ონლაინ შეკვეთა
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ლეპიდუსი"

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ლეპიდუსი"

ორშაბათი / პარასკევი
10:00 - 22:00
შაბათი / კვირა
10:00 - 22:00
2021 ID 10572 08/12/2018

ლეპიდუსი - უმაღლესი კლასის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი. ჩვენთვის მომხმარებლის კომფორტი და ხარისხი უპირველესია. ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით და თავად დარწმუნდით ამაში. კლინიკა ლეპიდუსის საქმიანობა თავდაპირველად მოიცავდა მხოლოდ ჭარბთმიანობის მკურნალობას. ორგანიზაცია ფუნქციონირებდა ერთერთი კლინიკის ტერიტორიაზე იჯარით აღებულ კაბინეტში. მომხმარებელსაც წარუდგა იმ კლინიკის ბრენდული სახელწოდებით, რომლის ტერიტორიაზეც უხდებოდა ოპერირება. დაარსების დღიდან კლინიკის მიზანი და უმთავრესი პრინციპი გახლდათ საქართველოში საუკეთესო ხარისხის მომსახურების შექმნა. მომსახურების მაღალი სტანდარტების საშუალებით, კლინიკამ სწრაფად გაითქვა სახელი. მომხმარებელთა ლოიალობის საშუალებით, კომპანიამ სწრაფადვე შეძლო დამოუკიდებელ კლინიკად ჩამოყალიბება და წარუდგა მომხმარებელს უკვე ,,ლეპიდუსი"-ს სახელით. სახელი მომდინარეობს კლინიკა „ლეპიდუსი“-ს უმთავრესი პრინციპიდან და ხარისხიანად შესრულებულს, შარმიანს ნიშნავს. გაფართოვდა მომსახურებათა სპექტრიც. გარდა ჭარბთმიანობისა კლინიკა ,,ლეპიდუსი" უკვე მომხმარებელს სთავაზობს ცხრამეტი სახის მომსახურებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს უმსხვილეს მომწოდებლებთან, ვინარჩუნებთ მომსახურების უმაღლეს სტანდარტებს, ვართ მუდმივი ძიების პროცესში, იმისთვის რომ დავრჩეთ შეუცვლელნი ჩვენი მომხმარებლისთვის. კლინიკა ლეპიდუსის მიზანია, რომ მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ხარისხის მომსახურება ესთეტიკურ დარგში და ჩამოყალიბდეს ლიდერ კომპანიად აღნიშნულ სფეროში. საუკეთესო ხარისხის შექმნა ხდება სამი პრინციპის დაცვით და ესენია: 1)კვალიფიცური სპეციალისტები. 2) საუკეთესო შედეგის მომტანი, წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული, უახლესი აპარატურა. 3) მომსახურების მაღალი სტანდარტები. 1. კვალიფიციური სპეციალისტები. კლინიკაში მომსახურების მაღალ სტანდარტებს ნერგავენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები. მიუხედავად მათი პროფესიონალიზმისა კლინიკა ხელს უწყობს მათ სიახლის მუდმივ ძიებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. მუდმივი განვითარების სურვილი და შესაძლებლობა ჩვენს სპეციალისტებს, რომ იყვნენ საუკეთესონი აღნიშნულ დარგში. 2. თანამედროვე და საუკეთესოდ აღიარებული ტექნოლოგია. კლინიკა აღჭურვილია ისრაელსა და ამერიკაში წარმოებული უახლესი სამედიცინო აპარატურით. 3. მომსახურების მაღალი სტანდარტი. მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მომსახურება, კლინიკაში შექმნილი კომფორტული გარემო, ჰიგიენური ნორმების დაცვა, მაღალშედეგიანი პროცედურა. ეს არის მცირე ჩამონათვალი კლინიკაში დანერგილი იმ სტანდარტებისა, რაც უზრუნველჰყოფს მომხმარებელთა მოლოდინის გამართლებას. სწორედ ამის დამსახურებით მიაღწია ლეპიდუსის გუნდმა იმას, რომ მომხმარებელთა 99% გვიწევს დადებით რეკომენდაციას.

მისამართი:
თბილისი, ი. ჭავჭავავაძის ავენ. 24
ფასი
შეთანხმებით

მსგავსი განცხადებები