Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

უძრავი ქონების გაქირავება

 ბოლო წლებში საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახდა. ხშირად გვჭირდება საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცე გარკვეული პერიოდით — ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე დღით, ზოგჯერ კი უფრო გრძელვადიანად. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი, რაც შერჩევის პროცესს ბევრად უფრო მარტივს, კომფორტულსა და სწრაფს ხდის. 
SERVISEBI.GE-ზე უძრავი ქონების გაქირავების კატეგორიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმატის შეთავაზებები სხვადასხვა პირობებით. ჩვენთან შეგიძლიათ მარტივად მოძებნოთ ბინები ქირით, რომლებიც ძირითადად თვიურ ან გრძელვადიან ცხოვრებაზეა გათვლილი. ასევე ხელმისაწვდომია ბინები დღიურად, რაც მოსახერხებელია მოგზაურობისას ან მოკლევადიანი ვიზიტის დროს. 
 მათთვის, ვისაც მეტი სივრცე სჭირდება, ჩვენს ვებგვერდზე სახლების გაქირავების განცხადებებს მარტივად იპოვის, ხოლო დასვენებისთვის, წვეულებისთვის ან დროებითი საცხოვრებლისთვის შესაძლებელია სახლების ქირაობა დღიურად და კოტეჯების დაქირავებაც. 
 გარდა საცხოვრებელი სივრცეებისა, კატეგორიაში კომერციული ფართებიც იძებნება ქირით - მაღაზიებისთვის, ოფისებისთვის ან მცირე ბიზნესისთვის. დეტალური ინფორმაცია თითოეულ ფართზე საშუალებას გაძლევთ მარტივად შეაფასოთ ზომა, მდებარეობა და ფასი.
 დაათვალიერეთ განცხადებები, შეადარეთ პირობები და იპოვეთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი უძრავი ქონება სერვისების დახმარებით!
ბინები ქირით
ბინები ქირით 85 განცხადება
arrow right
ქირავდება კოტეჯი
ქირავდება კოტეჯი 85 განცხადება
arrow right
ბინები დღიურად
ბინები დღიურად 81 განცხადება
arrow right
კომერციული ფართები
კომერციული ფართები 69 განცხადება
arrow right
სასაწყობე ფართები
სასაწყობე ფართები 58 განცხადება
arrow right
სახლები დღიურად
სახლები დღიურად 38 განცხადება
arrow right
ქირავდება სახლი
ქირავდება სახლი 34 განცხადება
arrow right
პრო
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

დღესვე ისარგებლე ჯაკუზით! ჰიდრომასაჟი, ქრომოთერაპია, smart ტელევიზორი, სასიამოვნო არომატი იდეალურია წყვილებისთვის ან პატარა წვეულებისთვის ლოკაციები: შარტავა, პეკინი, იოსებიძე, სააკაძე თაუერი, კოსტავას 80 3– საათი – ასი₾ | დღის საათები – ორასი₾ | ღამის ფასი – ორასორმოცდაათი₾ დარეკვა ნებისმიერ დროს – 24/7. მაქვს ბიუჯეტურ ფასში ჯაკუზიანი ბინებიც სიახლე ჩვენი სტუმრებისთვის! ახლა ჩვენს დღიურ ბინებში შეგიძლიათ დამატებით ისარგებლოთ PlayStation-ით. თუ გსურთ დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო და სახალისო გახადოთ, PlayStation ხელმისაწვდომია დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში. თუ დაინტერესებული ხართ, დაჯავშნისას მოგვწერეთ და ყველა დეტალსა და ფასს მოგაწვდით. გელოდებით კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში!

პრო
ქირავდება დაცული სასაწყობე კონტეინერები
ქირავდება დაცული სასაწყობე კონტეინერები

დაცული სასაწყობე კონტეინერები თქვენი ბიზნესისთვის. Safe Storage გთავაზობთ უსაფრთხო და მოსახერხებელ სასაწყობე კონტეინერებს, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ინვენტარი და საქონელი. ოფისის ან კომერციული ფართის რემონტი გაქვთ? ნუ შეაფერხებთ სამუშაო პროცესს - განათავსეთ ინვენტარი და ტექნიკა დაცულ სივრცეში რემონტის დასრულებამდე. გიგროვდებათ სეზონური საქონელი? შეინახეთ პროდუქცია ან აღჭურვილობა უსაფრთხოდ სეზონის დაწყებამდე. პროდუქციის გადაზიდვა ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის - ჩვენი კონტეინერები იდეალური შუალედური საცავია თქვენი ტვირთისთვის. უნივერსალური გადაწყვეტილება - გაათავისუფლეთ სივრცე ნივთებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე არ გჭირდებათ. ფასი: 300 ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

ბინების, სახლების და კომერციული ფართების გაქირავება საქართველოში

ქირავდება კოტეჯი ლისის ტბის მიმდებარედ
ქირავდება კოტეჯი ლისის ტბის მიმდებარედ

ქირავდება კოტეჯი ნახშირგორაზე, თბილისთან ახლოს! თუ გსურთ მყუდრო და კომფორტული დასვენება სუფთა ჰაერზე, ჩვენი კოტეჯი საუკეთესო არჩევანია! კოტეჯი განთავსებულია მხოლოდ 15 კმ-ში თბილისიდან და იდეალურია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე მეგობრებთან დროის გასატარებლად. ჩვენს კოტეჯში დაგხვდებათ: • მაღალი ხარისხის სისუფთავე და მყუდრო ატმოსფერო • კომფორტული საძინებლები • ერთჯერადი ჰიგიენური საშუალებები: კბილის ჯაგრისები, ჩუსტები, შამპუნი • ყავა, ჩაი და საჭირო სამზარეულო ინვენტარი • მაყალი, შამფურები, შეშა და ნახშირი ინფრასტრუქტურა: • ლამაზი და კეთილმოწყობილი ეზო • სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო • მოსახერხებელი ადგილი წვეულებებისთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის ???? ფასი: ხელმისაწვდომია, დეტალებზე დაგვიკავშირდით. ???? მდებარეობა: თბილისიდან 15 კმ-ში, ნახშირგორა. დაჯავშნის ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: გაიხარეთ ჩვენთან და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები!

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი ბინა დღიურად პეკინი-ბულაჩაურის კვეთაზე, ინდივიდუალური შესასვლელით სადარბაზოს გაუვლელად, ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, ყველა საჭირო ჭურჭელი) კომფორტული გარემოთი (მაგთითვ, Wi-Fi, კონდენციონერი) და იდეალური სისუფთავით (ბინა ლაგდება ყოველდღიურად, სველი წესით, კეთდება დეზინფექცია, რბილი ავეჯი ინტენსიურად გაიწმინდება ორთქლით. სტუმრებს ვთავაზობთ ერთჯერადი მოხმარების პერსონალურ ჰიგიენურ ნივთებს. ასევე პირველადი დახმარების ნივთები. ასევე ჩაი და ყავა (სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია კვების ორგანიზებაც) კონფიდიციალურობა დაცულია.

ქირავდება დღიურად 5 ოთახიანი აგარაკი გლდანში
ქირავდება დღიურად 5 ოთახიანი აგარაკი გლდანში

ქირავდება დღიურად 3 სართულიანი კეთილმოწყობილი კერძო სახლი,წვეულებებისთვის დაბადების დღეებისთვის,კორპორატიული საღამოებისთვის ან თქვენი სურვილისამებრ რისთვისაც გნებავთ,მუსიკაზე და ხმაურზე არანაირი შეზღუდვა არარის, 1000 კვ.მ. ეზოთი, 2 კილომეტრში, 5 წუთის სავალზე გლდანიდან, ტერიტორია ეკუთვნის თბილისს, ქვემო მამკოდაში, სადაც არის ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, წყნარი და მშვიდი გარემო, ეზოდან გადაშლილია მთის და თბილისის ულამაზესი ხედი, სახლში არის გათბობა,დინამიკი,WIFI,მოქმედი ბუხარი,მაყალი ეზოში, შამფურები, ჭურჭელი, 3 იზოლირებული სადზინებელი მეორე სართულზე

ქირავდება 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
ქირავდება 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება ახალი აშენებული, არასტანდარტული პროექტის ბინა ქალაქის მყუდრო უბანში. ბინა მდებარეობს 7-სართულიანი კორპუსის მე-2 სართულზე და მოიცავს 85 კვ.მ ფართობს. განლაგებულია 3 ოთახი, მათ შორის 2 ნათელი საძინებელი და ერთი კომფორტული მისაღები. ბინას აქვს ერთი აივანი, რომელიც დამატებით სიმყუდროვესა და დასვენების შესაძლებლობას გთავაზობთ. ახალი გარემო და თანამედროვე დიზაინი ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს ყოველდღიური ცხოვრებისათვის. იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სიმშვიდესა და კომფორტს ქალაქის გულში. დამიკავშირდით ვოთსაპში: +4917662586457

ქირავდება 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
ქირავდება 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება 3 ოთახიანი (2 საძინებლიანი) ახალაშენებული, ახალგარემონტებული, უცხოვრებელი ბინა საბურთალოზე, დელისის 62-ში. ბინა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, არის ახალი ავეჯი (მეორე საძინებელში ახლა საწოლი არ დგას, გაქირავებამდე დავდგამ საწოლს), ტევადი კარადები, ცენტრალური გათბობა, სარეცხის მანქანა, კონდიციონერები, ელექტროღუმელი, ტელევიზორი, მაცივარი, კარებზე სმარტ საკეტი და ა.შ. ბინას აქვს 2 აივანი, ამათგან ერთი დიდი და არაჩვეულებრივი ხედებით. ბინა არის ახალაშენებულ კორპუსში, რომელსაც აქვს დაცული, შემოღობილი ეზო, საცურაო აუზი, საბავშვო მოედანი, ფეხბურთის მოედანი. კორპუსი არის სუფთა ჰაერზე, მყუდრო და დაცულ ადგილას, მეტრო დელისიდან 10 წუთი ფეხით სავალ მანძილზე. კორპუსში არის სულ 20 ბინა. სადარბაზო, ეზო, საერთო ინფრასტრუქტურა კარგად მოვლილია. ბინას მოყვება მანქანის დასაყენებელი ადგილი კორპუსის ავტოსადგომზე. მეტი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ტელეფონით, ვოთსაფით, ვაიბერით ან ელ.ფოსტით. ვარ ბინის მეპატრონე. უძრავი ქონების აგენტები ნუ დამიკავშირდებით. გთხოვთ, არ დააკოპიროთ ეს განცხადება.

კოტეჯები ცემში
კოტეჯები ცემში

დაიქირავეთ ცემში სასტუმრო "ფერად კოტეჯებიში" კოტეჯი, რომელიც არის 1 და 2 ოთახიანები და გათვლილია ერთ ოჯახზე. კოტეჯები არის ძალიან თანამედროვეთ მოწყობილი და კომფორტული. ასევე აქვს ულამაზესი დიდი მწვანე ეზო კომფორტული პარკის სკამებითა და მაგიდებით და საქანელებით. ყველაფერია თქვენი მშვიდი დასვენებისთვის. კოტეჯები აღჭურვილია სამზარეულოებით ჩასაშენებელი გაზქურით (ნაწილობრივ პატარა გაზქურით) მშრალი ყინვის მაცივრებით. პლაზმური ტელევიზორებით. ჭურჭლით,სარეცხი მანქანის სერვისით. ყველა კოტეჯს აქვს აივანი. რაც მთავარია "ფერადი კოტეჯები " ცემში მდებარეობს ჰაერის ცირკულაციის ზონაში (კორიდორში) www.cemi.ge იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი.

ქირავდება სასაწყობე კომერციული ფართი ბათუმში
ქირავდება სასაწყობე კომერციული ფართი ბათუმში

ქირავდება 1 056 კვ.მ ფართობის თანამედროვე სასაწყობე და საწარმოო სივრცე, რომელიც აშენებულია მაღალი სამშენებლო სტანდარტების დაცვით და სრულად არის მზად ექსპლუატაციისთვის. ობიექტი იდეალურია საწარმოო საქმიანობის, ლოჯისტიკური ცენტრის, საწყობისა და სხვა კომერციული დანიშნულებისთვის. შენობა ადაპტირებულია **შშმ პირებისთვის** და უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო გარემოს. ძირითადი მახასიათებლები:** • ფართობი – 1 056 კვ.მ (24 მ × 44 მ) • ახალაშენებული და გარემონტებული შენობა • შიდა სივრცე შეღებილია ანტიბაქტერიული საღებავით • მოპრიალებული ბეტონის იატაკი • ჭერის სიმაღლე – 7 მეტრი • იატაკის დონე გზის ნიშნულზე, რაც ამარტივებს ტვირთის მიღებასა და გადაზიდვას • ადაპტირებულია შშმ პირებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხარისხიანი მშენებლობა და ფუნქციური სივრცე ქმნის საუკეთესო პირობებს თქვენი ბიზნესის ეფექტურად წარმართვისთვის.

ქირავდება 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
ქირავდება 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება თანამედროვე, ნათელი და მყუდრო 3-ოთახიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ, მშვიდ და გამწვანებულ უბანში. ბინა მდებარეობს გიორგი დანელიას ქუჩაზე (Green Hill-ის მოპირდაპირედ) და არის იდეალური საცხოვრებელი მათთვის, ვინც აფასებს კომფორტს, სივრცეს, ეკოლოგიას და იმავდროულად ცენტრალურ ლოკაციას. რამდენიმე წუთის სავალზეა სუპერმარკეტები, აფთიაქები, სკოლები, საბავშვო ბაღები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები. ახლომდებარე პარკები, ნაფეტვრების მიმართულებით არსებული სასეირნო და სარბენი ბილიკები, ასევე მწვანე სივრცეები განსაკუთრებულ გარემოს ქმნის მათთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე და აქტიური ცხოვრების წესი უყვარს. ბინა მოიცავს: - ფართო და ნათელ მისაღებ ოთახს; - ცალკე, სრულად ფუნქციურ სამზარეულოს; - ორ იზოლირებულ საძინებელს (მთავარ საძინებელს დამატებით აქვს საკუთარი საგარდერობო სივრცე); - სრულად აღჭურვილ სააბაზანოს; - აივანს, საიდანაც იშლება ლამაზი ხედები როგორც ქალაქის, ისე მშვიდი კერძო დასახლების მიმართულებით. ბინაში ჩვენი ოჯახი მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ის წელს პირველად ქირავდება არსებული ავეჯითა და ტექნიკით. ბინა მზადაა საცხოვრებლად. გრძელვადიანი (მინიმუმ 1 წლიანი) ხელშეკრულების შემთხვევაში ფასზე მოლაპარაკება შესაძლებელია. განცხადებაში მოცემულია ბინის დეტალური აღწერა და მას თან ერთვის ასევე დეტალური ფოტო მასალა. გთხოვთ, დაგვიკავშირდით მხოლოდ რეალური ინტერესის შემთხვევაში. თამარი

ქირავდება 8 ოთახიანი აგარაკი წიწამურში
ქირავდება 8 ოთახიანი აგარაკი წიწამურში

ქირავდება მყუდრო სახლი წიწამურში. გთავაზობთ გამორჩეულ საცხოვრებელს, რომელიც აერთიანებს კომფორტს, სიმყუდროვესა და ბუნებასთან სიახლოვეს. სახლი მდებარეობს თბილისიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე, წიწამურის მშვიდ და წყნარ უბანში. უძრავი ქონების აღწერა: ნაკვეთი: 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო, სართულები: 3 სართული, საძინებლები: 4 (თითოეული აღჭურვილია სველი წერტილითა და აივნით), სახლის მთავარი მახასიათებლები: ფართო სასტუმრო სივრცე, იზოლირებული, თანამედროვე სამზარეულო, ვიტრაჟული, დიდი მოსასვენებელი ოთახი, მესამე სართულზე განთავსებული ტერასა პანორამული ხედებით ხეობაზე, საგანგებოდ მოწყობილი დამატებითი შენობა წვეულებებისთვის. განსაკუთრებული უპირატესობები: უნიკალური ლოკაცია ქალაქთან ახლოს, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, შთამბეჭდავი ხედები ხეობაზე, იდეალური ადგილი როგორც მუდმივი საცხოვრებლისთვის, ასევე

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ნაძალადევში
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ნაძალადევში

ქირავდება ბინა დღიურად კიკვიძის პარკთან — დიდუბეში დღე-ღამე 99 ლარი შესვლა — 15:00 გამოსვლა — 11:00 ქირავდება კომფორტული ბინა დღიურად თბილისში, კიკვიძის პარკის ულამაზესი ხედით. ბინა მდებარეობს დიდუბეში, ალფა კომპლექსში, „შენი სახლი კიკვიძე“-ს გვერდით. ფანჯრიდან იშლება პარკის მწვანე ხედი, ხოლო სადარბაზოდან პირდაპირ კიკვიძის პარკში გადიხართ. ბინა ქირავდება დღიურად — დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ ბინის დეტალები (ბინა დღიურად): • 1 ორადგილიანი საწოლი • დივანი 2 ადამიანზე მაქსიმუმ 4 ადამიანი • სრულად აღჭურვილი, კომფორტული ბინა დღიურად ოჯახებისთვისაც შესაფერისი ადგილმდებარეობა — დიდუბე: • „მაკდონალდსი“ — 200 მ • „აუგუსტი“ — 300 მ • „მადარტი“ — 300 მ • „კარფური“ — 200 მ • მეტრო „დიდუბე“ — 900 მ ჩასვლა — 15:00 გამოსვლა — 11:00 ?— დაჯავშნა ხდება მხოლოდ წინასწარ. რემდენიმე საათით არ ქირავდება

ქირავდება სასაწყობე/საწარმოო ფართი
ქირავდება სასაწყობე/საწარმოო ფართი

ქირავდება საწარმოო, სასაწყობო და საოფისე ფართები. 200 კვდარატი ტერიტორია შემოღობილია, არის სადღეღამისო დაცვა, ავტომტვირთავის მომსახურება, ვიდეოკამერებით მეთვალყურეობის სისტემა. ყველა კომუნიკაცია შემოყვანილი და მოქმედია- დენი, წყალი, კანალიზაცია, ინტერნეტი და გაზი. გამქირავებელს გააჩნია საკუთარი დენის ტრანსფორმატორი, რაც მოქირავნეს საშუალებას აძლევს გადაიხადოს შეღავათიანი დენის ტარიფი. ყველა ფართს გააჩნია სატვირთო ავტომობილის მისადგომი გზა. შესაძლებელია რკინიგზის ჩიხისა და 4000 კვადრატულამდე ღია ტერიტორიის გამოყენება პარკირების, საწარმოო ან სამრეწველო მასალის შესანახად. ფასი შეთანხმებით ფართისა და ქირავნობის ვადის მიხედვით.

საოფისე ფართი დიღმის მასივში
საოფისე ფართი დიღმის მასივში

ბელიაშვილზე, ქირავდება კომერციული და საოფისე ფართები 6 სართულიან ახალ აშენებულ შენობაში. კომერციული ფართი 90 კვ/მ და 120 კვ/მ საოფისე ფართი - 3200 კვ/მ სასაწყობე სივრცე 500 კვ/მ შიდა ეზო 1200 კვ/მ 40-50 საპარკინგე ადგილით. შესაძლებელია 1200-1500 კვ/მ საოფისე ფართების დამატებაც. ობიექტი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით და 280 კვტ ელ ენერგიით. დამონტაჟებული ევროპული წარმოები ლიფტი. მშნებლობაზე გამოყენებულია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და დაბალემისიური მინები. მინიმალური გასაქირავებელი საოფისე ფართი შეადგენს 700 კვ/მ. მეტი დეტალისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნომერზე.

სასაწყობე ფართის გაქირავება
სასაწყობე ფართის გაქირავება

კონტეინერების საწყობის ახალი სერვისი ჯეორენტისგან! შეინახე ნებისიერი მოცულობის ნივთი სასურველი დროით! რა არის კონტეინერების საწყობი? ეს არის თანამედროვე ტიპის სერვისი, სადაც შეგიძლია იქირაო უსაფრთხო და დაცული სივრცე – როგორც ,პატარა ყუთისთვის, ასევე მოცულობითი ტვირთისათვის, – შენი ნივთების, ავეჯის, არქივის ან საქონლის შესანახად. შენ თვითონ წყვეტ, რა დროით და რა მოცულობის ადგილი გჭირდება. - თუ სახლში ნივთების ადგილი აღარ გრჩება - თუ რემონტი გაქვს და გჭირდება დროებითი სივრცე ნივთების შესანახად - თუ ბიზნესი გაქვს და ოფისი გადატვირთულია ზედმეტი ნივთებით, რომლის შესანახი ადგილიც არ გაქვს - თუ სეზონური ნივთების შენახვა გჭირდება და სახლში ადგილი არ გაქვს ( სეზონური საბურავები, თხილამურები და ა.შ) ჩვენი საწყობი სწორედ ამ პრობლემას გადაგიჭრით! ვის გამოადგება? - ოჯახებს – როცა რემონტი გაქვთ და ნივთებისთვის დროებითი სივრცე გჭირდებათ. - ბიზნესებს – საქონლის, არქივის ან ტექნიკის შესანახად. - ყველას, ვისაც მეტი სივრცე სჭირდება ყოველდღიურობაში. ჯეორენტის ახალი, მინი კონტეინერები იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისთვისაც პრაქტიკულობა მნიშვნელოვანია. ის კომპაქტურად იტევს ყველაფერს, ზედმეტი დანახარჯების გარეშე! იქირავე შენს საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა - 8ft / 9ft / 10ft ზომის მინი კონტეინერი, ადგილზე დასაწყობების შესაძლებლობით და გამოიყენე მარტივად!

მომხმარებლის შეფასებები

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში სურათი
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში
ლიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2025-04-07 13:30:13

სადაც აქამდე ვყოფილვარ, ეს ყველაზე კარგი ბინაა

იტვირთება...