Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ბინების რემონტი

ბინების რემონტის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ბინის ფართობი, არამედ ბინის საწყისი მდგომარეობა და შესასრულებელი სამუშაოები. თუ ბინების რემონტი ახალაშენებულ კორპუსებში მიმდინარეობს, უნდა იცოდეთ, რომ შავი კარკასის ბინას საცხოვრებლად მოსაწყობად სჭირდება კომუნიკაციები, ზედაპირების მომზადება, იატაკისა და კედლების მოპირკეთება, განათებისა და სანტექნიკის მონტაჟი. ბინების რემონტისას მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები ბინის მომავალ დანიშნულებას მოერგოს. თუ საცხოვრებელი გასაქირავებლად მზადდება, ისეთი სარემონტო მასალები შეარჩიეთ, რომლებიც ყოველდღიურ გამოყენებას გაუძლებს და მოვლას გაამარტივებს. თუ ბინების რემონტის შემდგომ იქ ცხოვრებას აპირებთ ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და კომფორტს ყურადღება მიაქციეთ. ბინების რემონტი თბილისში ან სხვა ქალაქში მიმდინარეობის დროს, გასათვალისწინებელია შენობის წესებიც, როდესაც დაგეგმილია ტიხრების შეცვლა, აივნის გადაკეთება ან სხვა ისეთი სამუშაო, რომელმაც შესაძლოა კონსტრუქციაზე იმოქმედოს. 
პრემიუმი
სარემონტო სამუშაოები
pin თბილისი
სარემონტო სამუშაოები

სრული სამშენებლო, სარემონტო და კეთილმოწყობის სერვისი 1-წლიანი გარანტიით. ჩვენი კომპანია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სრულ სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტებისთვის. ვუზრუნველყოფთ სამუშაოების შესრულებას დათქმულ ვადებში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი ოსტატების ჩართულობით. ჩვენი სერვისები: - ლესვა და იატაკის მომზადება: იატაკის მოჭიმვა (სტიაშკა), ქვიშითა და გაჯით ლესვა, აპარატით (გიპერით) ლესვა. - იატაკის მოწყობა: კაფელის, მეტლახის, გრანიტის, ბაზალტის, მარმარილოს, ტრავერტინისა და დეკორატიული იატაკის დაგება; ლამინატისა და პარკეტის მოწყობა; ხის იატაკის მოხვეწა (ციკლოვკა) გერმანული და რუსული აპარატურით. - შიდა მოპირკეთება: სამღებრო სამუშაოები (დაშპაკვლა, შპალერი, შეღებვა), თაბაშირ-მუყაოს (გიფსო-კარდონი) და გასაჭიმი ჭერის (ბარისოლი) მონტაჟი, კარების ჩასმა, ხით მოპირკეთება/შეფუთვა (აფშივკა). - საინჟინრო და ტექნიკური სერვისი: სრული ელექტრომონტაჟი, კონდიციონერის დაყენება-მონტაჟი. რატომ ჩვენ? ✓ 1-წლიანი ოფიციალური გარანტია შესრულებულ სამუშაოზე ✓ პროფესიონალთა გუნდი და მრავალწლიანი გამოცდილება ✓ ხარისხის კონტროლი და დათქმული ვადების ზუსტი დაცვა გვანდეთ თქვენი სივრცის მშენებლობა და რემონტი პირველადი ეტაპიდან სრულ ჩაბარებამდე!

profile avatar
ლაშა
video icon 3

ბინის რემონტის მომსახურება

იქამდე, სანამ ბინის რემონტის მომსახურებას შეარჩევთ, უნდა განსაზღვროთ, პირადი გამოყენებისთვის არემონტებთ ბინას თუ გასაქირავებლად. გასაქირავებელი ბინის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უფრო გამძლე იატაკის საფარი, ადვილად გასაწმენდი ზედაპირები და პრაქტიკული ავეჯის შეარჩიოთ. ბინის რემონტის დროს გასაქირავებელი ბინის ხარჯი განსაკუთრებით ბიუჯეტური უნდა იყოს. ბინის რემონტი იაფად შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ ხარისხიანი და გამძლე მასალებით გსურთ რემონტის ჩატარება. ბინის რემონტის ფასები დამოკიდებულია არჩეულ მასალებზე, სამუშაოების მოცულობასა და ბინის დანიშნულებაზე. სწორედ ამიტომ, რემონტი ბინის საჭიროებებზე მორგებული გეგმით უნდა დაიწყოთ.

მომხმარებლის შეფასებები

სარემონტო მომსახურება სურათი
სარემონტო მომსახურება
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

სუკეთესო გუნდია, რაც მთავარია სუფთად მუშაობენ და ზუსტ ვადაში ასრულებენ. 100% რეკომენდაცია

სარემონტო მომსახურება სურათი
სარემონტო მომსახურება
ლუკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ძალიან კმაყოფილი დავრჩი მომსახურებით და მთლიანად მიღებული შედეგით. თავიდან ბოლომდე ყველაფერი ძალიან კარგად და ორგანიზებუ...

სარემონტო მომსახურება სურათი
სარემონტო მომსახურება
თამარი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 თვის წინ

საქმე არის შესრულებული უმაღლესი ხარისხით მინიმალურ დროში და ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში, ყველა სარემონტო სამუშაო შეასრულ...

სარემონტო მომსახურება სურათი
სარემონტო მომსახურება
მათე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
9 თვის წინ

საუკეთესო გუნდი თავისი პროფესიონალიზმით.იდეალურად შესრულებული სამუშაოები.მაღალი ხარისხი.დიდი რეკომენდაცია ჩემგან.

სარემონტო მომსახურება სურათი
სარემონტო მომსახურება
დავითი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2025-08-09 13:43:27

ფასი, ხარისხი, დრო, კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე. მადლობა ამ გუნდს ასეთი სრულყოფილი მომსახურებისთვის.

ბინის სრული რემონტი სურათი
ბინის სრული რემონტი
ანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2025-06-14 11:19:51

რა მოთხოვნაც მქონდა ზუსტად ისე გააკეთეს. სწრაფად და სუფთად მუშაობდნენ.კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოთი.

როგორ უნდა დაგეგმოთ ბინის რემონტი და სწორად გადაანაწილოთ ბიუჯეტი

ბინის რემონტის დროს ყურადღებას უფრო ხშირად კედლების ფერზე, იატაკის საფარსა და ავეჯის დიზაინზე აკეთებენ. თუმცა, ლამაზი ინტერიერი ყოველთვის არ ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეს. თუ სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე არ განისაზღვრა ოთახების განლაგება, გათბობის სისტემა, განათება და ავეჯის ზომები, დასრულებული რემონტის შემდეგ შესაძლოა ყოველდღიური გამოყენებისთვის მოუხერხებელი სივრცე მიიღოთ. პრობლემების გამოსწორება კი ხშირად დამატებით ხარჯებს მოითხოვს. 
ბინის დაგეგმარებისას კედლებისა და ტიხრების განლაგება უნდა შეესაბამებოდეს ოთახების ფუნქციას, ავეჯის ზომებსა და გადაადგილებისთვის საჭირო სივრცეს. დაგეგმარების შეცდომებმა შესაძლოა შეზღუდოს ავეჯის განთავსების შესაძლებლობა, შეამციროს გამოსაყენებელი ფართობი და გაართულოს სივრცის პრაქტიკული გამოყენება. სამზარეულოში კი მნიშვნელოვანია მაცივრის, ნიჟარისა და სამუშაო ზედაპირის ურთიერთგანლაგება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო ზონებს შორის მოსახერხებელი გადაადგილება. 
ბინის რემონტის დროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება გათბობის სისტემის პროექტირებასაც. რადიატორების სიმძლავრე და განთავსება უნდა შეარჩიოთ ოთახების ფართობის, სიმაღლის, გარე კედლებისა და ფანჯრების მახასიათებლების, თბოიზოლაციისა და მოსალოდნელი სითბოს დანაკარგების გათვალისწინებით. არასწორმა გაანგარიშებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოთახების არასაკმარისი გათბობა ან ენერგიის ზედმეტი მოხმარება. შესაბამისად, გათბობის სისტემის მოწყობამდე საჭიროა სითბოს დანაკარგების შეფასება და შესაბამისი სიმძლავრის მოწყობილობების შერჩევა.
ბინის რემონტის დროს ინტერიერის დიზაინერი და სწორად დაგეგმილი სივრცე, ბევრ გაუთვალისწინებელ პრობლემას და ხარჯს თავიდან აგარიდებთ. ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა მხოლოდ ფერების, ავეჯისა და დეკორაციის შერჩევას არ გულისხმობს. პროექტირების ეტაპზე შესაძლებელია ოთახების ფუნქციების განსაზღვრა, სათავსოების დაგეგმვა, განათების წერტილების განაწილება და ელექტროროზეტების განთავსება ავეჯის რეალური განლაგების შესაბამისად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ფართობის ბინებში, სადაც თითოეულ კვადრატულ მეტრს მნიშვნელობა აქვს. წინასწარ შემუშავებული პროექტი ასევე ამარტივებს სხვადასხვა სპეციალისტის მუშაობის კოორდინაციას. როდესაც ელექტრიკოსმა, სანტექნიკოსმა და გათბობის ხელოსანმა იციან, სად უნდა განთავსდეს თითოეული ელემენტი, მცირდება უკვე შესრულებული სამუშაოების შეცვლისა და მასალების ხელახლა შეძენის საჭიროება.
იმისთვის რომ რემონტის პროცესში ზედმეტი ხარჯი თავიდან აირიდოთ. რემონტის დაწყებამდე შეადგინეთ სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი და განსაზღვრეთ მათი თანმიმდევრობა. ბიუჯეტში ცალკე გაითვალისწინეთ ხელოსნების მომსახურება, მასალები, ტრანსპორტირება და გაუთვალისწინებელი ხარჯები. ბინის რემონტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია სივრცის სრულყოფილად დასუფთავებაც. სარემონტო სამუშაოების შედეგად დარჩენილი მტვრის, სამშენებლო ნარჩენებისა და ზედაპირებზე არსებული ლაქების მოსაშორებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბინის დალაგების მომსახურებით, რათა საცხოვრებელი სივრცე ყოველდღიური გამოყენებისთვის სუფთა და მოწესრიგებული იყოს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ბინის რემონტი?

ბინის რემონტის ღირებულება დამოკიდებულია ბინის ფართობზე, სამუშაოების მოცულობასა და სარემონტო მასალების ფასზე. ბინის ნაწილობრივი განახლება, როგორც წესი, ნაკლებ სამუშაოს მოითხოვს, ვიდრე სრული რემონტი. ზუსტი თანხის დასადგენად საჭიროა სამუშაოების ჩამონათვალისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა.

როგორ უნდა შეარჩიოთ ბინის რემონტის ხელოსნები?

ბინის რემონტის ხელოსნების შერჩევის დროს შეადარეთ რამდენიმე სპეციალისტის შეთავაზება, შეამოწმეთ შესრულებული სამუშაოების მაგალითები და წინასწარ შეათანხმეთ მომსახურების პირობები ვადები და ანაზღაურება. მნიშვნელოვანია, დამატებითი სამუშაოებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების შეთანხმების პირობებიც მკაფიოდ იყოს განსაზღვრული.

რას მოიცავს ბინის სრული რემონტი?

ბინის სრული რემონტი მოიცავს დემონტაჟს, ტიხრების მოწყობას, ელექტროგაყვანილობისა და სანტექნიკის განახლებას, გათბობის სისტემის მოწყობას, კედლებისა და ჭერის მოპირკეთებას, იატაკის დაგებასა და სხვა საჭირო სამუშაოებს. კონკრეტული ჩამონათვალი ბინის მდგომარეობასა და პროექტზეა დამოკიდებული.

რაზეა დამოკიდებული ბინის რემონტის ფასები?

ფასზე გავლენას ახდენს ბინის ფართობი, არსებული მდგომარეობა, შესასრულებელი სამუშაოების სირთულე, მასალების ხარისხი და ხელოსნების ანაზღაურება. ხარჯთაღრიცხვის შედგენისას ასევე გასათვალისწინებელია მასალების ტრანსპორტირება, დემონტაჟი და ნარჩენების გატანა.

როგორ განისაზღვრება ბინის რემონტის ფასი და ბინის რემონტის ღირებულება ?

ბინის რემონტის ფასი განისაზღვრება სამუშაოებისა და მასალების ღირებულების შეჯამებით. შეთავაზების მიღებისას გადაამოწმეთ, შედის თუ არა თანხაში ყველა საჭირო სამუშაო, მასალების შეძენა და დამატებითი მომსახურებები. ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გარკვეული რეზერვის დატოვებაც სასურველია. servisebi.ge - ზე შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მომსახურების შეთავაზებები.