​ხის ჭერის დიზაინი

სწორად დაგეგმილი და განხორციელებული ხის ჭერის დიზაინი ფართში უზრუნველყოფს სივრცის ესთეტიურ და ელეგანტურ ტრანსფორმირებას. 
ჭერის ფორმა დამოკიდებულია ფართის დანიშნულებასა და დიზაინის სტილზე, შესაძლოა გამოვიყენოთ თანაბარი პანელები, ტალღოვანი ეფექტის ზედაპირები და ა.შ
უშუალოდ მასალას რაც შეეხება, აბშივკა მზადდება, როგორც ნატურალური ხისგან, ასევე სხვა ალტერნატივებისგან:
▶ პანელები დამზადებული ლამინირებული ხის მასალისგან
▶ მდფ-ის პანელები
▶ დსპ-ს პანელები
დიზაინის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სივრცის ზოგადი ინტერიერი და მასალა შევუსაბამოთ ავეჯს, კედლის ფერს, დეკორში არსებულ ელემენტებს, რათა შეიქმნას ერთი მთლიანობა და კომფორტული გარემო.
ინტერიერის კონკრეტული დიზაინები, როგორიცაა ლოფტი, ქონთემფორარი და მსგავსნი, აქცენტს ხის ტექსტურის გამოყენებაზე აკეთებენ. თუ ჩამოთვლილთაგან, რომელიმე კონკრეტულ დიზაინს აირჩევთ და ზოგად ინტერიერში ჩაჯდება აუცილებლად შეარჩიეთ ღია, ნათელი ფერის მასალები.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები