თანამედროვე სმარტფონი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მისი გამართული მუშაობა აუცილებელია, როგორც კომუნიკაციისთვის, ისე ყოველდღიური საქმიანობისთვის. ტელეფონის შეკეთება საჭიროა მაშინ, როდესაც მოწყობილობა დაზიანებულია ან სრულფასოვნად ვეღარ მუშაობს. პრობლემის დროული აღმოჩენა და პროფესიონალური მომსახურება ხშირად თავიდან აგარიდებთ უფრო ძვირადღირებულ პრობლემას. ტელეფონის, როგორც სამსუნგის მოდელების, ისე აიფონის შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული დაზიანება ეკრანის გატეხვაა. ტელეფონის დავარდნის ან ძლიერი დარტყმის შედეგად შეიძლება გაიბზაროს ეკრანი, დაზიანდეს სენსორი ან ეკრანზე გაჩნდეს შავი ლაქები და ფერადი ხაზები. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია
iphone ეკრანის შეცვლა ან სამსუნგის ეკრანის შეცვლა, თუ დაზიანება შესაბამისი მოდელის ტელეფონს ეხება.
მეორე, ყველაზე ხშირი პრობლემა ელემენტის ცვეთაა. დროთა განმავლობაში ტელეფონის ბატარეა სწრაფად ჯდება, მოულოდნელად ითიშება ან გადახურებას იწყებს. ასეთ დროს ეფექტური გამოსავალია ტელეფონის ელემენტის შეცვლა, რომელიც აღადგენს მოწყობილობის ნორმალურ მუშაობას. გავრცელებულია დატენვის სისტემის დაზიანებაც. დატენვის პორტში მტვრის, ტენიანობის ან მექანიკური ზემოქმედების შედეგად ტელეფონი შესაძლოა აღარ იტენებოდეს ან კაბელი ცუდად ფიქსირდებოდეს. მსგავსი პრობლემა საჭიროებს სპეციალისტის მიერ დეტალურ შემოწმებას და შესაბამის შეკეთებას.
ხშირად მომხმარებლები აწყდებიან პროგრამულ ხარვეზებსაც. მოწყობილობის შენელება, აპლიკაციების ხშირი გათიშვა, სისტემური შეცდომები ან ვირუსები გავლენას ახდენს ტელეფონის მუშაობის ხარისხზე. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მობილური ტელეფონების პროგრამული უზრუნველყოფა და ტელეფონის გაწმენდა ვირუსებისგან, რაც აუმჯობესებს მოწყობილობის უსაფრთხოებასა და მუშაობის სიჩქარეს. სერვისცენტრში მისვლამდე შეგიძლიათ სცადოთ ტელეფონის გადატვირთვა, სისტემის განახლება და არასაჭირო ფაილების წაშლა. თუ პრობლემა არ მოგვარდა, აუცილებელია ტელეფონების დიაგნოსტიკა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს გაუმართაობის მიზეზს და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს.
მობილურების შეკეთება მოიცავს როგორც ტექნიკურ, ისე პროგრამულ მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ეკრანის, ელემენტის, კამერის, დატენვის პორტის, დინამიკისა და სხვა კომპონენტების აღდგენა. ასევე ხელმისაწვდომია ჰუავეის ტელეფონის შეკეთება, samsung ტელეფონის შეკეთება და სხვადასხვა ბრენდის სმარტფონების ნაწილის შეცვლა ან შეკეთება.
ტელეფონის შეკეთებისას მნიშვნელოვანია გამოცდილი სპეციალისტის არჩევა. პროფესიონალი ხელოსანი იყენებს ხარისხიან სათადარიგო ნაწილებს, ატარებს დიაგნოსტიკას და ამოწმებს მოწყობილობის ყველა ძირითად ფუნქციას სამუშაოს დასრულების შემდეგ. ტელეფონის ხელოსანი შეგიძლიათ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოიძიოთ ან უბრალოდ ისარგებლოთ ხელოსნის ადგილზე გამოძახების სერვისით. თუ ჯერ კიდევ ვერ პოულობთ ტელეფონის ხელოსანს, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით, სანდოობითა და ბიუჯეტური მომსახურებით გამოირჩევა, შეამოწმეთ საიტი servisebi.ge , სადაც დაგხვდებათ განცხადებები და მომხმარებლის შეფასებები.