ხის ჭერის მასალის სწორი არჩევა დაგეხმარებათ ერთდროულად მიიღოთ სასურველი ვიზუალური შედეგი, გამძლეობა და პრაქტიკულობა.
შერჩევისას გაითვალისწინეთ:
- ხის ჯიში - არსებობს მრავალი სახის ხის ჯიში, რომელიც გამოიყენება ხის ჭერებისთვის, როგორიცაა მუხა, კაკალი,წაბლი, აკაცია და ა.შ
თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული ფერი, ტექსტურა და თვისებები, ასევე განსხვავებულია ფასთა დიაპაზონიც.
ისეთი ჯიშები, რაც იშვიათია - შედარებით ძვირი ღირს.
ამ შემთხვევაში ღირებულება ნამდვილად განსაზღვრავს ხარიხს და შეგიძლიათ შერჩევისას ფასით იხელმძღვანელოთ.
გასათვალისწინებელია დამუშავების ტექნიკაც, უმეტესად თანამედროვე მწარმოებლები გალაქვისას იყენებენ ისეთ საღებავებს, რაც უზრუნველყოფს მასალის ესთეტიურ მხარეს და ხანგრძლივი მოხმარების ვადასაც.
- გამოყენების ადგილი და შესაბამისობა გარემოსთან - განიხილეთ ის სივრცე, სადაც აკეთებთ ხის ჭერს. ისეთ ოთახებში, სადაც მაღლია ნესტიანობა და ა.შ აირჩიეთ უფრო გამძლე მასალა.საძინებელსა და კაბინეტში კი შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო ნაზი, დეკორატიული ხის მასალა. გაითვალისწინეთ არსებული დიზაინი, ავეჯი და სტილი შეუსაბამებთ გარემოს.
- ბიუჯეტი - ხის ჭერის ღირებულება მერყეობს ხის ჯიშის, ხარისხისა და დამუშავების ტიპიდან გამომდინარე. მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ რამდენს დახარჯავთ და შეარჩიეთ მასალა თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად. გახსოვდეთ, რომ უფრო ძვირი ხის არჩევა შეიძლება მეტად მომგებიანი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
აკუსტიკური პანელები
პერფორირებული ხის აკუსტიკური პანელები საკმაოდ მრავალფეროვანია ფერის, ტექსტურისა და ფუნქციის თვალსაზრისით, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ როგორც აკუსტიკური, ასევე დეკორაციული მოთხოვნები სივრცეში. ეს პანელები მარტივად მონტაჟდება ,მათი მოვლა და დასუფთავებაც საკმაოდ ადვილია შეიძლება დამონტაჟდეს კედლებზე, ჭერზე და იატაკზეც კი.