასაწყობე ფართი

ქირავდება 110 კვ.მ სასაწყობე ფართი ბათუმში, ავტობანთან ახლოს, ნონეშვილის ქუჩაზე ხელსაყრელ და მისადგომ ადგილზე. იდეალურია საქონლის შესანახად, ონლაინ მაღაზიის ლოჯისტიკისთვის, სამშენებლო მასალებისთვის, სადისტრიბუციო საქმიანობისთვის ან მცირე საწარმოო სახელოსნოსთვის. დეტალებისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ქირავდება სამგორში სასაწყობე და საწარმოო ფართი

ქირავდება სასაწყობე ფართი პირველ სართულზე 1000 კვ.მ. ფართი დაცულია და აღჭურვილია ყველა საჭირო კომუნიკაციით. ჭერის სიმაღლე (5 მდან - 6,5 მდე). ტრაილერის მისადგომი ადგილით. 4 ცალი 4 ტონიანი ლიფტით. ფასზე მოვილაპარაკებთ.

სასაწყობე/საწარმოო ფართი დიდუბეში

ბიზნეს ცენტრ "პეკულში" ქირავდება სასაწყობე ფართები. საწყობი მდებარეობს მინუს სართულზე, დაკავშირება ხდება სატვირთო ლიფტით ( პლატფორმით) და კიბით, აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით, მიმოსვლის 24 საათიანი შესაძლებლობით, კარგი გეოგრაფიული მდებარეობით და ნებისმიერი ტიპის საქონლის ტევადობით. შესაძლებელია ნებისმიერი მოცულობის საწყობის გამოყოფა (20 კვ.მდან 1000 კვ.მდე) სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობთ.

სასაწყობე/საწარმოო ფართი ბათუმში

საწარმოო/სასაწყობო შენობა 150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 1500 კვ.მ. ფრიდონ ხალვაშის გამზირის პირველი ხაზი ბათუმის ცენტრიდან 5 კმ-შია, სოკარის ბენზინგასამართ სადგურთან და რიტუალური დარბაზი ლიდერთან. შენობის სიმაღლე 5 მეტრია. არის დენი, ცენტრალური წყალი. ბეტონის პლატფორმა ასაწონად.

სამაცივრე ფართები

კომპანია "ჯორჯიან ჰოლდინგი" გთავაზობთ: - სამაცივრე ფართების ქირაობა; - მშრალი საწყობების ქირაობა; - საოფისე ფართების ქირაობა; ჩვენი მომსახურება ორიენტირებულია თქვენს ბიზნესზე და პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიების შესამაბის მოთხოვნებს და ხარისხს. ჩვენს ტერიტორიაზე არის 32 კვ.მ-დან 145 კვ.მ-მდე 50 მაცივარი. არის პლიუს და მინუს ტემპერატურის სამაცივრო ოთახები, ტერიტორია სრულად დაცულია და აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით, დანერგილია საშვთა სისტემა. საუკეთესო ლოკაცია თბილისში ლოჯისტიკის მოთხოვნების შესაბამისად. მოასწარი და ისარგებლე მიმდინარე ექსკლუზიური აქციებით და შეთავაზებებით.

სასაწყობე/საწარმოო ფართი ლილოში

ქირავდება 1500 მ2 მიწის ნაკვეთი კაპიტალური ღობით და საოფისე ფართით. ტერიტორიაზე შეყვანილია წყალ/კანალიზაცია და სამ ფაზიანი 30 კილოვატიანი დენი . ტერიტორია არის განათებული და მოსწორებული.

ქირავდება სასაწყობე კომერციული ფართი გლდანში

ქირავდება კომერციული დანიშნულების სასაწყობე ფართი, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით და გამოდგება სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობისთვის. ფართის უპირატესობები: • 3-ფაზიანი ელექტროენერგია • ყველა საჭირო კომუნიკაცია • მოსახერხებელი მისადგომი სატვირთო ავტომობილებისთვის • ფუნქციური სივრცე საწყობის, წარმოების ან კომერციული საქმიანობისთვის

როგორ ვიპოვოთ იდეალური სასაწყობე ფართი?

 საწყობის პოვნა თავიდან მარტივ ამოცანას გავს - თითქოს საკმარისია სივრცე, სადაც ნივთებს მოათავსებ და საკითხიც მოგვარებულია, მაგრამ რეალობაში ეს არჩევანი ბევრად უფრო სტრატეგიულია. სწორად შერჩეული სასაწყობე ფართი გავლენას ახდენს როგორც ყოველდღიურ სამუშაოზე, ისე მთლიან ბიზნეს-პროცესზე — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ლოჯისტიკას, მარაგის მართვას ან გაფართოებას ეხება.

 პირველი კითხვა, რომელიც თითქმის ყველას უჩნდება, არის: რა ფასებში ქირავდება სასაწყობე ფართი? პასუხი მარტივი არ არის, რადგან ფასი დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე — მდებარეობაზე, ფართობის ზომაზე, ინფრასტრუქტურაზე და დამატებით პირობებზე. მაგალითად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ფართი უფრო ძვირია, თუმცა ხშირად დროისა და ტრანსპორტირების ხარჯებს ზოგავს. გარეუბანში  კი შესაძლებელია უფრო დიდი სივრცის მიღება იგივე ბიუჯეტში.

 თუ საქმე მცირე მოცულობის საქონელს ან დროებით საჭიროებას ეხება, ხშირად საუკეთესო არჩევანი მცირე ზომის სასაწყობე ფართი ან პატარა ზომის სასაწყობე ფართია. ასეთი სივრცეები განსაკუთრებით მოთხოვნადია მცირე ბიზნესებისთვის, ონლაინ მაღაზიებისთვის ან მათთვის, ვისაც არ სჭირდება დიდი საწყობი, მაგრამ სურს ორგანიზებული და უსაფრთხო გარემო. სწორად შერჩევის შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ საკმაოდ მოქნილიც.

 ბაზარზე ასევე არსებობს უფრო სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისი ვარიანტები. მაგალითად, თუ პროდუქტი განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს, შეიძლება დაგჭირდეთ მაცივრიანი საწყობი, ხოლო თუ დროებითი და მოქნილი გადაწყვეტა გინდათ - კონტეინერული სივრცეები. ზოგ შემთხვევაში კი ბიზნესი იზრდება იმ დონემდე, როცა ჩვეულებრივი საწყობი აღარ კმარა და საჭიროა სასაწყობე საწარმოო ფართები, სადაც შესაძლებელია არა მხოლოდ შენახვა, არამედ გარკვეული სამუშაო პროცესების განხორციელებაც. ასეთ დროს უკვე საუბარია სრულფასოვან საწარმო ფართზე, რომელიც ტექნიკურ მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

 სასაწყობე ფართის ქირაობა მოითხოვს ყურადღებას დეტალების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გაითვალისწინოთ ხელმისაწვდომობა, სატრანსპორტო გზები, უსაფრთხოება და ხელშეკრულების პირობები. ხშირად სწორედ ეს “პატარა დეტალები” განსაზღვრავს, რამდენად კომფორტული და ეფექტური იქნება თქვენი სამუშაო პროცესი.

 დღეს, როცა არჩევანი საკმაოდ დიდია და ბაზარი მუდმივად ფართოვდება, ყველაზე დიდი გამოწვევა არა ვარიანტების პოვნა, არამედ სწორი ვარიანტის შერჩევაა. სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი ისეთი პლატფორმების გამოყენება, როგორიცაა SERVISEBI.GE, სადაც შეგიძლიათ ერთ სივრცეში ნახოთ სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების შეთავაზებები — იქნება ეს სახლები, ბინები, კომერციული ფართები, კოტეჯები თუ სასაწყობე ფართები.

 ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სწორი არჩევანი მხოლოდ ფართის პოვნას არ ნიშნავს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მოერგოს თქვენს რეალურ საჭიროებებს, ზრდის გეგმებს და ყოველდღიურ შესაძლებლობებს.  თუ ამ პროცესს ყურადღებით მიუდგებით, საწყობი უბრალოდ სივრცე აღარ იქნება — ის გახდება თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენი.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

​რა ფასებში ქირავდება სასაწყობე ფართი?

 სასაწყობე ფართის გაქირავება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე — ლოკაციაზე, ფართობის ზომაზე, ინფრასტრუქტურასა და დამატებით პირობებზე. ქალაქის ცენტრთან ახლოს, როგორც წესი, ფასები უფრო მაღალია, ხოლო გარეუბანში  უფრო ხელმისაწვდომი. ასევე ფასი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაცულია სივრცე, აქვს თუ არა მარტივი მისასვლელი სატვირთოებისთვის და რა მდგომარეობაშია თავად ფართი.

​როგორ შევარჩიო მცირე ზომის სასაწყობე ფართი?

მცირე ზომის სასაწყობე ფართი საუკეთესო არჩევანია მაშინ, როცა დიდი სივრცე არ გჭირდებათ და გსურთ ხარჯების ოპტიმიზაცია. ასეთი ტიპის ფართი იდეალურია მცირე ბიზნესისთვის ან დროებითი შენახვისთვის. არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მდებარეობას, უსაფრთხოებას და იმას, რამდენად მარტივად შეძლებთ პროდუქტის შეტანა-გამოტანას.

​როდის არის პატარა ზომის სასაწყობე ფართი საკმარისი?

პატარა ზომის სასაწყობე ფართი საკმარისია მაშინ, როცა ინახავთ შედარებით მცირე მოცულობის საქონელს ან გჭირდებათ დამატებითი სივრცე მოკლე პერიოდით. ხშირად ეს არჩევანი უფრო მოქნილია და ბიუჯეტსაც ნაკლებად ტვირთავს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სივრცე სწორად იყოს ორგანიზებული, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ არსებული ფართობი.

​რას უნდა მივაქციო ყურადღება სასაწყობე ფართის გაქირავებისას და ქირაობისას?

სასაწყობე ფართის გაქირავება და სასაწყობე ფართის ქირაობა ორივე შემთხვევაში მოითხოვს დეტალებზე დაკვირვებას. მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობები, გადახდის სისტემა, დამატებითი ხარჯები და სივრცის ტექნიკური მდგომარეობა. ასევე ყურადღება მიაქციეთ ლოკაციას — რამდენად მოსახერხებელია თქვენი საქმიანობისთვის.

​რით განსხვავდება სასაწყობე საწარმოო ფართები ჩვეულებრივი საწყობისგან?

სასაწყობე საწარმოო ფართები უფრო ფართო ფუნქციონალს მოიცავს და ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ შენახვისთვის, არამედ წარმოების პროცესისთვისაც. ასეთ სივრცეში შესაძლებელია როგორც პროდუქტის განთავსება, ისე მისი დამუშავება. თუ თქვენ გჭირდებათ საწარმო ფართი, მნიშვნელოვანია, რომ იგი აკმაყოფილებდეს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რაც კონკრეტული საქმიანობისთვის აუცილებელია.