ინდივიდუალური ვებსაიტების დამზადება
ვარ მონაცემთა ბაზებისა და ვებსაიტების შექმნის მიმართულებით სერტიფიცირებული სპეციალისტი. რას გთავაზობთ? • ვქმნი ვებსაიტებს ნულიდან, Python-ის (Django / Flask) ბექენდითა და HTML, CSS და JavaScript ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფრონტენდით. • ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებებსა და ღირებულებებზე. • ადაპტირებული ვებსაიტი, რომელიც სწრაფად და გამართულად მუშაობს კომპიუტერზე, მობილურსა და პლანშეტზე. • მონაცემთა ბაზის სწორი სტრუქტურირება, ოპტიმიზაცია და უსაფრთხოების ძირითადი მექანიზმები. • საბაზისო SEO - Meta Tags-ის გამართვა, XML Sitemap-ის შექმნა და Google Search Console-თან ინტეგრაცია, საძიებო სისტემებში უკეთესი ხილვადობისთვის. • ვებსაიტის გაშვების უფასო მხარდაჭერა: დაგეხმარებით დომენის (.ge, .com) და ჰოსტინგის შერჩევასა და გამართვაში. დომენისა და ჰოსტინგის ყოველწლიურ საფასურს პირდაპირ პროვაიდერს უხდით. • პროექტის ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში უფასო ტექნიკური მხარდაჭერა. შემდგომი მომსახურება შესაძლებელია დამატებითი შეთანხმებით. • შესრულების ვადა: 10 სამუშაო დღიდან, პროექტის სირთულის მიხედვით. უფასო კონსულტაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე!
- ონლაინ